ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 8

1

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2

წაიყვანე აარონი და მისი შვილები, აიღე შესამოსელი, მირონი, ცოდვის გამოსასყიდი ხბო, ორი ვერძი და ერთი კალათა ხმიადი,

3

და შეჰყარე მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

4

ისე მოიქცა მოსე, როგორც უფალმა უბრძანა. შეჰყარა მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

5

უთხრა მოსემ საზოგადოებას: აი, რას გვიბრძანებს უფალი გასაკეთებლად.

6

მიიყვანა მოსემ აარონი და მისი შვილები და წყლით დაბანა ისინი.

7

კვართი ჩააცვა, სარტყელი შემოარტყა, მოსასხამი მოასხა, ეფოდი ჩამოაცვა, შემოარტყა ეფოდის სარტყელი და დაუმაგრა ეფოდი.

8

გაუკეთა გულისპირი და გულისპირზე ურიმი და თუმიმი მიუმაგრა.

9

თავზე მიტრა დაადგა და მიტრაზე წინა მხრიდან მიუმაგრა ოქროს ჯიღა, სიწმიდის გვირგვინი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

10

აიღო მოსემ მირონი და სცხო სავანეს და ყველაფერს, რაც მასში იყო, და განწმიდა.

11

ასხურა სამსხვერპლოს შვიდგზის და სცხო სამსხვერპლოს და მთელს ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს მათ განსაწმედად.

12

თავზე დააღვარა მირონი აარონს და სცხო მას განსაწმედად.

13

მიიყვანა მოსემ აარონიანები და შემოსა ისინი კვართით, შემოარტყა სარტყელი და მოახვია თავსაბურავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

14

მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.

15

დაკლა იგი მოსემ, თითებით მოიღო მისი სისხლი და ირგვლივ სცხო სამსხვერპლოს რქებს და მოჰხოცა ცოდვა სამსხვერპლოს. დანარჩენი სისხლი კი დაღვარა სამსხვერპლოს ძირში და განწმიდა.

16

აიღო მთელი ქონი, რაც შიგნეულზე იყო, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი და მათი ქონი და დაწვა ისინი მოსემ სამსხვერპლოზე.

17

ხბო, მისი ტყავი, მისი ხორცი და მისი განავალი ცეცხლში დაწვა ბანაკის გარეთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

18

მოიყვანა აღსავლენი ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.

19

დაკლა იგი მოსემ და მისი სისხლი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ.

20

ასო-ასო აქნა ვერძი და დაწვა მოსემ მისი თავი, ნაჭრები და ქონი.

21

შიგნეული და კიდურები წყალში გარეცხა მოსემ და დაწვა მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს არის აღსავლენი კეთილსურნელებად; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისთვის.

22

მოიყვანა მოსემ მეორე ვერძი, მღვდლად კურთხევის ვერძი და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ვერძს.

23

დაკლა იგი მოსემ, აიღო მისი სისხლი და სცხო აარონს მარცხენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

24

მოიყვანა აარონიანები და სცხო მათაც სისხლი მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის ცერზე. დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს მოასხურა ირგვლივ მოსემ.

25

აიღო ქონი, დუმა, შიგნეულის მთელი ქონი, ღვიძლის ბადექონი. ორივე თირკმელი და მათი და მარჯვენა ბეჭი,

26

აიღო ხმიადის კალათიდან, რომელიც უფლის წინაშე იყო, ერთი უსაფუარო ნამცხვარი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი და ქონებზე და მარჯვენა ბეჭზე დააწყო ისინი.

27

ხელზე დაუწყო აარონს და მის შვილებს და შეარხია ისინი უფლის წინაშე შესარხეველ მსხვერპლად.

28

აიღო ისინი მოსემ მათი ხელიდან და დაწვა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად. ეს არის მღვდლად კურთხევის შესაწირავი კეთილსურნელებად. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.

29

აიღო მოსემ მკერდი და შეარხია იგი შესარხეველ მსხვერპლად უფლის წინაშე. მღვდლად კურთხევის შესაწირავი ვერძიდან წილი ჰქონდა მოსეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

30

აიღო მოსემ მირონი და სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზე იყო, და შესამოსელზე ასხურა აარონს და მის შვილებს, და განწმიდა აარონი და მისი შესამოსელი და აარონის შვილები და მათი შესამოსელი.

31

უთხრა მოსემ აარონს და მის შვილებს: მოხარშეთ ხორცი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და იქ ჭამეთ ხორცი და პური, რომელიც მღვდლად კურთხევის კალათშია, როგორც გიბრძანეთ, აარონმა და მისმა შვილებმა ჭამონ-მეთქი.

32

მორჩენილი ხორცი და პური ცეცხლში დაწვით.

33

არ მოსცილდეთ სადღესასწაულო კარვის შესასვლელს შვიდი დღის მანძილზე, სანამ თქვენი მღვდლადკურთხევის დღეები არ მოთავდება; რადგან შვიდ დღეს უნდა გრძელდებოდეს თქვენი მღვდლად კურთხევა.

34

როგორც დღეს შესრულდა, ასე ჰქონდა ნაბრძანები უფალს, რომ გაგვეკეთებინა თქვენს განსაწმედად.

35

სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან იყავთ დღისით და ღამით, შვიდ დღეს, და შეასრულეთ უფლის სამსახური, რომ არ დაიხოცოთ, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები.

36

ყველაფერი ისე გააკეთეს აარონმა და მისმა შვილებმა, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2

მოიყვანე აჰრონ და ძენი მისნი და სამოსელი მათი და ზეთი იგი ცხებისაჲ და ზუარაკი იგი ცოდვისაჲ და ორნი იგი ვერძნი და ლანკლაჲ იგი უცომოთაჲ.

3

და ყოველი იგი ერი შეკრიბე კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

4

და ყო მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან და მოუწოდა ყოველსა მას კრებულსა ერისასა კარად კარვისა მის საწამებელისა.

5

და ჰრქუა მოსე კრებულსა მას: ესე სიტყუაჲ არს, რომელი მამცნო ღმერთმან ყოფად.

6

და მოიყვანნა მოსე აჰრონ და ძენი მისნი და განბანნა იგინი წყლითა.

7

და შეჰმოსა მათ სამოსელი იგი და შეარტყა მათ სარტყლები და შეასხა მათ ჴამლები და გარდასდვა მათ ზედა სამჴრე

8

და შეარტყა მსგავსად ქმნულებისა მისისა და შეამტკიცა იგი მით. და დასდვა სამჴრეთა მათ ზედა საკითხავი იგი და დაადგა საკითხავსა მას ზედა გამოცხადებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ

9

და დაჰბურა ვარშამაგი თავსა მისსა და დასდვა ვარშამაგსა მას ზედა წინაშე პირსა მისსა პეპელი იგი ოქროჲსაჲ განწმედილი იგი წმიდაჲ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

10

და მოიღო მოსე ზეთისა მისგან საცხებელისა და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდგზის

11

და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი, და ენბაზი იგი და ხარისხნი მისნი, და განწმიდა იგი და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა და განწმიდა იგი.

12

და დაასხა მოსე ზეთისა მისგან ცხებისა თავსა აჰრონისსა, სცხო მას და განწმიდა იგი.

13

მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა მათ სარტყლები და დაჰბურა მათ ვარშამაგები, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

14

და მოიბა ზუარაკი იგი, რომელ არნ ცოდვისათჳს და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ზვარაკისა მის ცოდვისასა და დაკლა იგი.

15

და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა თითითა თჳსითა გარემოჲს

16

და განწმიდა საკურთხეველი იგი და სისხლი იგი დასთხია ხარისხსა თანა საკურთხეველისასა და განწმიდა იგი ლხინებისა ყოფად მას ზედა. და მოიღო ყოველივე ცმელი ნაწლევთაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ, და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და შეწირა მოსე საკურთხეველსა მას ზედა.

17

და ზუარაკი იგი და ტყავი მისი და ყოველი ჴორცი მისი და ფუშნიერი მისი დაწუას ცეცხლითა გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

18

და მოიბა მოსე ვერძი იგი ყოვლად დასაწველი და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

19

და დაკლა მოსე ვერძი იგი და მოაპკურა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

20

და ვერძი იგი განყო ასოდ-ასოდ და შეწირა მოსე თავი მისი, და ასოები მისი, და ცმელი, და ნაწლევნი მისნი

21

და ფერჴნი მისნი განრცხა წყლითა. და შეწირა მოსე ყოვლადვე ვერძი იგი საკურთხეველსა ზედა: მრგულიად დასაწველი არს, სული სულნელებისაჲ, ნაყოფად შეწირული არს ღმერთისა, ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს.

22

და მოჰგუარა მოსე ვერძი იგი მეორე - ვერძი სრულებისაჲ. და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა.

23

და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო ყურისა ძირსა მარჯუენესა აჰრონისსა, და მწუერვალთა თითთა მარჯუენისათა და მწუერვალთა თითთა ფერჴისა მარჯუენისათა.

24

და მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი. და სცხო მოსე მის სისხლისაგანი ყურის ძირთა მარჯუენისა მათისათა და თითთა ჴელისა მარჯუენისა მათისათა და თითთა ფერჴისა მარჯუენისა მათისათა. და მოაპკურა მოსე სისხლი იგი საკურთხეველსა მას გარემოჲს.

25

და მოიღო ცმელი, და მუცელი, და ცმელი იგი ქუსეტისაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და მჴარი იგი მარჯუენე

26

და ლანკლითა მისგან სრულებისა, რომელ-იგი იყო წინაშე ღმრთისა, მოიღო პური ერთი უცომოჲ და პური ზეთითა ქმნული ერთი და ლელანგოჲ ერთი და დასდვა ცმელსა მას ზედა და მჴარსა მას ზედა მარჯ უენესა

27

და დაასხა ესე ყოველი ჴელსა ზედა აჰრონისასა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და აღიღო შესაწირავად წინაშე ღმრთისა

28

და მოიღო იგი მოსე ჴელთაგან მათთა და შეწირა იგი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა სრულებისა. სულად სულნელად მსხუერპლი არს ესე ღმრთისა

29

და მოიღო მოსე მკერდი იგი და მოჰჴადა იგი შესაწირავად წინაშე ღმრთისა ვერძისა მისგან სრულებისა და იყო მოსე მონაწილედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს

30

და მოიღო მოსე ზეთისა მისგან ცხებისა და სისხლისა მისგან საკურთხეველისა და აპკურა აჰრონს და სამოსელსა მისსა, და ძეთა მისთა და სამოსელსა მათსა

31

და განწმიდა აჰრონ სამოსელი მისი, და ძენი მისნი და სამოსელი მათი მათ თანა. და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: შეაგბეთ ჴორცი იგი ეზოსა მას კარვისა მის საწამებელისასა, ადგილსა წმიდასა, და მუნ შეჭამეთ იგი და პურნი იგი, რომელ არიან ლანკლასა მას ზედა სრულებისასა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან და მრქუა: აჰრონ და ძენი მისნი ჭამდენ მას.

32

და ნეშტი იგი ჴორცისაჲ მის და პურისაჲ ცეცხლითა დაწუთ.

33

და კარისა მისგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ შჳდ დღე ვიდრე დღედმდე აღსასრულთა სრულებისა თქვენისათა, რამეთუ შჳდთა დღეთა სრულ-იქმნენ ჴელნი თქუენნი,

34

ვითარცა-იგი ყო ამას დღესა შინა რომელსა მიბრძანა მე ღმერთმან ყოფად მისა, რათა ლხინება-ყოს თქუენთჳს.

35

და კართა ზედა კარვისა საწამებელისათა სხდეთ შჳდ დღე და ღამე, სცჳდეთ საცოსა მას ღმერთისასა, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ესრე მამცნო მე ღმერთმან.

36

და ყუნეს აჰრონ და ძეთა მისთა ყოველნივე სიტყუანი, რომელნი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

123456789101112131415161718192021222324252627