ლოცვანი
აპლიკაცია

გამოსვლა, თავი 20

1

თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:

2

მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3

არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.

4

არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5

არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

6

ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

7

არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

8

გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.

9

ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;

10

მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.

11

რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

12

პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

13

არა კლა.

14

არ იმრუშო.

15

არ იქურდო.

16

არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

17

არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.

18

ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.

19

უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.

20

უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.

21

მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.

22

უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.

23

ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.

24

მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

25

თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.

26

საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.

1

და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.

2

მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

3

არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

4

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყანისა.

5

არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

6

და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

7

არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

8

მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.

9

ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.

10

ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.

11

რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.

12

პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

13

არა კაც-ჰკლა,

14

არა იმრუშო,

15

არა იპარო,

16

არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,

17

არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.

18

და ყოველი ერი ხედვიდა ჴმასა და ლამპართა და ჴმასა საყჳრისასა და მთაჲ მკუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს.

19

და იტყოდეს მოსეს მიმართ: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ.

20

და ეტყოდა მათ მოსე: მინდობილ იყვენით, გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რათა იქმნეს შიში მისი თქუენ შორის, რათა არა სცოდოთ.

21

და დგა ყოველი ერი შორს. ხოლო მოსე შევიდა ნისლსა, სადა იყო ღმერთი.

22

და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ჰრქუნე სახლსა იაკობისსა და მიუთხრნე ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ.

23

არ ჰქმნნეთ თავთა თქუენთათჳს ღმერთნი ვეცხლისანი და ღმერთნი ოქროჲსანი.

24

საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე. და შეწირენით მას ზედა ყოვლად-დასაწველნი და საცხოვრებელნი თქუენნი, ცხოვარი და ზუარაკნი თქუენნი ყოველსა ადგილსა, რომელსა სახელ-სდვათ სახელსა ჩემსა მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.

25

ხოლო უკუეთუ ქვათაგან მიქმნე მე საკურთხეველი, არა აშენნე იგინი გამოკუეთილნი, რამეთუ ჴელითა ქანდაკებულობაჲ დასდევ მას ზედა და ბიწიან იქმნნეს.

26

არა აღხჳდე აღსავალებითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა, რათა არა გამოაცხადო უშუერებაჲ შენი მას ზედა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940