პირველი ნეშტთა, თავი 6
ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი.
კეხათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელყაზარი და ითამარი.
ელყაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი.
ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი.
მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი.
ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი.
იოხანანმა შვა ყაზარია (ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში).
ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია.
ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
იეჰოცადაკი წავიდა, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.
ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი, მერარი.
აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,
მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი,
მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე საული.
ელკანას ძენი: ყასამაი და ახიმოთი.
ელკანა. ელკანას ძენი: მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი,
მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა.
სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა,
მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ.
სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ სამსახურს, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისდამიხედვით იდგნენ.
აჰა, ისინი, სამსახურს ვინც ეწეოდნენ და მათი ძენი:
ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე,
ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ყამასაის ძე,
ელკანას ძე, იოელის ძე, ყაზარიას ძე, ცეფანიას ძე,
თახათის ძე, ასირის ძე, აბიასაფის ძე, კორახის ძე,
იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
მისი ძმა ასაფი მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიას ძე, შიმყას ძე,
მიქაელის ძე, ბაყასეას ძე, მალქიას ძე,
ეთნის ძე, ზერახის ძე, ყადიას ძე,
ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმყის ძე,
იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე,
მერარის ძე, მათი ძმები მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყავდის ძე, მალუქის ძე,
ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,
ამცის ძე, ბანის ძე, შამერის ძე,
მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე.
მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
აარონი და მისი ძენი აღსავლენის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ. წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც მოსემ ბრძანა, ღვთის მორჩილმა.
აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელყაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია,
მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი.
ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.
მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს.
აარონიანებს მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით,
ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით,
ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით,
ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო.
ნოლო დანარჩენ კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით.
გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალის და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში.
მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით.
ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს.
წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.
კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისგან მიიღეს.
მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავის სანახებიანად, გეზერი თავისი სანახებით,
იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით,
აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.
გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად.
ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში თავის სანახებიანად, დაბრაში თავის სანახებიანად,
რამონი თავის სანახებიანად, ყანემი თავის სანახებიანად.
აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის სანახებიანად, ყაბდონი თავის სანახებიანად,
ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად.
ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში, გალილეაში თავის სანახებიანად.
დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად.
იორდანეს გადაღმა, იერიხონთან, იორდანეს აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავის სანახებიანად, იახცარი თავის სანახებიანად,
კედმოთი თავის სანახებიანად და მეფაყი თავის სანახებიანად.
გადის ტომიდან მისცეს: რამოთი გალაადში თავის სანახებიანად,
ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად.
და ძენი ლევისნი: გესრომ, და კაათ, და მერარი.
და ძენი კათისნი: ამრამ და ისარ, და ქებრონ და ოზიელ.
და ძენი ამრამისნი: აარონ, და მოსე და მარიამ. და ძენი აარონისნი: ნაბად, და აბიუდ, და ელიაზარ და ითამარ.
ხოლო ელიაზარ შვა ფინეზ, და ფინეზ შვა აბისუე.
აბისუე შვა ბოკე, ბოკე შვა ოზი.
ოზი შვა ზარაია, ზარაია შვა მარეთ.
მარეთ შვა ამარეა, ამარია შვა აქიტობ.
აქიტობ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმას.
აქიმას შვა აზარია, აზარია შვა იოანა.
და იოანა შვა აზარია - ესე მღდელობდა სახლსა ღმრთისასა მას, რომელი აღაშენა სოლომან იერუსალჱმს.
და აზარია შვა ამარია და ამარია შვა აქიტობ.
და აქიტობ შვა სადუკ, და სადუკ შვა სელუმ.
და სალუმ შვა ქელკია, და ქელკია შვა აზარია.
და აზარია შვა სარეა, და სარეა შვა იოსედეკ.
და იოსედეკ წარვიდა ტყუედ იუდას თანა იერუსალჱმს ჴელითა ნაბუქოდონოსორისათა.
და ძენი ლევისნი: გაერსომ, და კაათ და მერარი.
და ესე არს სახელები ძეთა გერსონისთა: ლობენი და სემი.
და ძენი კაათისნი: ამრაამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.
ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი. და ესე არს ტომი ლევისი მამად ნათესავისაებრ მათისა,
გერსაონისი და ლობენისი, ძისა მისისა; იეთ, ძე მისი,
იოაქ, ძე მისი; ადდი, ძე მისი; ზიმა, ძე მისი; ასტი, ძე მისი; იეთრი, ძე მისი.
ძენი კათრისნი: სარა, ძე მისი, კორე, ძე მისი, ასირი, ძე მისი,
ელკანა, ძე მისი; იაბი ასაფ, ძე მისი; ისირი, ძე მისი; ოზია, ძე მისი.
ტათი, ძე მისი; ურიელ, ძე მისი; და საულ, ძე მისი;
ძენი ელკანასი: ამასი და აქამოთ,
და ელკანა, ძე მისი, სუფი, ძე მისი, კანათ, ძე მისი;
ელიაბ, ძე მისი; იერომ, ძე მისი; ელკანა, ძე მისი;
და ძენი სამოელისნი: პირმშო მისი იოველ და მეორე აბია.
და ძენი მერარისნი: მოსოლი, ნაბარი და ლუბენი, ძე მისი, სემეი, ძე მისი, ოზია, ძე მისი.
საამა, ძე მისი, ანგა, ძე მისი, ასაია, ძე მისი.
ესე არიან, რომელნი დაადგინნა დავით ჴელსა მგალობელთასა, სახლსა უფლისა ღმრთისასა, დაცხრომასა მას კიდობნისასა.
და იყუნეს ესენი მსახურ წინაშე კარავსა მას სახლისა საწამებელისასა სტჳრითა და ებნითა ვიდრე შენებადმდე სოლომონისსა ტაძრისა მის უფლისა იერუსალიმს, და დადგეს სამართლისაებრ მათისა მსახურებასა მათსა.
და ესენი, რომელნი დგეს, და ძენი მათნი ძეთაგანნი კაათისთანი, ძისა? ემან მეფსალმუნე, ძისა იოელისნი, ძისა სამუელისნი,
ძისა ელკანისი, ძისა იერემელისი, ძისა ელიელისი, ძისა თოვესი, ძისა სუფისი, ძისა ელკანასი, ძისა მაათისი, ძისა ამასიასი,
ძისა ელკანასი, ძისა იოვდისი, ძისა აზარიასი, ძისა საფანისი.
ძისა თათისი, ძისა ასირისი, ძისა აბიასაფისი, ძისა კორესი,
ძისა ისაარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, ძისა ისრაჱლისი.
და ძმა მისი ასაფ, რომელი დგა მარჯვენით მისა, ასაფ, ძე ბარაქიასი, ძე სამაასი,
ძისა მიქეელისი, ძისა მაასიასი, ძისა მექიასი,
ძისა ათანისი, ძისა აზაარესი, ძისა ადაასი,
ძისა ურისი, ძისა ზამმასი, ძისა სემიისი,
ძისა იეთისი, ძისა გეთსონისი, ძისა ლევისი.
და ძენი მერარისნი, ძმანი მისნი, მარცხენით - ეთან, ძე კაინანისი, ძისა აბდისი, ძისა მალუქისი,
ძისა ასაბისი, ძისა ამესიასი, ძისა ქელკიასი,
ძისა ამასაისი, ძისა ბასანისი, ძისა სემერისი,
ძისა მოოლისი, ძისა ომოსისი, ძისა მერაარისი, ძისა ლევისნი,
და ძმანი მათნი სახლად და სახლად მამათა მათთა ლევიტელნი მიცემულ არიან ყოველსა საქმესა მსახურებისასა კარავისა სახლისა უფლისასა.
და აჰრონ და ძენი მისნი აკუმევდეს საკუმეველსა საკურთხეველსა მას ყოვლად დასაწველთასა და საკურთხეველსა მას საკუმეველთასა. და ყოველსა მას საქმარსა წმიდასა წმიდათასა და ლხინებად ისრაჱლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ამცნო მოსე, მონამან ღმრთისამან.
და ესე არიან ძენი აჰრონისნი: ელიეზერ, ძე მისი; ფინეზ, ძე მისი; აბისუ, ძე მისი;
ბოკე, ძე მისი; ოზი, ძე მისი; ზარა, ძე მისი;
მერაოთ, ძე მისი; ამარიათ, ძე მისი; აქიტომ, ძე მისი;
სადუკ, ძე მისი; აქიმაან, ძე მისი.
და ესე არს დამკჳდრება მათი დაბნებსა მათსა და საზღვართა მათთა ძეთა აჰრონისთა და ტომთა მისთა კათიანთა, რამეთუ იგი იქმნა მთავარი მძლავრი.
და მისცეს მათ ქებრონი ქუეყანასა იუდასსა და გარემო ნათესავი მისი.
და ველნი ქალაქისანი და დაბნები მისი მისცეს ქალებს, ძესა იეფონესასა.
და ძეთა აჰრონისთა მისცეს ქალაქები იგი შესავედრებელი მეოტთა: ქებრონი და ლობნა. და გარემო სათესავი მისი და ესთამონი და გარემო სათესავი მისი და დელონი და გარემო სათესავი მისი.
და იეთერი და გარემო სათესავი მისი, დაბირი და გარემო სათესავი მისი.
და ასან და გარემო სათესავი მისი და ბეთსამუსი და გარემო სათესავი მისი, და ბეთერ და სათესავი მისი.
და ტომისაგან ბენიამენისა - გაბე და გარემო სათესავი მისი, და გალემოთი და გარემო სათესავი მისი, და ლაბეე და გარემო სათესავი მისი, და ანათოთი და გარემო სათესავი მისი და ანქოსი, და გარემო სათესავი მისი, ყოველი ქალაქები მათი ათცამეტ ქალაქ ტომთაებრ მათთა,
და ძეთა კაათისთა, ნეშტთა ტომთაგან და ნათესავისაგანთა კერძოსა ნათესავისაგან მანასესისა ქალაქი ათ ნაწილად,
და ძეთა გეთსონისთა ტომთაებრ მათთა ტომისაგან ისაქარისა და ტომისაგან ასერისი და ტომისაგან ნეფთალიმისა და ტომისაგან მანასესა - ბასაანს შინა ქალაქები ათცამეტ,
და ძეთა მერარისათა ტომად-ტომადსა მათსა ნათესავისაგან რუბენისი, ნათესავისაგან გადისა, ნათესავისაგან ზაბულონისა - ნაწილად ქალაქები ათორმეტ.
და მისცეს ძეთა ისრაჱლისთა ლევიტელთა მათ ქალაქები ესე და გარემო სათესავი მათი.
და მისცეს ტომისაგან ძეთა იუდასა, ტომისაგან ძეთა სემიონისთა და ტომისაგან ძეთა ბენიამენისათა ქალაქები ესე, რომელთა ეწოდა სახელებითა.
ნათესავისაგან ძეთაგან კაათისთა და იყუნეს ქალაქნი საზღვართა მათთანი ტომისაგან ეფრემისა.
და მისცეს მას ქალაქნი შესავედრებელნი მეოტთანი: სჳქემი და გარემო სათესავი მისი საზღვართა ეფრემისთა, და გაზირი და გარემო სათესავი მისი.
და იკნამი და გარემო სათესავი მისი, და ბეთორონი და გარემო სათესავი მისი.
და ეგლომი და გარემო სათესავი მისი.
და გეთრემონი და გარემო სათესავი მისი, და ზოგისაგან ნათესავისა მანასესა - ენარი და გარემო სათესავი მისი, და იბლანმი და გარემო სათესავი მისი, ტომად-ტომად ძეთა კაათისთა ნეშტთა.
და ძეთა გეთსონისთა: ტომად და ტომად კერძოსაგან ნათესავისა მანასესა - გავლონი ბასანით კერძო და გარემო სათესავი მისი, და რამუთი და გარემო სათესავი მისი,
და ტომისაგან ისაქარისა - კედესი და გარემო სათესავი მისი, და გადირი და გარემო სათესავი მისი,
და რამოთი და გარემო სათესავი მისი, და ანამ და გარემო სათესავი მისი,
და ნათესავისაგან ასერისა მასალი და გარემო სათესავი მისი და ოდონი და გარემო სათესავი მისი,
და იკაკი და გარემო სათესავი მისი, და როობი და გარემო სათესავი მისი,
და ტომისაგან ნეფთალიმისა - კედესენი გალილეას და გარემო სათესავი მისი და ქარმონი და გარემო სათესავი მისი და კარიათემი და გარემო სათვსავი მისი,
და ძეთა მერარისთა, ნეშტთა ნათესავისაგან ზაბულონისა - იეკომ და გარემო სათესავი მისი, და კადესი და გარემო სათესავი მისი, და რემონი და გარემო სათესავი მისი, და თობორა და გარემო სათესავი მისი,
და წიაღ იორდანესა და იერიქო, დასავლით იორდანესა, ნათესავისაგან რუბენისა - ბოსორი უდაბნოს და გარემო სათესავი მისი, და იასაა და გარემო სათესავი მისი,
და კადემოთი და გარემო სათესავი მისი, და მოფათი და გარემო სათესავი მისი,
და ნათესავისაგან გადისა - რამოთი გაალადისა და გარემო სათესავი მისი, და მანაიმი და გარემო სათესავი მისი,
და ესებონი და გარემო სათესავი მისი, და იაზერი და გარემო სათესავი მისი.