პირველი ნეშტთა, თავი 8
ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი,
მეოთხე - ნოხა, მეხუთე - რაფა.
ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი,
აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი,
გერა, შეფუფანი, ხურამი.
ესენი არიან ახუდის ძენი - მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს.
ნაყამანი, ახია და გერა: რომელმაც გადაასახლა ისინი. მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი.
შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაყარა გაუშვა.
ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,
იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები.
მეხუშიბმა შეა აბიტუბი და ელფაყალი.
ელფაყალიანები: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით.
ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები.
ახიო, შაშაკი, ირემოთი.
ზებადია, ყარადი, ყადერი,
მიქაელი, იშფა, იოხა-ბერიყას ძენი.
ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი,
იშმერია, იზლია, იობაბი - ელფაყალის ძენი,
იაკიმი, ზიქორი, ზაბდი,
ელიყენაი, ცილთაი, ელიელი,
ყადაია, ბერაია - შიმრათი-შიმყის ძენი.
იშფანი, ყებერი, ელიელი,
ყაბდონი, ზიქრი, ხანანი.
ხანანია, ყელამი, ყანთოთია,
იფდეია, ფენუელი - შაშაკის ძენი.
შამშერაი, შეხარია, ღოთალია,
იაყარეშია, ელია - ზიქურ-იეროხამის ძენი.
ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, მთავარნი თავთავიანთ გვარ-ტომში. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
გიბყონში ცხოვრობდნენ: გიბყონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა.
მისი ძე და პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,
გედორი, ახიო, ზაქერი.
მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად.
ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი.
ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელაყასა, მისი ძე იყო აცელი.
აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიყამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი. ყველა ესენი აცელის ძენი არიან.
მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე - იეყუში, მესამე - ელიფელეტი.
ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.
და ბენიამინ შვა ბალე, პირმშო მისი, და იასბელ, მეორე, და ზარა, მესამე,
და იოვა, მეოთხე, და რაფე, მეხუთე.
და იყუნეს ძენი ბალესნი: იარედ, და გერა, და აბიუდ,
და აბისუე და ნამან, და გერა,
და სოფან, და აქირამ და ოიმ.
ესე ძენი ადოდისნი, ესე არიან მთავარნი ტომთანი მკჳდრთა გაბესანი. და მიიყვანნა იგინი მანაქადით:
ნოომა, და აქია, და გერა, ესე არს ეგლაამ, და შვა მან აზა და იაბიქად.
და სარაიმ შვა მოაბ შემდგომად განვლინებისა მისისა ოზიმისსა და ბაარასი.
და ადა, ცოლისაგან მისისა, შვა იოაბ, და სები, და მოსა, და მელქან,
და იეუს, და სებია, და მარმა. ესენი იყუნეს მთავარნი ტომთანი იოსიმისა.
და შვა მოსიმ აქიტობი და ალფადი.
და ძენი ალფადისნი: ოედ და მისაალ და სეამერ. ამან აღაშენა ონაა და ლოოდი და დაბნები მისი.
და ბარიგა და საამა - ესე მთავარნი ტომთანი მკჳდრთა აილამისათა, და ამათ განასხნეს დამკჳდრებულნი გედისანი.
და ძმანი მისნი: მოსექ, და არიმუთ,
და აზაბადია, და მარედიმ და ადერ,
და მიქაელ და იესფაგ, და იოაქა, და იეზია - ძენი ბარიადისა.
და ზაბადია, და მოქოლამ, და აზაკი, და აბარ,
და იესამარი, და იეზრია და იობაბ. ესე იყუნეს ძენი ელფაასნი.
და იაკიმ, და ზექრი, და ზაბდი.
და იელიოენე და სალთი და ელიელი,
და ალაია, და ბერიგია, და ბარეა და სამარათ - ძენი სამაითისნი.
და იესფან, და ობედ, და ელელ,
აბდონ, და მექრი, და ანან,
და ანანაია, და ამბრი, და ელამ, და ანათოთია,
და ათინ, და იეფადია და ფანუელ - ძენი სოსეკისნი,
და სამარია, და სარაია, და გოთოლია,
და იარასია, და ელია და ზექრი - ძენი ქერომისნი.
ესე მთავარნი ტომთანი მსგავსად ნათესავისა მათისა, მთავარნი და წინამძღუარნი დაემკჳდრნეს იერუსალჱმს.
და გაბონს შინა დაემკჳდრა მამა გაბოანისი, და სახელი ცოლისა მისისა - მააქა
და ძე მისი - პირმშო აბდონ, და ისურ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნადაბ,
და გედურ და ძმანი მისნი: ზაქურ და მალალოთ,
რომელ შვა სემაა. და ამათ წინაშე ძმათა მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თჳსთა შორის.
და ნერ შვა კისი, და კისი შვა საულ, და საულ შვა იონათან, და მელქისუე, და ამინადაბ და ისბალ.
და იონათან შვა მემფიბაალ და მემფიბაალ შვა მიქა.
და ძენი მიქასნი: ფითონ, და მალქოთ, და თარე და აქაზ.
და აქაზ შვა ოვიდა, და ოვიდა შვა გალემათ, და აზმოთ და აზამბრი, და აზამბრი შვა მესა.
და მესა შვა ბაანა. რაფაეა, ძე მისი, ელეასა, ძე მისი, ესეელ, ძე მისი.
ესეელს ესხნეს ძენი ექუს, და ესე არს სახელები მათი: ასრიკამ, პირმშო მისი, და ისმაელ, და სარია, და აბდია, და ანან: ესე ყოველნი ძენი ესეელისნი.
და ძენი ესეელისნი ძმისაგან მისისა: ულამ, პირმშო მისი, და აეას, მეორე, და ელიფალეტ, მესამე.
და იყუნეს ძენი ელიკამისნი ძლიერნი კაცნი ძალითა და მომრთხმელ მშჳლდისა და მრავალ ძეებ ესხა და შჳლისშჳლ, ძისწულებ, ასერგასის იყუნეს ყოველნი ესე, ყოველნი ძეთაგან ბენიამენისთანი.