პირველი ნეშტთა, თავი 4
იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ნური და შობალი.
შობალის ძემ, რეიამ, შვა იახათი. იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი.
აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში; მათ დას ჰაცლელფონი ერქვა;
ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა.
აშხურს, თეკოაყის მამას ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა.
ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი.
ხელას ძენი: ცერეთი, იეცოხარი და ეთნანი.
კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი.
იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა. თქვა: რადგან სიმწრით გავაჩინე.
მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
შეხას ძმა ქელუბმა შვა მეხირ-ეშთონის მამა.
ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეჰინა. აჰა, რექას მცხოვრებნი.
ყენაზის ძენი: ყათინელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათა.
მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ.
იეფუნის ძის, ხალების ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი. ელას ძე იყო კენაზი.
იეჰალელის ძენი: ზიფი, ზიფა, თირია და ასარიელი.
ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, იშთემოაყის მამა.
მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი, მამა გედორისა, ხებერი, მამა სოხოსი, იეკუთიელი, მამა ზანოახისა. აჰა, ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, მარედმა რომ შეირთო.
ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი, და ეშთემოაყ მაყაქათელი.
შიმონის ძენი: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზონეთი და ბენ-ზოხეთი.
შელა იუდას ძის ვაჟები: ყერი, ლექას მამა, ლაყდა, მარეშას მამა და სელის მკეთებელთა საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან.
იოკიმი, ქოზებას ხალხი, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახუმს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია.
ისინი მეთუნენი იყვნენ. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ.
სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და საული.
მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი, მისი ძე მიშმაყი.
მიშმაყის ძენი: მისი ძე ნამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი.
შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლია და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი.
ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ შეყალში,
ბილჰაში, ყეცამში, თოლადში,
ბეთუელში, ხარმაში, ციკლაგში,
ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი - ხუთი ქალაქი.
ასევე ყველა ის სოფელი, რომელიც ამ ქალაქებს ეკვროდა ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე,
იოელი და იეჰუ, ძე ოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა.
ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასია, ყადიელი, ისიმიელი, ბენაია,
ზიზა ძე შიფყისა, ძე ალონისა, ძე იედაიასა, ძე შიმრისა, ძე შემაყიასი.
ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავთავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა.
მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრის საძებნელად.
პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის, იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვარი.
ხოლო მათგან, სიმონის ძეთაგან, ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეების - ფელატიას, ნეფარიას, რეფაიასა და ყუზიელის მეთაურობით.
გაანადგურეს ყამალეკთა ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.
და ძენი იუდასნი: ფარეზ, ესრომ, ქარიმ, და ორ და უბარ.
დარა, ძე მისი. და სუბე შვა იეთე. და იეთე შვა აქიმე და ლაად. ესე შობანი არიან სალათისნი.
და ესენი ძენი არიან ეტამისნი: და იეზრაელ, და იესმა და იაბეს, და სახელი დისა მათისა ესელელფონ.
და ფანელ, მამა გედირისა, და ეზელ, მამა სოსანისა. ესე ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათაისნი, მამისა ბეთლაემისა.
და საურ, მამისა თეკუესა, იყუნეს ორნი ცოლნი: აალა და ნოორა.
უშვა მას ნოორა: ოქსამ, და ეფად, და თემან და ასთერა. ყოველნი ესე ძენი ნორასნი.
და ძენი აალასნი: ასარეთი, და ასარა და ეთნან.
და კორე შვა ენონ და სობება. და ესე შობანი არიან ძმისა რექაბისნი, ძისა იარიმისნი:
და იყო იაგაბეს უდიდებულეს ძმათა თჳსთა, და დედამან მისმან უწოდა მას სახელი იაგბეს, და თქუა: ვშევ, ვითარცა იაგბეს.
და ხადა იაგბეს ღმერთსა ისრაჱლისასა და თქუა: უკუეთუ კურთხევით მაკურთხო მე და განამრავლნე საზღუარნი ჩემნი, და იყოს ჴელი შენი ჩემ თანა, და ჰყო საცნაური ჩემ თანა არა დამდაბლებად ჩემდა! და მოსცა მას ღმერთმან ყოველი, რაოდენიცა ითხოა.
და ქალებ, მამამან ასქანასისმან, შვა მაქირ, ესე - მამა ასათონისი.
და ასათონ შვა ფათრეფი, და ფესეე, და თანა და მამა ქალაქისა ნაას, ძმისა ასალონისი, კენეზიანი. ესე არიან კაცნი რეფესანი.
და ძენი კენეზისნი: გოთონიელ და სარაია. და ძე გოთოლიისი: - ათათ.
და მანათი შვა გეფორა, და სარაია შვა იობაბ, მამა გერსასიმისა, რამეთუ ხურონი იყუნეს.
და ძენი ქალებისა იეფონესნი: ერალა, და ნაამ. და ძე არამისი: -კენეეზ.
და ძენი იალელისნი: ზიფი, ზეფაა, და თირა და ეზერაელი.
და ძენი ეზარელისნი: ეთერი, მოლარი, და ფერ. და იაღონ შვა იეთერ, და მარო, და სემაი, და იესბა, მამა სესთემონისა.
და ცოლმან მისმან ადა უშვა მას იარედი, მამა გედორისა, და აბერი, მამა სოქოასა, და იეთიელ, მამა ზანოისი. და ესე არიან ძენი ბეთთასი, ასულისა ფარაოსი, რომელი მოიყვანა მორედ.
და ძენი ცოლისა ოვდიასი, დისა ნაქემისნი, და დალია, მამა კეილაისა. და საბეგონ, მამა იომანისა, და ძენი ნაემისნი მამისა კელაისანი ტარმიკეანისანი: ესთეო და მაქათი.
და ძენი სემიონისნი: ამნონ და რანო და ძე ანანისი - თილონ. და ძენი ესთესნი: ბენზჰეთ და ზოქათ. და ძენი ზოქათისნი
და ძენი სელონისნი, ძისა იოდასნი: ერ, მამა ლექადისა, და ლაადა, მამა მადესი, და შობანი მათნი ესთაად და აბუს, სახლსა ესობასა, და იოაკიმისა,
და კაცნი ქოზიბასანი და იოასისნი სალაფინელი, რომელნი დაეშენნეს მოაბს და კუალად მოაქცინა იგინი, აბედდერინ და ათუკიიმ.
ესე მეკეცენი, რომელნი დაემკჳდრნეს ატალიმს და გადერს მეფისა თანა. და მეფობასა თანა მისსა განაძლიერეს იგი და დაემკჳდრნეს მუნ.
და ძენი სჳმეონისნი: ნამუელ და იამინ, იარიმ, ზარა, საულ,
და სალიმ, ძე მისი, მაბესან, ძე მისი, ასემან, ძე მისი, მაზბან, ძე მისი,
ამუელ, ძე მისი, საბუდ, ძე მისი, საქურ, ძე მისი, სემეეი, ძე მისი.
და სემეემისნი ძენი - ათექუსმეტ და ასულნი ექუს; და ძმათა მათთა არა ესხნეს ძენი მრავალ, და ყოველნი ნათესავნი მათნი არა განმრავლდეს, ვითარ-იგი ძენი იუდასნი.
და დაემკჳდრნეს ბერსაბეეს და სამაას, და მოლაადს, და სერასულას,
და ბალაას, და ასომს, და სთოლად,
ბათულს, და ერმას და სიკელაკს.
ბეთმაქაბოროს და კერძოსა სესომისისასა. და სახლი ბარუმისი -სეორიმი. ესე იყუნეს ქალაქნი მათნი ვიდრე დავითის მეფისამდე.
და საყოფელნი მათნი: ერამინი, და ერემონი, და თოკანი, და ესანი და თეკანი - ქალაქები ხუთი.
და ყოველი საყოფელები მათი გარემო ქალაქებსა ამას ვიდრე ბაალადმდე; ესე არს სამკჳდრებელი მათი და ნაწილად ხუედრებული მათი:
მოსობაბი, და ამალეკი და იოსია, ძე ამასიასი.
და იოელ და იესუ, ძე იოსაბიასი, და ძე სარაიასი, ძე ასიელისი.
და ელიონეი, და იეკებ, და იასოილ, და ასაიაი, და ედიელ, და ისმაელ და ბანეა.
და ზოზა, ძე სეფეისი, ძისა ალონისი, ძისა იედიასი, ძისა სამარიასი, ძისა სამეასი.
ესე არიან, რომელნი განვიდეს სახელებითა მთავართათა ნათესავთა შორის მათთა, და სახლთა შორის მამათა მათთა განმრავლდეს ფრიად სიმრავლედ.
და მიიწივნეს ვიდრე გერარად, ვიდრე აღმოსავალადმდე გაისა, ძიებად საძოვარისა საცხოვართა მათთჳს.
და პოეს საძოვარი კეთილი და პოხილი, და ქუეყანა ვრცელი წინაშე მათსა, მშჳდობა და მყუდროება, რამეთუ ძეთაგან ქამისთანი იყუნეს მუნ პირველ დამკჳდრებულ.
და მოვიდეს ესენი დაწერილნი სახელით დღეთა ეზეკია მეფისა ჰურიასტანისათა, და მოსრნეს მკჳდრნი მათნი და მინელნი იგი, რომელნი პოვნეს მუნ, და შეჩუენებულ-ყუნეს იგინი ვიდრე აქა დღედმდე და დაემკჳდრნეს მათ წილ, რამეთუ საძოვარი საცხოვართა მათთათჳს იყო მუნ.
და მათთაგანვე, ძეთა სჳმეონისთანი, წარვიდეს მთასა სეირსა კაცნი ხუთასნი: ფალეტია და ნოადია და რაფადია და ოზიელ, ძენი ესთისნი და მთავარნი მათნი.
და მოსრნეს დაშთომილნი იგი ნეშტნი ამალეკისანი და დაემკჳდრნეს მუნ ვიდრე აქა დღედმდე.