პირველი ნეშტთა, თავი 24
აარონიანებს თავიანთი დასები აქვთ. აარონიანები: ნადაბი, აბიჰუ, ელყეზერი და ითამარი.
ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ, ისე რომ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელყაზარი და ითამარი შეუდგნენ მღვდელმსახურებას.
გაამწესა დავითმა ცადოკი, ელყაზარის ძეთაგან და ახიმელეხი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობისდა მიხედვით.
აღმოჩნდა, რომ ელყაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში. დაანაწილეს მათ ისინი: ელყაზარის ძეთა მამისსახლებს თექვსმეტი თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლებს - რვა თავკაცი.
ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
ისინი აღნუსხა შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელეხ აბიათარის ძის წინაშე, მღვდლების და ლევიანების მამისსახლთა თავკაცთა წინაშე. ერთი მამისსახლი ელყაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს.
პირველი წილი იეჰოარიბს შეხვდა, მეორე - იედაყიას,
მესამე - ხარემს, მეოთხე - სეყორიმს,
მეხუთე - მალქიას, მეექვსე - მიამიმს,
მეშვიდე - ჰაკოცს, მერვე - აბიას,
მეცხრე - იეშუაყს, მეათე - შექანიაჰუს,
მეთერთმეტე - ელიაშიბს, მეთორმეტე - იაკიმს,
მეცამეტე - ხეფას, მეთოთხმეტე - იეშებაბს,
მეთხუთმეტე - ბილგას, მეთექვსმეტ იმერს,
მეჩვიდმეტე - ხეზირს, მეთვრამეტე - ჰაფიცეცს,
მეცხრამეტე - ფეთახიას, მეოცე - იეხეზკელს,
ოცდამეერთე - იახინს, ოცდამეორე - გამულს,
ოცდამესამე - დელაიაჰუს, ოცდამეოთხე - მაყაზიაჰუს.
ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის ხელით რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა უბრძანა მას.
დანარჩენი ლევიანები: ყამრამის ძეთაგან შუბაელი, შუბაელის ძეთაგან იეხიდიაჰუ.
რეხაბიაჰუსგან: რეხაბიაჰუს ძეთაგან იშია იყო თავკაცი.
იცჰარიელთაგან: შელომოთი. შელომოთის ძეთაგან იახათი.
ხებრონის ძეთაგან: იერიაჰუ, ამარიაჰუ - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამყამი - მეოთხე.
ყუზიელის ძეთაგან: მიქა. მიქას ძეთაგან: შამირი.
მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან: ზაქარიაჰუ.
მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიაჰუს ძეთაგან: ბენო.
მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოხამი, ზაქური და ყიბრი.
მახლისგან: ელყაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია.
კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი.
მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. აჰა, ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლებისდა მიხედვით.
მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების, აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.
და ძეთა აჰრონისთა განყოფად: ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ
და მოსწყდეს ნადაბ და აბიუდ წინაშე მამისა მათისა და შვილნი არა ესხნეს მათ და მღდელობდეს ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.
და განყუნა იგინი დავით - სადუკ. ძეთაგან ელიეზარისათა, და აქიმელექ, ძეთა ითამარისთა, ახილვისაებრ მათისა და მსახურებად სახლად და სახლად მამულთა მათთა.
და იპოვნეს ძენი ელიეზერისნი უმრავლეს მთავრად ძლიერთა და უფროს ძეთა ითამარისათა და განყუნა იგინი, და ძენი ელიეზერისნი დაადგინა მთავრად სახლთა მამულთა მათთა ათექუსმეტ და ძეთა ითამარისთა სახლად მამათა რვა.
და განყუნა იგინი წილითი ესენი ამათ მიმართ, რამეთუ იყუნეს ესენი მთავარნი წმიდათანი და მთავარნი უფლისანი ძეთა შორის ელიეზერისათა და ძეთა შორის ითამარისათა.
და აღწერნა იგინი სემაია, ძემან ნათანელისამან, მწიგნობარმან ლევისგანმან, წინაშე მეფისა და მთავართა, და სადუკის მღდელსა და აქიმელიქისასა. ძისა აბიათარისასა, მთავართა მამადმამათა მღდელთასა და ლევიტელთა, სახლისა მამულისათა, ერთ-ერთი ძეთაგან ელიეზარისა და ერთ-ერთი ძეთაგან ითამარისა
და გამოუჴდა წილი პირველი არიმას, მეორე ანინას, მესამე ქალებს, მეოთხე სეორიმს,
მეხუთე მელქიას, მეექვსე მერარს,
მეშჳდე აკოსსა, მერვე აბიათს,
მეცხრე ისუს, მეათე ისქანიას,
მეათერთმეტე ელისიბას, მეათორმეტე სალაკიმს,
მეათცამეტე ოფას,
მეათოთხმეტე იზბაალს, მეათხუთმეტე ქელგას, მეათექუსმეტე ემერს,
მეათჩჳდმეტე იელირას, მჴეათრვამეტე აფესეს,
მეათცხრამეტე ოფეთიას, მეოცე იეზეკიელს,
მეოცდაერთე იექენს, ოცდამეორე გამუელს,
ოცდამესამე გალიას, მეოცდაოთხე მოზიას,
ესე არს ახილვა მათი მსახურებისაებრ მათისა შესლვად სახლსა უფლისასა, სამართლისაებრ მათისა, ჴელითა აჰრონის, მამისა მათისათა, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა.
და ძეთა ლევისთა, ნეშტთა ძეთა აბრამისთა: სუბაელ, იადაია, არადია.
ძე რააბიასი: მთავარი იესია.
და ძეთაგან იესარაისთა: ალმოთ და ძეთაგან სალომომისათა: ანოთ.
და ძეთაგან ქებრონისთა: იედუთისა პირმშო, ამასია მეორე, იაზიელ მესამე, იეკემია მეოთხე.
და ძეთაგან ოზიელისთა: მიქა პირმშო და უსა მეორე. ძე მიქასი: სამერ.
ძმა მიქასი ესია, ძე ესიასი - ზაქარია.
ძეთაგან მერარისთა: მოოლი და მუსი, ოზიანის ძეთაგან ბონი.
ძენი მისნი: ზაკქუ და ობდია.
მოოლის ელეზარ და კის, ძე მისი.
ძე კისისი: ისმაელ.
და ძეთაგან მუსისთა: მოოლი, და ედერ, და იერმოთაეს. ესენი ძენი ლევიტელთანი სახლად და სახლად მამულთა მათთა.
და განიგდეს მათცა წილი ვითარცა ძმათა მათთა და ძეთა არონისთა წინაშე მეფისა, და სადუკისსა და აქიმელიქისასა და მთავართა ტომთასა მღდელთასა და ლევიტელთასა, ტომნი პირველნი, ვითარცა ძმანი მისნი უმრწემესნი.