ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 25

1

დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:

2

ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ.

3

იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.

4

ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იაშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი.

5

ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.

6

ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.

7

უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.

8

სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.

9

პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე - გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი.

10

მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

11

მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

12

მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

13

მეექვსე ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

14

მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

15

მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

16

მეათე - შიმყას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

17

მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

18

მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

19

მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

20

მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

21

მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

22

მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

23

მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი- თორმეტნი.

24

მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

25

მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

26

მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

27

ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი -თორმეტნი.

28

ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

29

ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

30

ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.

1

და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.

2

ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.

3

და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.

4

და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,

5

ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,

6

ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.

7

და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.

8

და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.

9

და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,

10

მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

11

მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

12

და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

13

მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

14

მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

15

მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

16

მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

17

მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

18

მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

19

მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

20

მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

21

მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

22

მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

23

მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

24

მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

25

მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

26

მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

27

ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

28

ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

29

ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.

30

ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

1234567891011121314151617181920212223242526272829