ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 23

1

როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.

2

თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა დ ლევიანებს.

3

აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.

4

აქედან ოცდაოთხიათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ.

5

ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა.

6

დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად დაჰყო.

7

გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი.

8

ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი.

9

შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ხარაში - სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები.

10

შიმყის ძენი: იხათი, ზიზა, იეყუმში და ბერიყა. ესენი არიან შიმყის ძენი - ოთხნი.

11

იახათი უფროსი იყო, ზიზა - მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.

12

კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.

13

ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.

14

მოსე ღვთისკაცი იყო. მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს.

15

მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი.

16

გერშომის ძენი: შებუელი - უფროსი.

17

ელიყეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია, უფროსი. ელიყეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია. რეხაბის ძენი კი ძალიან გამრავლდნენ.

18

იცჰარის ძენი: შელომითი - უფროსი.

19

ხებრონის ძენი: იერიაჰუ - უფროსი, ამარია - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამაყი - მეოთხე.

20

ყუზიელის ძენი: მიქა - უფროსი, იშია - მეორე.

21

მერარის ძენი: მახლი და მუში. მახლის ძენი: ელყაზარი და კიში.

22

ელყაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს.

23

მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერემოთი - სამნი.

24

აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.

25

ვინაიდან თქვა დავითმა: უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი სამარადისოდ.

26

აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.

27

დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.

28

ისინი უნდა მდგარიყვნენ აარონიანთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,

29

ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე,

30

დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,

31

ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,

32

რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.

1

დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.

2

და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.

3

და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.

4

ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,

5

და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.

6

და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,

7

და გერსონს და ელიადა და სემის,

8

ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;

9

ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.

10

და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.

11

და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.

12

და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.

13

და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;

14

და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.

15

ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;

16

ძენი გერსამისნი: სუბელ.

17

და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;

18

და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.

19

და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;

20

ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;

21

ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.

22

და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;

23

ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.

24

ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.

25

და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.

26

და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;

27

რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.

28

რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,

29

პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,

30

და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი

31

ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.

32

და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.

1234567891011121314151617181920212223242526272829