ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 2

1

შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,

2

ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს,

3

რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე.

4

რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.

5

მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას.

6

რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,

7

მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,

8

იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.

9

მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.

10

თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,

11

გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,

12

რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,

13

სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,

14

ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,

15

რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,

16

რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,

17

რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,

18

რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.

19

იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.

20

რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,

21

რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.

22

ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.

1

შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,

2

ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა.

3

უკუეთუ ხადო სიბრძნესა და გულისჴმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ შენი,

4

და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა რჩეულსა, და, ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე,

5

მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისა და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო,

6

რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ

7

და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწევის სლვასა მათსა

8

დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთა დაიცვის.

9

მაშინ გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მშჯავრი და წარმართნე ყოველნი ალაგნი კეთილისანი,

10

რამეთუ უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს,

11

ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ,

12

რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა.

13

ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა,

14

რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა;

15

რომელთა გზანი დრკუ არიან და გულარძნილ ალაგნი მათნი,

16

რათა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა. შვილო, ნუ გეწევინ შენ ზრახვაჲ ბოროტი.

17

რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაბუკესა და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის,

18

რამეთუ დაუდგა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა ქუეყანისათა ალაგნი მისნი.

19

ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ.

20

უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი,

21

რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და უმანკონი დაშთენ მას ზედა.

22

გზანი უღმრთოთანი წარწყმდეს ქუეყანით და უსჯულონი უჩინო იქმნეს მისგან.

12345678910111213141516171819202122232425262728293031