დაბადება, თავი 36
აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის:
მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა,
და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი.
ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში.
წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი, და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში.
რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ.
დასახლდა ესავი სეყირის მთაზე: ესავი იგივე ედომია.
აჰა, მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე.
ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა.
ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი.
ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი.
აჰა, ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი; ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
აჰა, ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა; ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა.
აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი.
აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა.
დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში.
ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი; ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი.
აჰა, ძენი შობალისა: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
აჰა, ძენი ციბყონისა: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის, ციბყონის, ვირებს მწყემსავდა.
აჰა, ყანას ძენი: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
აჰა, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი.
აჰა, ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი.
აჰა, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
აჰა, ხორეელთა თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა.
თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავ-თავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში.
აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ.
მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა.
მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი.
მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი.
მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან.
მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, მდინარისპირა რეხობოთიდან.
მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე.
მოკვდა ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი; მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
აჰა, ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი,
თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბცარი,
თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.
ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.
და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.
და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.
და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.
და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.
წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.
რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.
და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.
ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.
და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.
იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.
ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.
და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.
და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.
ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.
მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.
და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.
და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.
და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.
ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.
და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.
ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.
და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.
და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.
და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.
ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.
ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.
და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.
ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.
მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.
და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.
და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.
მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.
მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.
მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.
მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.
მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.
მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.
მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.
და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.
მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.
მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.
მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.