ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 52

1

ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.

2

უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.

3

ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.

4

მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.

5

ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.

6

მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის.

7

გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას.

8

დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.

9

შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.

10

თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.

11

ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.

12

მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.

13

გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.

14

მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.

15

ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.

16

ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.

17

სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.

18

ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს.

19

თეფშები, მარწუხები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმეველები, საწდები, რაც ოქროსი და ვერცხლის იყო, გაზიდა ქონდაქართუხუცესმა.

20

ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.

21

თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.

22

სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.

23

ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.

24

წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი.

25

ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.

26

წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში.

27

დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან.

28

აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი.

29

ნაბუქოდონოსორის მეჩვიდმეტე წელს იერუსალიმიდან რვაას მეტი სული.

30

ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული.

31

იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.

32

კეთილად ელაპარაკა მას და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მას ახლდნენ ბაბილონში.

33

გამოიცვალა სატუსაღო სამოსი და სულმუდამ მის წინაშე ჭამდა პურს, ვიდრე ცოცხალი იყო.

34

შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.

1

ოცდაერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა. და ერთდაათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიასი, ევლოვენნაჲთ.

2

და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარსახედ ქმნა იოაკიმ,

3

რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალჱმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილონისასა.

4

და იქმნა წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიასსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა. მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და ყოველი ძალი მისი იერუსალჱმსა ზედა, და გარემოპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.

5

და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,

6

თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსასა, და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყუნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.

7

და განიბძარა ქალაქი, და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭისა საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინმოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს. და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.

8

და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა, უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.

9

და შეიპყრეს მეფე სედეკია, და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა, დევლათად, ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.

10

და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიასნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოსწყჳდნა დევლათას შინა.

11

და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა, და შეკრა იგი ბორკილებითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონად, და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე, რომელსა მოკუდა.

12

და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა. ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, მოვიდა ნაბუზარდან, მთავარქონდაქარი მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა, იერუსალიმდ.

13

და დაწუა სახლი უფლისაჲ, და სახლი მეფისაჲ, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;

14

და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარქონდაქართამან.

15

ხოლო დავრდომილთაგანი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა შინა და მილტოლვილნი იგი შევრდომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან.

16

ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისათა დაუტევნა ნაბუზარდინ, მთავარქონდაქარმან, ვენაჴისმოქმედად და ქუეყანისმოქმედად.

17

და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი, და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შეჰმუსრეს ქალდეველთა, და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონად.

18

და ხჳრები, და საპყრობელები, და გჳრგჳნი, და სავსები, და ფიალები, და ფუცხუები, და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიერ, წარიხუნეს.

19

და სასაკუმეველნი და ვეხნები, და საპფოთნი, და მაზმაროთნი, და საწურველები, და სასანთლეები და სამსხუერპლოები, და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი მიიხუნა მთავარქონდაქარმან.

20

და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათა ქუეშე კერძოთა ზღჳსათა, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთა.

21

და სუეტთაჲ, ოცდაათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ გარეშესწუდებოდა მას და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს

22

და სუეტისთავი მათ ზედა რვალისაჲ, და სიმაღლე სუეტისთავისა ერთისა ხუთ წყრთა. და ბადე და ბროწეულები სუეტისთავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული (წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ).

23

და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოცდაათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.

24

და წარიყვანა მთავარქონდაქარმან სარეა, მთავარმღდელი პირველი, და სოფონია მღდელი მეორე და სამნი მცველნი გზათანი.

25

და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედამდგომელი კაცთა მებრძოლთა და შჳდნი კაცნი სახელოანნი პირისწინაშენი მეფისანი, პოვნილნი ქალაქსა შინა, და მწიგნველი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.

26

და მიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად.

27

და მოსწყვდნა იგინი მეფემან და მოაკუდინნა იგინი დევლათას შინა, ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდა ზედაკერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.

28

და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუქოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი - სამ ათასნი და ოცნი და სამნი,

29

წელსა რვა და მეათესა ნებუქოდონოსორისსა, იერუსალიმით სულნი რვაასოცდაათორმეტნი.

30

წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუქოდონოსორისსა განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან იუდეანთა სულები რვაასდაორმოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.

31

და იქმნა ოცდამეათშჳდმეტსა შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა. მეათესა თთუესა, მეოთხე და მეოცესა თთჳსასა, გამოიყვანა უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფნა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა.

32

და ეზრახა მას ტკბილთა და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონსა შინა.

33

და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.

34

და ჭამადი მისი ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისამდე ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152