ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 8

1

იმხანად, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეთა ძვლებს, მის მათავართა ძვლებს, მღვდელთა ძვლებს, წინასწარმეტყველთა ძვლებს და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი საფლავებიდან;

2

და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.

3

სიკვდილი სიცოცხლეზე უმჯობესი იქნება ყველა დანარჩომისთვის, ვინც კი დარჩება ამ ბოროტი მოდგმიდან ყოველ ადგილზე, სადაც კი გამიფანტავს ისინი, ამბობს ცაბაოთ უფალი.

4

ეტყვი მათ: ასე ამბობს უფალი: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა?

5

რატომ განდგა ეს ხალხი, იერუსალიმო, სამუდამო განდგომით? სიცრუეს ებღაუჭებიან და აღარ უნდათ მობრუნება.

6

ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.

7

ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.

8

როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს!

9

თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?

10

ამიტომ მათი ცოლები სხვებს უნდა მივცე, მათი ყანები - ახალ პატრონებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია.

11

ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.

12

განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.

13

პირწმიდად გავცლი მათ, ამბობს უფალი, ერთა მტევანიც არ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვისხეს; დაჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან წაუვათ.

14

რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ.

15

ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!

16

დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი.

17

აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი.

18

დამძალა ვარამმა, გული შემიღონა.

19

აჰა, მოთქვამს ჩემი ასული, ჩემი ერი, შორი ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? ნუთუ აღარ არის იქ მისი მეუფე? რატომ გამაჯავრეს თავიანთი კერპებით, უცხოთა ამაოებებით?

20

მკის დრო გავიდა, გასრულდა ზაფხული, ჩვენთვის კი არ მოსულა ხსნა!

21

ჩემი ასულის, ჩემი ერის უბედურებამ გამაუბედურა, დავნაღვლიანდი, შიშმა შემიპყრო.

22

ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?

23

ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!

1

მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთა მათთანი და დამკჳდრებულთანი იერუსალიმს საფლავთაგან მათთა.

2

და განაჴმნენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკვლავთა და წინაშე ყოვლისა მჴედრობისა ცისასა, რომელნი შეიყუარნეს, და რომელთა ჰმსახურეს, და რომელთასა ვიდოდეს შემდგომად მათსა, და რომელთა ერჩდეს და რომელთა თაყვანის-სცეს მათ. არავინ ეტყებდეს და არცა ტიროდენ, არა შეიკრიბნენ, არცა დაეფლნენ და იყუნენ სამაგალითოდ პირისაგან ქუეყანისა,

3

რამეთუ აღირჩიეს სიკუდილი ვიდრე ცხოვრება და ყოველთა ნეშტთა დაშთომილთა ნათესავისა მისგან უკეთურისა ყოველსა შინა ადგილსა დაშთომილი, რომელსაცა განვჴადნე იგინი მუნ, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა.

4

და ჰრქუა მათ: ვითარმედ ამას იტყჳს უფალი: ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?

5

რაჲსათჳს მიაქცია ერმან ამან და ისრაილმან მიქცევითა ლიბრითა? და დაპყრობილ იქმნეს აღრჩევასა მათსა შინა და არა ინებეს მოქცევად?

6

ყურად-იღეთ და ისმინეთ, არა ესრეთ იტყოდიან: არა არს კაცი შემნანებელი უკეთურებისაგან მისისა მეტყუელი: რა ვყავ? არა მოაკლდა მსრბოლი სასრბოჲსაგან თჳსისა, ვითარცა ცხენი ოფლიერი ჴვივილსა შინა მისსა.

7

და ასიდამან ცათა შინა ცნა ჟამი თჳსი. გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.

8

ვითარ იტყჳთ, ვითარმედ ბრძენნი ვართ ჩუენ. და სჯული უფლისაჲ ჩუენ თანა არს? ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.

9

ერცხჳნა ბრძენთა, და დაინაბნეს და მომედგრდეს, რამეთუ სიტყვა უფლისაჲ აგამოუცდელეს. სიბრძნე რაჲ არს მათ შორის?

10

ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა და აგარაკნი მათნი მემკჳდრეთა უცხოთა, რამეთუ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათა ყოველნივე ჰანგრობენ ანგარებასა, წინაწარმეტყუელთაგან ვიდრე მღდელამდე მათა ყოველივე იქმან სიცრუესა.

11

და ულხენდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა უპატიოდ და იტყოდეს: მშჳდობა, მშჳდობაჲ. და სადა არა არს მშჳდობა?

12

რცხუენა, რამეთუ საძაგელ იქმნნეს, და სირცხჳლი არავე შეირცხჳნეს და კდემულება არა ცნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა, ჟამსა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ,-თქუა უფალმან, -

13

და შეჰკრებდენ ნაშრომთა მათთა, - იტყჳს უფალი, - არა არს ყურძენი ვენაჴთა შინა და არა არს ლეღჳ ლეღოანთა შორის. და ფურცელნი დამოსცჳვეს, რომელ მივეცით მათ, გარეწარჴდა.

14

რაჲსათჳს ვსხდეთ ჩუენ შეკრებულად? და შევიდეთ ქალაქებსა მაგართა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ ღმერთმან განმყარნა ჩუენ და მასუა ჩუენ წყალი ნავღლისა, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისსა.

15

შევკერბით მშჳდობისათჳს. და არა არიან კეთილნი ჟამსა კურნებისასა. და, აჰა, სწრაფაჲ.

16

დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა, ჴმისაგან ჴჳვილისა ცხენოსნობისა ცხენთა მისთასა შეიძრა ყოველი ქუეყანა, და მოვიდეს და შეჭამოს ქუეყანა და სავსება მისი, ქალაქი და შინა დამკჳდრებულნი მის შორის

17

მით, რამეთუ, აჰა, გამოვავლენ თქუენდამი გუელთა მაკუდინებელთა, რომელთა არა არს სახრვაჲ, და გკბენდენ თქუენ, - იტყჳს უფალი, -

18

უკურნებელად სალმობიერებითა გულისა თქუენისა უღონოქმნულისათა.

19

აჰა, ჴმაჲ ღაღადებისა ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანისაგან შორიელისა. ნუ უფალი არა არს სიონსა შინა, ანუ მეფე არა არს მუნ? მით, რამეთუ განმარისხეს მე, ქანდაკებულთა მათთჳს და ამაოთა მიერ უცხოთა.

20

წარჴდა მკაჲ, და წარვიდა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერენით.

21

შემუსრვათა ზედა ასულისა ერისა ჩემისათა დაბნელდა შეცბუნებულობაჲ. მძლე მექმნეს მე, ვითარცა სალმობანი მშობიარისანი.

22

ნუ რიტინი არა არს გაალადს, ანუ მკურნალი არა არს მუნ? რაჲსათჳს არა აღვიდა კურნებად ასული ერისა ჩემისა?

23

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152