ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 5

1

რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.

2

იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).

3

რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი.

4

იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმაყი,

5

მისი ძე მიქა, მისი ძე სერაია, მისი ძე ბაცალი,

6

მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილნესერმა. ის იყო რეუბენიანთა წინამძღოლი.

7

მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი: იეყიელი, ზექარია,

8

ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.

9

აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში.

10

საულის დროს აგარიანებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ. დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.

11

გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ, ბაშანის ქვეყანაში, სალქამდე.

12

უფროსი იოელი, მომდევნო შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.

13

მათი მოძმენი, თავ-თავიანთი მამისსახლებიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებედი და შიბყა.

14

აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძის, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა.

15

ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა - მათი მამისსახლის თავკაცი.

16

ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ.

17

ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის დროს და იარბეყამ ისრაელის მეფის დროს.

18

რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად.

19

აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი.

20

მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.

21

წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათიათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და ასი ათასი სული ტყვე.

22

მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.

23

მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.

24

აჰა, მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.

25

მათ ზურგი აქციეს მამა-პაპის ღმერთს და გზააბნეულნი გაჰევნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა.

26

ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.

1

და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ.

2

რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა.

3

და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

4

და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი.

5

ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ.

6

ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი.

7

და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია.

8

და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით.

9

და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა.

10

და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა.

11

და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე:

12

იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს.

13

და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი.

14

ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი.

15

ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი.

16

და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე

17

ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა.

18

ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად.

19

და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა.

20

და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას.

21

და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი.

22

რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა.

23

და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს.

24

და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი.

25

და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა.

26

და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე.

1234567891011121314151617181920212223242526272829