ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 2

1

ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,

2

დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.

3

იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.

4

თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.

5

ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.

6

ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.

7

ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.

8

ეთანის ძე: ყაზარია.

9

ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.

10

რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.

11

ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი.

12

ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.

13

იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,

14

მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,

15

მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.

16

მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.

17

აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.

18

ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.

19

მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.

20

ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.

21

მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.

22

სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.

23

გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.

24

მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა.

25

ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.

26

იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა.

27

იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.

28

ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.

29

აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.

30

ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.

31

აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.

32

იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.

33

იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი იყვნენ.

34

შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი.

35

შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა ცოლად. მას შეეძინა ყათაი.

36

ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი.

37

ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი.

38

ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია.

39

ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა.

40

ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი.

41

შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.

42

იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი.

43

ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.

44

შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.

45

შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.

46

ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.

47

იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი.

48

ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა,

49

მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა.

50

ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,

51

სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა.

52

შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი.

53

კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი.

54

სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი, ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი.

55

იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები.

1

და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ,

2

დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ.

3

ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან.

4

და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ.

5

ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ.

6

და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ.

7

და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა.

8

ძე ეთამისი: აზარია.

9

და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ.

10

და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი.

11

და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს.

12

და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე.

13

და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე,

14

ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე,

15

ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე

16

და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე.

17

და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი.

18

და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა.

19

და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ.

20

და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ.

21

და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ.

22

და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს.

23

და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა.

24

და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი.

25

და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი.

26

და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი.

27

და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ.

28

და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ.

29

და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა.

30

და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი.

31

და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი.

32

და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი.

33

და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი რამელისნი.

34

და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ.

35

და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად და უშვა ეთთი.

36

და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ.

37

და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ.

38

და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია.

39

და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა.

40

და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ.

41

და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან.

42

და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი.

43

და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა.

44

და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა სალამა.

45

და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი.

46

და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და გესუვი.

47

და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ და გეფა და საგაფ.

48

და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა.

49

და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ.

50

ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი,

51

სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა ბეთეგოვრისი.

52

და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა.

53

და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ, სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი.

54

ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა.

55

მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა: აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი.

1234567891011121314151617181920212223242526272829