პირველი ნეშტთა, თავი 3
ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი, ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან,
მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი.
მეხუთე - შეფატია, აბიტალისგან, მეექვსე - ითარეყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან.
ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში.
ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან.
იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
ნოჰაგი, ნეფეგი, იაფიაყი,
ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეგი - ცხრანი.
სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო.
სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში,
მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ.
იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია.
იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შელათიელი,
მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია.
ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი;
ხაშუბა, ოჰელი, ბერექია და ხასადია.
ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია. რეფაიას ძენი და არნანის ძენი, ყობადიას ძენი და შექანიას ძენი.
შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეყარია, შეფატი - ექვსნი.
ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი - სამნი.
ელიოყენაის ძენი: ჰოდაგიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი. იოხანანი, დელაია, ყანანი - შვიდნი.
და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა.
მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი.
მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ, აგალისგან, ცოლისა მისისა.
ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა.
და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა,
იებაარ, და ელისაუ.
და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია,
და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ,
ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი.
და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი,
იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი,
ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი, იოთამ, ძე მისი,
აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი,
ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი,
და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე - სედეკია, მეოთხე - სალუმ.
და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე მისი.
და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი.
მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ და ნადაბია.
და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი.
და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, - ხუთნი ესე.
და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი, აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი.
და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე.
და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი.
და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია, აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი.