ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 1

1

ადამი, შეთი, ენოში,

2

კენანი, მაჰალალეელი, იარედი,

3

ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,

4

ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.

5

იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.

6

გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

7

იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი.

8

ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

9

ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი.

10

ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

11

მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი,

12

ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

13

ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი.

14

იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი,

15

ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი,

16

არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.

17

სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.

18

არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.

19

ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი.

20

იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი,

21

ჰადორამი, უზალი, დიკლა,

22

ყებალი, აბიმაელი, შება,

23

ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან.

24

სემი, არფაქშადი, შალახი,

25

ყებერი, ფელეგი, რეყუ,

26

სერუგი, ნახორი, თარახი,

27

აბრამი, იგივე აბრაამი.

28

აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.

29

ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი,

30

მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,

31

იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.

32

კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი.

33

მიდიანის ძენი: ყეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან.

34

აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.

35

ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.

36

ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი.

37

რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.

38

სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.

39

ლოტანის ძენი: ნორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი.

40

შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ყებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.

41

ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი.

42

ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.

43

აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.

44

მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე, ბოცრელი.

45

მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის ქვეყნიდან.

46

მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.

47

მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.

48

მოკვდა სამლა და მის ნაცვლად საული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.

49

მოკვდა საული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანან ყაქბორის ძე გამეფდა.

50

მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰატაბელი, ასული მატრედისა, ასული მიეზაჰაბისა.

51

მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი ითეთი,

52

მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,

53

მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,

54

მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.

1

ადამ, სეთ, ენოს.

2

კაინან, მალალელ, იარედ.

3

ენუქ, მათუსალა, ლამექ.

4

ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ.

5

ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან, თობელ, მოსოქ და თირას.

6

ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ.

7

ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და როდინელნი(!)

8

ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან.

9

ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან.

10

და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა.

11

და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი.

12

და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი.

13

და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი.

14

და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი.

15

ეველნი და არეველნი და არსანელელნი.

16

და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი.

17

ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ. და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ.

18

და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა ებერ.

19

და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან.

20

და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ.

21

და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა.

22

და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა.

23

და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი.

24

და ძენი...

25

ებერ, ფალეგ, რაგავ.

26

სერუქ, ნაქორ, თარა.

27

აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ.

28

და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ.

29

და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ, ნაბდეელ და მაბსალ.

30

და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან.

31

ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი.

32

და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ.

33

ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი.

34

და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ.

35

ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და კორე.

36

ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი.

37

ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე.

38

ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და აკარ და რისონ.

39

ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა.

40

ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ...

41

ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან.

42

და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი დესონისნი: ოვს და არან.

43

და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება.

44

და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

45

და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან თემანელთასა.

46

და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.

47

და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით.

48

და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი, რომელ არს მდინარესა თანა.

49

და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე აქობორისი.

50

და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა ამეტაბელ, ასული მატრადისი.

51

და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს:

52

მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ.

53

მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ.

54

მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი მედომისნი.

1234567891011121314151617181920212223242526272829