ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ნეშტთა, თავი 7

1

ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი - ოთხნი.

2

თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.

3

ყუზის ძე - იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია - სულ ხუთი თავკაცი.

4

თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამისსახლიდან ოცდათექვსმეტათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ.

5

მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი.

6

ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იდიყაელი - სამნი.

7

ბელაყიანები: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, ირიმოთი, ყირი-ხუთნი; მამისსახლის თავკაცები და მამაცი ვაჟკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათორმეტნი არიან ჩაწერილნი.

8

ბექერიანები: ზემირა, იოყამი, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესენი ბექერიანები არიან.

9

საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთი მოდგმის, მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი - სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი.

10

იედიყაელიანები: ბილჰანი, ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.

11

ყველა ესენი იედიყაილიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.

12

შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.

13

ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.

14

მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.

15

მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.

16

მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი.

17

ულამის ძე ბედანი. აჰა, გალაადის, მაყაქა მენაშეს ძის ვაჟის ძენი.

18

მისმა დამ, ჰამოლეხეთმა შვა იშ-ჰოდი, აბიყეზერი და მახლა.

19

შემიდაიანები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი.

20

ეფრემიანები: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი,

21

მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი იმ ქვეყნის მკვიდრმა გეთელებმა ამოხოცეს, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს.

22

დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.

23

მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა იგი და ბიჭი გაუჩნდა; სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა.

24

შეერა მისი და იყო. ააშენა მან ზემო და ქვემო ბეთ-ჰორონი და ყუზენ-შეერა.

25

მისი ძე იყო რეფახი, რეშეფი, მისი ძე თელახი და მისი ძე თახანი,

26

მისი ძე ლადანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი,

27

მისი ძე ნავე, მისი ძე იესო.

28

მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები; აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით, ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე.

29

მენაშეანთა ხელში იყო: ბეთ-შუანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსებ ისრაელის ძის ძეები.

30

აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი.

31

ბერიყიანები: ხებერი და მალქიელი - ბირზავითის მამა.

32

ხებერმა შვა იფლატი, შომერი, ხოთამი და მათი და შუყა.

33

იაფლეტიანები: ფასაქი ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი.

34

შამარიანები: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი.

35

მისი ძმის, ჰელეგის ძენი: ცოფახი იმნაყი, შელეში და ყამალი.

36

ცოფახიანები: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა.

37

ბეცერი და ჰოდი, შამა და შილმა, ითრანი და ბეერა.

38

იეთერიანები: იეფუნა, ფისფა და არაა.

39

ყულიანები: არახი, ხანიელი და რიცია.

40

ყველა ესენი აშერიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, წინამძღოლების თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცი სწერია.

1

და ესენი არიან ძენი ისაქარისნი: თოლა, და ფუა, და იასუფ და სამბრამ, ოთხნი ესე,

2

და ძენი თოლასნი: ოზი და რაფე და იერიელ და იემუ და იებასან და სამუელ, თავადნი სახლად ტომთა მათთა თოლასნი, ძლიერნი ძალითა ნათესავებისაებრ მათისა. და რიცხჳ მათი დღეთა დავითისათა ოცდაორ ათას და ექუსას,

3

და ძენი ოზისნი: იეზრაია; და ძენი იეზრაასანი: მიქაელ და ობდია და იოელ და იესია, ხუთნი, მთავარნი ყოველნი,

4

და მათ თანა ნათესავთაებრ მათთა სახლად ტომთა მათთა ძლიერნი წყობასა ბრძოლისასა ოცდაათექუსმეტ ათას, რამეთუ განიმრავლეს ცოლები და ძეები.

5

და ძენი მათნი ყოველთა მიმართ ტომთა ისაქარისათა ძლიერნი ძალითა, ოთხმეოცდაშჳდ ათას იყო რიცხჳ მათ ყოველთა.

6

და ძენი ბენიამენისნი: ბალე და ქობორ და იადიელ, სამნი.

7

ძენი ბალესნი: ეასებონ, და ოზი, და ოზიელ და იარიმუთ და ური, ხუთნი ესე მთავარნი სახლთა მამულთანი ძლიერნი ძალითა და რიცხჳ მათი ოცდაორ ათას და ოცდათორმეტ.

8

და ძენი ბოქოქრისნი: ზამრია, და იოას, და ელიეზერ, და ელიოენი, და ნადავ და ამარია, და იერიმოთ, და აბიუდ, და ანათოთ და ელმეთემ, ესე ყოველნი ძენი ბოქორისნი.

9

მთავარნი სახლისა მამულისა მათისანი ძლიერნი ძალითა ოც ათას და ორას.

10

და ძენი ადიელისნი: ბაალან. და ძენი ბაალანისნი: იაიოს, და ბენიამენ, და იაოთ, და ქაანა, და იეთან, და თარსის და აქისაარ.

11

ესე ყოველნი ძენი ადიელისნი, მთავარნი ტომთანი, ძლიერნი ძალითა; ათჩჳდმეტ ათას და ორას, რომელნი გამოვიდოდეს ძლიერებით ბრძოლად:

12

და საფი და აფიმ და ძე ოვრასი. ასობ, ძე მისი - ათერ.

13

და ძენი ლეფთალიმისნი: ასელ, და გუვინი, და ისაარ, და სელუმ, ძე ბალასი.

14

და ძენი მანასესნი: ასიელ, რომელი უშვა ხარჭმან მისმან ასურმან; შვა მაქირ, მამა გაალადისი.

15

და მაქირ მოიყვანა ცოლი აფინ და სეფიმ. და სახელი დისა მისისა მოოქა, და სახელი მეორისა სალფაად, და ესხნეს სალფაადს ასულნი.

16

და შვა მოოქა, ცოლმან მაქირისმან, ძე და უწოდა სახელი მისი ფარეს; და სახელი ძმისა მისისა სოროს და ძენი ამისი - ულამ და რეკემ.

17

და ძე ულამისა: ბადან. ესენი არიან ძენი გაალადისნი, ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი.

18

დამან მისმან მალექეთ უშვა ისუდ და აბიეზერ და მაოლა.

19

და იყუნეს ძენი სემირასნი: აინ, და სჳქემ, და ლაკეი და ანანიამ.

20

და ძენი ეფრემისნი: სოთოლა და ბარად, ძე მისი, ათათ, ძე მისი, ელეა, და ძე მისი, ნომეე, ძე მისი, ნაბედ, ძე მისი,

21

სოთოლე, ძე მისი, იეზერ, ძე მისი, ელდად, ძე მისი. და მოსრნეს იგინი კაცთა გესელთა, ნაშობთა მის ქუეყანისათა, რამეთუ გარდასულ იყუნეს იგინი ტაცებად საცხოვარისა მათისა.

22

და ეგლოვდა მათ ეფრემ, მამა მათი, დღეთა მრავალთა და მოვიდეს ძმანი მისნი ნუგეშინის-ცემად მისა.

23

და შევიდა ცოლისა თჳსისა, და მუცლად-იღო, და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი ბარია, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ბოროტსა ჟამსა მეშვა, იქმნა ბოროტი სახლსა ჩემსა.

24

და ასული მისი სარრა, და სხუათა მათ ნეშტთათჳს აღაშენა ბეთორონი ქვემო კერძო და ზემო. და ძენი ოზანისნი: სეერა,

25

და რაფე, ძე მისი, და რასეფ, და თალე, ძე მისი, და ლაადან, ძე მისი, ნაათაან, ძე მისი,

26

ამელ, ძე მისი, ელისამა, ძე მისი,

27

ნუნე, ძე მისი, იესუე, ძე მისი,

28

და სამკჳდრებელი მათი და საყოფლები მათი: ბეთელი და დაბნები მისი, მზისა აღმოსავალით, და აზერი და დაბნები მისი, და სჳქემი და დაბნები მისი ვიდრე გაზადმდე და სოფლები მისი.

29

და ვიდრე ზღუარადმდე ძეთა მანასესა და დაბნები მათი, ბეთსანი და დაბნები მისი, თანაქი და დაბნები მისი, გეგალაადი და დაბნები მისი, მეგედონი და დაბნები მისი, დორი და დაბნები მისი. ამათ შინა დაემკჳდრნეს ძენი იოსებისნი, ძისა ისრაჱლისნი.

30

და ძენი ასერისნი: იორმინა და ესულ და იესუი და ბარია, და სარია - და მათი.

31

და ძენი ბარიასნი: ქაბელ, მელქიელ, ესე არს მამა ბერზეთისი.

32

და ქაბერ შვა იაფალეტი, და სომერ, და ქოთამი და სოლა, დაჲ მათი.

33

და ძენი იაფალეტისნი: ფესექი, და ნაბელი და ასითი: ესე ძენი იაფალეტისნი.

34

და ძენი სომერისნი: აქურ და ობა, და ოგა და არამ.

35

და ძენი სელამისნი, ძმისა სოფორისა: იმანა და სელეს, და ამალ.

36

და ძენი სოფასნი: სუე, არნაფარ, და სუალ, და ბარი, და იემრა,

37

და ბასარ, და ოდ, და სამა, და სალისა, და იეთერა და აბერა.

38

და ძენი იეთერისნი: იეფინა და ფასფე და არიან.

39

ძენი ოლისნი: ორექ, ანიელ და რასია.

40

ესე ყოველნი ძენი ასერისნი: ყოველნივე მთავარნი ტომთანი რჩეულნი, ძლიერნი ძალითა, მთავარნი და წინამძღუარნი: წყობასა ბრძოლისასა კაცნი რიცხჳთ ოცდაექუს ათასნი.

1234567891011121314151617181920212223242526272829