პირველი ნეშტთა, თავი 27
ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
მეორე თვის დასზე იყო დოდა ახოხელი; მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მათ დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
ეს ბენიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუი იზრახელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირია ყიკეშის ძე, თეკოყელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მერვე თვეში მერვე იყო სიბქა ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი აყო.
მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარბიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყანთიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო.
ისრაელის შტოებზე: რეუბენიანთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე, სიმონელებისა - შეფატიაჰუ მაყაქას ძე.
ლევიანებისა - ხაშაბია კემუელის ძე, აარონისა - ცადოკი.
იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი. ისაქარისა - ყომრი მიქაელის ძე.
ზებულუნისა - იშმაყიაჰუ ყობადიაჰუს ძე. ნაფთალისა - იერიმოთ ყაზარიელის ძე.
ეფრემიანთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე. მენაშეს ტომის ნახევრისა - იოელ ფედიაჰუს ძე.
მენაშეს ტომის ნახევრისა - იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე.
დანისა - ყაზარიელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი.
ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა.
სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე, ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო - იონათან ყუზიელის ძე.
მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზერ ქელუბის ძე.
ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.
ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში.
ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა, შიტრაი შარონელი. ნახირზე ხეობებში - შაფატ ყადლის ძე.
აქლემებზე - ობილ ისმაელიანი. სახედრებზე - იეხდიაჰუ მერონოთელი.
ცხვარზე - იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ.
იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი.
ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.
ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა
განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,
ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,
და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,
მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.
ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,
მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,
მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,
მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,
მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:
და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,
ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,
იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;
ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,
ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;
და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,
და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.
და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.
და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.
და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;
ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.
და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;
და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;
და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;
და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი
და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;
და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;
და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;
და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;