იერემია წინასწარმეტყველი, თავი 28
იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი.
ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ბაბილონში.
იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელს გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ.
თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.
ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად.
წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს;
წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად.
მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა.
თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე:
წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გაიკეთე მის ნაცვლად.
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ.
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ.
და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.
და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან.
ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.
შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად.
და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.
და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა.
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ.
თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა:
წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა.
წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ.
და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.
და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა.
და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი.
ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი.
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას.
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა.
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ.
და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა.