ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 31

1

ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.

2

რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი აღთქმების ნაშიერო?

3

ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს - შენს გზებს.

4

არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა.

5

თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის სამართალს შეცვლიან.

6

მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს;

7

შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.

8

გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.

9

გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.

10

ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.

11

მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.

12

მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.

13

ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით;

14

სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური.

15

ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს.

16

იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების ნაყოფით ვენახსა ჰყრის:

17

ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს.

18

გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით არ ჩაქრება.

19

ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს.

20

ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის.

21

მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი ორკეცად არის შემოსილი.

22

ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.

23

მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს შორის ზის.

24

მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს აძლევს.

25

ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს გაღიმებით შესცქერის.

26

პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს.

27

თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.

28

დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.

29

მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე ყველას.

30

მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.

31

მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭეებთან განადიდონ.

1

სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან.

2

რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო.

3

ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ.

4

ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად,

5

რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა.

6

და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა.

7

რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ.

8

აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად.

9

აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა.

10

დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი.

11

მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს;

12

რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,

13

მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა,

14

იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე.

15

და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა,

16

იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე,

17

მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ,

18

და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი.

19

ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა,

20

ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა.

21

არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი

22

უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი.

23

სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა.

24

არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა,

25

პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა,

26

ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა.

27

მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა.

28

და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა:

29

მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა.

30

ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას.

31

მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე.

12345678910111213141516171819202122232425262728293031