ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 14

1

ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2

ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.

3

გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული,

4

მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.

5

დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე.

6

აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში.

7

შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.

8

განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.

9

მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

10

მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს.

11

დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

12

აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე.

13

დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.

14

აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

15

აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.

16

ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.

17

დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.

18

დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე.

19

შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს.

20

აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი.

21

თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,

22

ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.

23

მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.

24

აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.

25

დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.

26

ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე.

27

ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.

28

სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.

29

ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე.

30

გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.

31

ერთს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს აღსავლენად საძღვნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე.

32

ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება.

33

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

34

როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ, და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში,

35

მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში.

36

მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად.

37

დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,

38

მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს.

39

მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე,

40

მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს.

41

სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ.

42

აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი.

43

თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს,

44

მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი.

45

უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.

46

თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

47

ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს; ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს.

48

თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს განწმედილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია.

49

აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორ ჩიტს, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაფს და უსუპს.

50

დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე, წყაროს წყალთან,

51

აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაფს, ცოცხალ ჩიტს და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და შვიდგზის ასხურებს სახლს.

52

გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით,

53

გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში. და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება.

54

ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,

55

ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა,

56

სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა,

57

იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.

1

და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2

ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის

3

და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.

4

და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.

5

და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი

6

და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.

7

და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.

8

და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.

9

და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

10

დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.

11

და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12

და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.

13

და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

14

და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.

15

და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.

16

და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა

17

და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.

18

ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.

19

და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა

20

და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.

21

უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.

22

და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.

23

და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.

24

და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

25

და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა

26

და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.

27

და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.

28

და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.

29

ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.

30

და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,

31

ერთი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად და შესაწირავსა თანა და ლხინება-ყოს მღდელმან მან განწმედილისა მისთჳს წინაშე ღმრთისა.

32

ესე არს შჯული, რომლისა თანა იყოს შეხებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, და რომელმან არა პოვოს ჴელითა თჳსითა განსაწმედელად თავისა თჳსისა.

33

და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

34

რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელსა მე მიგეც თქუენ ნაწილად და მოვსცე შეხებაჲ კეთროვანებისაჲ სახლთა მათ ქუეყანისათა მონაგებისა თქუენისათა,

35

და თუ იყოს სახლსა ვისსამე და უთხრას მღდელსა მას და ჰრქუას, ვითარმედ: შეხებაჲ კეთროვანებისაჲ ვიხილე სახლსა ჩემსა,

36

და უბრძანოს მღდელმან მან გამოკრებაჲ ჭურჭრისა სახლისა მისგან შესულადმდე მღდელისა მის და ხილვად სახლისა მის, და რათა არაწმიდა იქმნეს, რაოდენი-რაჲ იყო სახლსა მას შინა.

37

და ამისა შემდგომად შევიდეს მღდელი იგი ხილვად სახლისა მის. და იხილოს მღდელმან მან შეღებაჲ იგი კედელთა მის სახლისათაჲ ჴჳფლოვნად მომწუანედ გინა მოწითლედ, პირი უმდაბლეს კედელთა მათ.

38

გამოვიდეს მღდელი იგი სახლისა მისგან კართა ზედა მის სახლისათა და განაშოროს სახლი იგი შჳდ დღე.

39

და კუალად მოვიდეს მღდელი იგი დღესა მეშჳდესა და იხილოს სახლი იგი და, აჰა, ესერა, განფენილ არს შეხებაჲ იგი კედელთა მის სახლისათა.

40

და უბრძანოს მღდელმან მან და გამოიხუნეს ქვანი იგი, რომელთა არს შეხებაჲ იგი და განიხუნენ იგინი გარეშე ქალაქსა მას ადგილსა არაწმიდასა და სახლი იგი მოხუეტონ გარემოჲსი და შინაგანი და განსთხიოს მტუერი იგი გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

41

და მოიხუნენ ლოდნი გამოთლილნი და კუალად შეუსხნენ ლოდთა მათ წილ პირველთა და განგოზონ სახლი იგი, უკუეთუ მოუჴდეს კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას.

42

და აღმოსცენდეს კუალად სახლსა მას შინა შემდგომად გამოღებისა მის ლოდთაჲსა, და შემდგომად მოხუეტისა მის სახლისა და შემდგომად გაგოზისა მის მისისა,

43

და შევიდეს მღდელი იგი და იხილოს: უკუეთუ განეფინა კუალად შეხებაჲ იგი სახლსა მას, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს სახლსა მას შინა, არაწმიდა არს იგი. დაარღჳონ სახლი იგი და ყოველი ძელი მისი და ქვანი და ყოელივე მტუერი სახლისა მის განიღონ გარეშე ქალაქსა მას, ადგილსა არაწმიდასა.

44

და რომელ-იგი შევიდეს სახლსა მას, რომელ-იგი განშორებულ არს, არაწმიდა არს იგი ვიდრე მწუხრადმდე, და რომელი დაწვეს სახლსა მას შინა, განირცხეს სამოსელი თჳსი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი მიმწუხრადმდე. უკუეთუ მოვიდეს მღდელი იგი და იხილოს და, აჰა, ესერა, არა განფენით განიფინა სახლსა მას შინა შეხებაჲ იგი შემდგომად განგოზისა მის სახლისა და წმიდა-ყოს მღდელმან მან სახლი იგი.

45

46

47

48

რამეთუ განიკურნა სახლი იგი.

49

და მოიხუნეს განსაწმედელად

50

და დაკლან ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა ტყავსა ზედა ცხოველსა

51

და მოიღოს ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეძახილი იგი მეწამული და უსუპი, და ქათამი იგი ცოცხალი, და დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს ამით სახლსა მას შჳდგზის.

52

და განწმიდოს სახლი იგი სისხლითა მით ქათმისაჲთა და წყლითა მით ცხოველითა და ძელითა მით ნაძჳსაჲთა და უსუპითა და შეგრაგნილითა მით მეწამულითა.

53

და განუტეოს ქათამი იგი ცოცხალი გარეშე ქალაქსა მას ველად და ლხინება-ყოს სახლისა მისთჳს და განწმიდნეს.

54

ესე არს შჯული ყოველსა ზედა შეხებასა

55

და სჳრინგისასა და კეთროვანებასა სამოსლისასა და სახლისა და ბრძჳლისასა და ნიშისასა და ბრწყინვალისასა

56

57

და მითხრობისათჳს, რომელსა დღესა არაწმიდა იყოს, და რომელსა დღესა განწმიდნეს. ესე არს შჯული კეთროვანებისათჳს.

123456789101112131415161718192021222324252627