ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 24

1

ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:

2

რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ.

3

სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.

4

ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.

5

ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.

6

თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.

7

ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის.

8

ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.

9

ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.

10

თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.

11

იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.

12

თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?

13

ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას.

14

ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება.

15

ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;

16

რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან.

17

ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,

18

თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.

19

უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,

20

რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.

21

შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,

22

რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე.

23

ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო.

24

ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები.

25

მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.

26

ვინც სწორ პასუხს იძლევა, ის პირზე ჰკოცნის.

27

შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი.

28

შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.

29

ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.

30

გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;

31

და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.

32

როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:

33

ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,

34

და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.

1

შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,

2

რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი.

3

სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების.

4

და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა.

5

უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა.

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა,

16

შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა.

17

უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები.

18

ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან.

19

ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა,

20

რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს.

21

გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ,

22

რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას.

23

რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს; შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს.

24

ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს.

25

რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის.

26

ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ.

27

28

ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა.

29

ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე.

30

ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა.

31

უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ.

32

უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა.

33

მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო,

34

მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი.

12345678910111213141516171819202122232425262728293031