ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 26

1

კარისმცველთა დასები. კორხიელთაგან: მეშელემიაჰუ კორეხის ძე - ასაფის ძეთაგან.

2

მეშელემიაჰუს ძენი: ზექარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე,

3

ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე.

4

ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე.

5

ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.

6

მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.

7

შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ.

8

ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.

9

მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა.

10

ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);

11

ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა.

12

კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.

13

ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.

14

აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა.

15

ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო.

16

შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.

17

აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი.

18

ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან კი - ორნი.

19

აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები.

20

ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა.

21

ლაყდანის ძენი, გერშუნელთა ძენი ლაყდანისგან, მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშუნელისგან: იეხიელი.

22

იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ.

23

ყამრამელებისგან, იცჰარელებისგან, ხებრონელებისგან და ყაზიელებისგან იყო:

24

შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, რომელიც საგანძურის ზედამხედველი იყო.

25

მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი.

26

ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს.

27

ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად.

28

ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო.

29

იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.

30

ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.

31

ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.

32

მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.

1

განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა.

2

და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ

3

მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე.

4

და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე,

5

ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან.

6

და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს.

7

ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ.

8

ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს.

9

და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ.

10

და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ.

11

ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ.

12

ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა.

13

განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა.

14

და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ,

15

აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა.

16

მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით.

17

ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით,

18

დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით,

19

ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა.

20

და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა,

21

ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ,

22

და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა,

23

ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ,

24

და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა,

25

და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი,

26

ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა,

27

რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა,

28

და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა,

29

ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად,

30

ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა,

31

ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა.

32

და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა.

1234567891011121314151617181920212223242526272829