ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 12

1

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2

ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.

3

მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.

4

ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.

5

თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.

6

როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.

7

მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვანვბისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი.

8

თუ ბატკანზე არ მიუწვდება ხელი, მიიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი; ერთი აღსავლენად, მეორე ცოდვის გამოსასყიდად; მღვდელი შენდობას გამოითხოვს მისთვის და გაწმიდავდება ქალი.

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა

2

და არქუ მათ: დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე, მუნ დღენდმდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს.

3

და დღესა მერვესა წინადასცჳთოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაჲ.

4

და ჯდეს იგი ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა და ყოველსა წმიდასა არა შეეხოს და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი.

5

უკუეთუ ქალი შვეს, არაწმიდა იყოს იგი ორწილ შჳდ დღე მსგავსად წიდოვანებისა მისისა და სამეოცდაექუს დღე ჯდეს იგი სისხლითა არაწმიდითა მისითა.

6

და რაჟამს აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი ძესა ზედა, გინა ასულსა, შეწიროს ტარიგი წელიწდეული უბიწოჲ მსხუერპლად და მართუენი ტრედისანი, გინა გურიტნი ცოდვისათჳს კართა თანა კარვისა საწამებელისათა მღდელისა მიერ.

7

და შეწიროს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს წყაროჲსა მისგან სისხლისა მისისა. ესე არს შჯული მშობიერისაჲ წულსა ზედა გინა ქალსა.

8

უკუეთუ ვერ პოვოს ჴელმან მისმან ტარიგი, მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ მართუენი ტრედისანი: ერთი ყოვლად დასაწუველად და ერთი ცოდვისათჳს და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან და განწმიდნეს.

123456789101112131415161718192021222324252627