ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 1

1

სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ, ბენიამინის ქვეყანაში,

2

რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.

3

და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის გადასახლებამდე, მეხუთე თვეს.

4

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

5

ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე.

6

მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ.

7

მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ.

8

ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი.

9

გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

10

იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე.

11

იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი; რას ხედავ, იერემია? მივუგე: ნუშის რტოს ვხვდავ.

12

მითხრა უფალმა: კარგად ხედავ, რადგან თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს იგი.

13

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი მეორეგზის: რას ხედავ? მივუგე: ათუხთუხებულ ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისკენ მიმართულს.

14

მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15

რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში.

16

გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.

17

შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს.

18

აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ.

19

შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო.

1

სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა იერემიას ზედა ექელკისისა მღდელთაგანისა, რომელი მკჳდრ იყო ანათოთს შინა. შორის ქუეყანასა ბენიამენისასა,

2

რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ დღეთა შინა იოსიასთა, ძისა ამონისთა, მეფისა იუდაჲსთა, წელსა მეათცამეტესა მეფობისა მისისასა,

3

და დღეთა შინა იოაკიმისთა, ძისა იოსიასთა, მეფისა იუდასთა, და მიაღსასრულთამდე მეათერთმეტისა წლისა სედეკიასისა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა, ვიდრე ტყუეობამდე იერუსალიმისა, მეხუთესა შინა თთუესა.

4

და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

5

პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსლვისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.

6

და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.

7

და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს ვარ მე, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.

8

ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

9

და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.

10

აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.

11

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ, იერემია? და ვარქუ: არგანსა ნიგუზისასა ვხედავ მე.

12

და თქუა უფალმან ჩემდამო: კეთილად იხილე მით, რამეთუ მღჳძარე ვარ მე სიტყუათა ზედა ჩემთა ქმნად მათდა.

13

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ჩემდამო მეტყუელი: რასა ხედავ შენ? და ვარქუ: სიავსა ქუეშეთ მგზებარესა! და პირი მისი პირისაგან ჩრდილოჲსა.

14

და თქუა უფალმან ჩემდამო: პირისაგან ჩრდილოსა აღეგზნნენ ბოროტნი ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,

15

რამეთუ, აჰა, მე მოუწოდო ყოველთა მეფობათა ჩრდილოჲსაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, - და მოვიდენ და დადგნენ თითოეულმან სიყდარნი თჳსნი წინა კართა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათასა, და ყოველთა ზედა ზღუდეთა გარემოჲს მისსა და ყოველთა ზედა ქალაქთა იუდაჲსთა.

16

და ვიზრახო მათდა მიმართ მსჯავრისა თანა ყოვლისათჳს უკეთურებისა მათისა, ვითარ დამიტევეს მე, და უგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანისსცეს ნაქმრებსა ჴელთა მათთასა.

17

და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

18

აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.

19

და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152