ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 29

1

მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.

2

მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი.

3

სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.

4

მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.

5

კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ.

6

უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს.

7

მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.

8

გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.

9

ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის.

10

სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.

11

ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.

12

როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია.

13

ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს.

14

თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.

15

ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.

16

ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.

17

დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.

18

როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.

19

მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი, რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.

20

გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

21

ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.

22

ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.

23

კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.

24

ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს.

25

ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.

26

ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის.

27

უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის.

1

უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა არა იყოს კურნება.

2

ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი.

3

კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი, ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე.

4

მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან დაამჴჳს იგი.

5

რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა, შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი.

6

კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი შუებასა და სიხარულსა შინა იყოს.

7

იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა.

8

კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვა.

9

კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის.

10

კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა.

11

ყოელი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად.

12

მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან.

13

მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს უფალმან.

14

მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს.

15

გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა.

16

მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნენ...

17

18

19

სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს.

20

უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრეღა მას.

21

რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა.

22

კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვა.

23

24

რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ, შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან.

25

რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს.

26

მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი კაცისა.

27

საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031