ლოცვანი
აპლიკაცია

დაბადება, თავი 10

1

ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2

იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3

გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4

იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

5

ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.

6

ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

7

ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.

8

ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

9

ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.

10

მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

11

ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი

12

და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.

13

მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,

14

ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

15

ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16

იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17

ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18

არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19

ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

20

ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

21

შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.

22

სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

23

არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.

24

არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.

25

ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.

26

იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,

27

ჰადორამი, უზალი, დიკლა,

28

ყობალი, აბიმაელი, შება,

29

ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.

30

მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.

31

ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

32

ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.

1

ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.

2

ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.

3

და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.

4

და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.

5

როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

6

ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.

7

ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.

8

ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.

9

ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.

10

და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.

11

ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.

12

და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.

13

და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.

14

და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.

15

ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.

16

და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.

17

და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.

18

და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.

19

და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.

20

ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.

21

და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

22

ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.

23

და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.

24

და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.

25

და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.

26

ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.

27

და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.

28

და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.

29

და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.

30

და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.

31

ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

32

ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.

1234567891011121314151617181920212223242526272829303132333435363738394041424344454647484950