ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 20

1

წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონიანთა ქვეყანა, მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია.

2

დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.

3

გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.

4

ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ.

5

კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.

6

კვლავ ატყდა ომი გეთში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.

7

დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან მიმყას ძემ - დავითის ძმისწულმა.

8

რაფას გათში ესენი შეეძინნენ და ყველანი დავითისა და მისი მორჩილთა ხელით დაეცნენ.

1

და იყო მოწევნასა მას მეორისა წელიწადისასა განსლვასა ოდეს მეფეთასა, და მოიყვანა იოაბ ყოველი ძლიერისა. და განრყუნეს ყოველი სოფელი ძეთა ამონისთა, და მოვიდეს და გარემოადგეს არაბათსა. და დავით იყოფოდა იერუსალჱმს. და მოსრა იოაბ არაბათი და დაარღჳა იგი.

2

და მოიღო დავით გჳრგჳნი მოლქომისა, მეფისა მათისა, თავისაგან მისისა. და იყო სასწორი მისი ტალანტი ოქროსა. და მას შინა იყო ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა დავით და ნატყუენავი იგი ქალაქისა გამოიღო მრავალი ფრიად.

3

და ერი იგი მას შინა გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა რკინისათა. ესრეთ უყო დავით ყოველთა ძეთა ამონისთა. და მოიქცა დავით და ყოველი ერი მისი იერუსალჱმდ.

4

და იყო ამისა შემდგომად ბრძოლა გაზერს შინა უცხოთესლთა თანა. მაშინ მოკლა სობოქე უსთელმან სეფი ძეთაგან გმირთა და დასცა იგი.

5

და მერმე კუალად იყო ბრძოლა უცხოთესლთა თანა და მოკლა ელენან, ძემან იათისმან, ლეიმი, ძმა გოლიადი გეთელისა და ტარი ლახურისა მისისა, ვითარცა ლვილი ქსელთა.

6

და იყო მერმე ბრძოლა გეთსა, და იყო კაცი უფროსად მწვისე და ესხა თითები ჴელთა და ფერჴთა მისთა ექუს-ექუს - ოცდაოთხი. იგი იყო ძე გმირთა.

7

და აყუედრა ისრაჱლსა და მოკლა იგი იონათან, ძემან სამაასმან, ძმისწულმან დავითისამან. ესენი ესხნეს რაფას გეთსა შინა. ყოველნი ესე იყუნეს კაცნი გმირნი. დაეცნეს ესენი ჴელითა დავითისათა და ჴელითა მონათა მისთათა.

8

1234567891011121314151617181920212223242526272829