ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 30

1

სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:

2

ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი.

3

რადგან, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან - ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, და დაიმკვიდრებენ მას.

4

ეს სიტყვებია, რომელნიც ილაპარაკა უფალმა ისრაელზე და იუდაზე.

5

სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის.

6

იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?

7

ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა.

8

იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი.

9

დაემორჩილებიან უფალს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.

10

შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი; ნუ ფრთხი, ისრაელ, რადგან აჰა, დავიხსნი შენ თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ, და აღარ იქნება დამაფრთხობელი.

11

რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.

12

რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.

13

არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.

14

ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულთბენ შენს ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.

15

რატომ გაკვნესებს შენი ჭრილობა, უკურნებელი სატკივარი? შენი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი.

16

და მაინც შეიჭმებიან შენი შემჭმელები, შენი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი. აოხრდებიან შენი ამაოხრებლები, გავაძარცვინებ შენს მძარცველებს.

17

ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.

18

ასე ამბობს უფალი: აჰა, დავაბრუნებ იაკობის კარვებისგან წარტაცებულს და შევიწყალებ მის დაბებს; აშენდება ქალაქი თავის მიწაყრილზე და სასახლე თავის ადგილზე დაფუძნდება.

19

გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.

20

იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემს წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს.

21

მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი.

22

იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები.

23

აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა აღიძრა, ქაბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ.

24

არ განელდება უფლის ცეცხლოვანი რისხვა, ვიდრე არ აღასრულებს, არ აახდენს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.

25

იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.

1

სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყველი:

2

ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, მეტყველმან: დაწერენ შენდად სიტყვანი ყოველნი, რომელნი გამოვაცხადენ შენდამი წიგნსა ზედა,

3

რამეთუ, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და მოვაქციო განსახლვაჲ ერისა ჩემისა ისრაილისა და იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - და კუალადვაქცინე იგინი ქუეყანად, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას.

4

ესე სიტყვანი, რომელნი თქუნა უფალმან ისრაილსა ზედა და იუდასა:

5

ესრეთ იტყჳს უფალი: ჴმაჲ შიშისაჲ ისმინეთ, ჴმაჲ შიშისა და ვალალებისა, რომელსა ძრწოდენ წელნი თქუენნი, და არა არს ცხოვრება და მშჳდობა.

6

იკითხეთ და იხილეთ, უკეთუ შვა წული? და შიშისათჳს, რომლითა შეპყრობილ იყუნენ წელნი და განრინება მით, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი და ჴელნი მისნი წელთა ზედა მისთა, ვითარცა შობადისანი, გარდაიქცა. პირები დანდალუკიან იქმნა.

7

ვაჲ, რამეთუ დიდ დღე იგი და არა არს ეგემლევანი. და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისა იაკობისისა, და ამისგანცა.

8

მას დღესა შინა, - თქუა უფალმან ძალთამან, - შევმუსრო უღელი მისი ქედისაგან შენისა, და საკრველნი მისნი განვხეთქნე. და არა უქმოდიან მერმე იგინი უცხოთა.

9

და უქმოდიან უფალსა ღმერთსა მათსა და დავით, მეფე მათი, აღუდგინო მათ.

10

ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ,

11

რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ,

12

რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები.

13

არ არს მსჯელ სასჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, - სარგებელ არა არს შენდა.

14

ყოველთა მიყუართა შენთა დაგივიწყეს შენ. არა გამოიკითხონ შენთჳს, რამეთუ წყეულებითა მტერისაჲთა დაგეც შენ წურთაჲ მტკიცე ყოველსა ზედა ცრუობასა შენსა, განმრავლდეს ცოდვანი შენნი, განძლიერდეს უსჯულოებანი შენნი.

15

რასა ჰჴმობ შემუსრვასა შენსა ზედა? იძულებით არს ლმობა შენი სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდეს რაჲ ცოდვანი შენნი, გიყუნეს შენ ესენი.

16

ამისთჳს ყოველნივე მჭამელნი შენნი შეიჭამნენ და ყოველთა მტერთა შენთა ყოველი ჴორცი მათი მოიჭამონ. სიმრავლესა ზედა უსამართლოებათა შენთასა განმრავლდეს ცოდვანი შენნი, გიყვნეს შენ ესენი და ყოველნი. მაჭირვებელნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, და იყვნენ განმყოფელნი შენნი განსაყოფელ. და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე წარსატყუენველად.

17

რამეთუ მოვაწინე კურნებანი შენნი, წყლულისაგან სალმობიერისა განგკურნო შენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განთესულად იწოდე, იონ, ნადირი თქუენი არს, რამეთუ მეძიებელი არა არს მისი.

18

ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო განსახლვაჲ საყოფელთა იაკობისთაჲ, და ტყუეობაჲ მისი შევიწყალო. და აღეშენოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა და ტაძარი მსჯავრისაებრ მისისა აღემართოს.

19

და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნენ იგინი და არა შემცირდენ და განვფინნე იგინი და არა შეკნინდენ.

20

და შევიდენ ძენი მათნი, ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განმართლდენ და ზედმივიხილო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა.

21

და იყვნენ უძლიერესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს და შევკრიბნე იგინი და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმან მისცა გული თჳსი მოქცევად ჩემდამო? - თქუა უფალმან.

22

და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად,

23

რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოვიდა გულისწყრომით, გამოვიდა რისხვაჲ მიქცეული უთნოთა ზედა

24

მივიდა და არა უკუნიქცეს რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაადგინოს ჴელ-ყოფაჲ გულისა მისისაჲ. უკანასკნელთა დღეთასა ცნენით იგინი.

25

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152