ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 40

1

ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2

პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.

3

დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.

4

შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.

5

დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.

6

დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

7

დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.

8

მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან.

9

აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.

10

სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.

11

სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.

12

მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.

13

შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.

14

მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.

15

სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.

16

ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.

17

მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.

18

აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.

19

გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

20

აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.

21

შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

22

დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.

23

დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

24

დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.

25

აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

26

დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.

27

აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

28

ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან.

29

აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

30

დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.

31

განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.

32

როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

33

მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო.

34

დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.

35

ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.

36

როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.

37

თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.

38

რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2

ერთსა დღესა თთჳსა მის მირკანისასა, თჳს თავსა აღმართო კარავი იგი საწამებელისა,

3

და დასდგა კიდობანი იგი საწამებელისაჲ, და დაჰბურო კიდობანი იგი საბურველითა.

4

და შეიღო ტაბლა იგი ოქროჲსა და დააგო პური იგი დასაგებელი მისი, და შეიღო სასანთლე იგი და დასდგნე მის ზედა სანთელნი მისნი.

5

და დასდგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კმევად საკუმეველისა წინაშე კიდობანსა მას საწამებელისა და დაჰბურო საბურველი იგი კრეტსაბმელისაჲ კარსა კარვისა მის საწამებელისა,

6

და დასდგა საკურთხეველი იგი ნაყოფითა კართა მის კარვისა საწამებელისათა.

7

და დასდგა საბანელი წინაშე კარსა კარვისა საწამებელისათა, და შთაასხა მას შინა წყალი.

8

და სცხო ეზოსა მას გარემოს და განმარტო კრეტსაბმელი კარსა მას ზედა ეზოსასა,

9

და მოიღო ზეთი იგი ცხებისაჲ და სცხო კარავსა მას და ყოველი, რაჲ არს მას შინა, და განსწმიდო იგი და ყოველი ჭურჭელი მისი და იყოს წმიდა.

10

და სცხო საკურთხეველსა მას ნაყოფთასა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა,

11

და განსწმიდო საკურთხეველი იგი და იყოს წმიდა წმიდათა. და სცხო საბანელსა და ხარისხთა მისთა, და, განსწმიდო იგი.

12

და მოიყვანო აჰრონ და ძენი მისნი წინაშე კარსა კარვისა მის საწამებელისასა, და განბანნე იგინი წყლითა,

13

და შეჰმოსო აჰრონს იგი წმიდაჲ, და სცხო მას და წმიდა იყოს იგი მღდელად ჩემდა; და იყოს მათა ცხებულება მღდელობისა უკუნისამდე ნათესავთა შორის მათსა.

14

15

16

და ყო ეგრე მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ქმნა.

17

და იყო, თთვესა მას პირველსა მეორესა წელთათა გამოსლვისა მის ეგჳპტით, თთვის თავსა, რომელთა კარავი იგი განესრულა.

18

და აღმართა მოსე კარავი და დადგინა ხარისხნი მისნი, და აღმართნა სვეტნი იგი მისნი, და დასდვა სვეტის თავნი,

19

და მოქლონნი, და აღმართნა სუეტნი, და განმარტნა ეზოები იგი კარვისა მის, და დაჰბურა საფარველი კარავსა მას ზედა კერძო, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

20

და მოიხუნა საწამებელნი იგი და შთაასხნა იგინი კიდობანსა მას და განუთხინა უღელნი იგი ქვეშე კერძო კიდობანსა მას.

21

და შეიღო კიდობანი იგი შინაგან კარვისა მის, დაჰბურა საფარველი იგი კრეტსაბმელისა მის და დაფარა კიდობანი იგი წამებისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

22

დადგა ტაბლა იგი კარავსა მას შინა საწამებელისასა, ჩრდილოთ კერძო, გარე კრეტსაბმელსა მას, კარვისა მის საწამებელისასა.

23

და დააგო მას ზედა პური იგი შესაწირავი წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

24

და დადგა სასანოვაგე იგი კარავსა მას საწამებელისასა ადგილსა მას სამხრეთ კერძო კარვისასა.

25

და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

26

დადგა საკურთხეველი იგი ოქროჲსა კარავსა მას შინა საწამებელისასა, წინაშე კრეტსაბმელისა.

27

და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

28

და განმატა კრეტსაბმელი კარსა ზედა კარვისა მის.

29

და საკურთხეველი ნაყოფთა დადგა კართა მათ თანა კარვისა მის საწამებელისათა. დაასხნა მას ზედა მსხუერპლი და შესაწირავი იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

30

და დასდგა საბანელი იგი კარავსა მის თანა საწამებელისათა ტაბლასა თანა და შთაასხა მას შინა წყალი.

31

და იბანებდენ მისგან მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴელთა და ფერჴთა მათთა.

32

რაჟამს შევიდოდიან კარავსა მას საწამებელისასა, გინა რაჟამს შეეხებოდენ საკურთხეველსა მას მსახურებად, და დაიბანდენ მით, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

33

და აღმართა ეზო გარემოს კარვისა მის საკურთხევლითურთ და დაჰბურა კარნი ბრჭისა ეზოსა მის საბურველითა მით და აღასრულა მოსე ყოველივე საქმე.

34

დაფარა ღრუბელმან კარავი იგი საწამებელისა და აღივსო დიდებითა უფლისაჲთა კარავი იგი.

35

და ვერ ჴელ-ეწიფა მოსეს შესლვად კარავსა მას საწამებელისასა, რამეთუ აგრილობდა მას ზედა ღრუბელი იგი და დიდებითა უფლისაჲთა აღივსო კარავი იგი.

36

და რაჟამს ამაღლდის ღრუბელი იგი კარვისა მისგან, აღეგნიან ძენი ისრაჱლისანი ტრვად ყოვლით ვანითურთ მათით.

37

და უკუეთუ არა აღიმაღლის ღრუბელმან მან, არა აღეგნიან ტრვად მუნ დღედმდე, ვიდრემდე აღიმაღლის ღრუბელმან მან.

38

რამეთუ ღრუბელი უფლისაჲ იყო კარავსა მას ზედა დღისი და ცეცხლი იყო მას ზედა ღამე წინაშე ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა და ყოვლისა მის ვანისა ტრვასა მათსა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940