ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 14

1

ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.

2

სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი ეჯავრება იგი.

3

ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია.

4

სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით არის.

5

ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს.

6

ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება.

7

ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.

8

გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.

9

ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.

10

გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს.

11

ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.

12

ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.

13

სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.

14

გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.

15

სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.

16

ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.

17

ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია.

18

სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი.

19

უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი - მართლის კარიბჭეებთან.

20

ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს.

21

თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.

22

ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ.

23

ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.

24

ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა.

25

ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს.

26

უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.

27

უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.

28

ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.

29

სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.

30

მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.

31

ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.

32

ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.

33

სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.

1

დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

2

რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას.

3

პირისაგან უგუნურთასა კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა მართალთა დაიცვნეს იგინი.

4

სადა არა არიან ქარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან, ხოლო სადა ქარისა ნაყოფი ფრიად, მუნ ცხად არს ქარისა ძალი.

5

მოწამე სარწმუნოჲ არა ტყუინ; ხოლო აღაგზნის ტყუილი მოწამემან ცრუმან.

6

ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა თანა და არა ჰპოვო, ხოლო ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს.

7

ყოველნი წინააღმდეგ არიან კაცისა უგუნურისა, ხოლო საჭურველი მეცნიერებათა ბაგენი ბრძენთანი.

8

სიბრძნემან გულისხმიერთამან იცნას გზანი თვისნი, ხოლო უმეცრება უგუნურთანი სცთებიან.

9

სახლთა უსჯულოთასა არა აქვნ სიწმიდე, ხოლო საყოფელნი მართალთანი სანატრელ არიედ.

10

გული კაცისა მჭმუნვარე შემაწუხებელ არს სულისა თვისისა, ხოლო ოდეს მხიარულ იქმნას, არა ზიარ იქმნას მტერობისა.

11

სახლი უღმრთოთა დაემჴვას, ხოლო სავანენი მართალთანი იკურთხნეს.

12

გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად.

13

მხიარულებასა თანა ჰყვებიან მწუხარებანი და სიხარულსა შეუდგეს გლოვა.

14

გულფიცხელი განძღეს გზისაგან თვისისა, ხოლო კაცი კეთილი გონებისაგან თვისისა.

15

უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოვიდეს სინანულად.

16

ბრძენსა შეეშინა და მოაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად.

17

გულმწყრალი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ.

18

განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი გულისჴმის-ყოფისანი.

19

უბრკუმეს უკეთურთა - წინაშე კეთილთასა და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა.

20

მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდარნი ფრიად.

21

რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, იგი ცოდავს, ხოლო, რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი სანატრელ იყოს.

22

შეცთომილნი ცრუნი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი (არა იციან წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოქმედთა კეთილისათა).

23

ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი სიბრძნე, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი ნაკლულევანებასა შინა იყოს.

24

გჳრგჳნ ბრძენთა სიმდიდრე მათი, ხოლო სლვაჲ უგუნურთა ბოროტ არს.

25

იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღატყინის ტყუილი მზაკვარმან.

26

შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ.

27

შიში უფლისა - წყარო ცხორებისა და ყვის მოქცევაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა.

28

მრავალთა შორის თესლთა დიდებაჲ მეფისა, ხოლო მოკლებასა ერისასა შემუსრვაჲ ძლიერთაჲ.

29

სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ

30

და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ.

31

რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.

32

უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა მართალ.

33

გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ იყოს.

12345678910111213141516171819202122232425262728293031