ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 3

1

თუ მსხვერპლი სამადლობელი შესაწირავია, ხარს შესწირავს თუ ფურს, საღი შესწიროს უფლის წინაშე.

2

დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.

3

შესწიროს უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან საცეცხლოდ: ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,

4

და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც აკრავს, რომელიც ფერდებზეა, და მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

5

დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.

6

თუ ფარიდან იქნება მისი შესაწირავი სამადლობელ მსხვერპლად უფლისათვის, მამალი ან დედალი, საღი მიიყვანოს.

7

თუ ცხვარს სწირავს შესაწირავად, შესწიროს იგი უფლის წინაშე.

8

დაადოს ხელი თავის შესაწირავს თავზე და დაკლას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლი აარონიანებმა.

9

შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.

10

ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

11

დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე; ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.

12

თუ მისი შესაწირავი თხა არის, შესწიროს უფლის წინაშე.

13

დაადოს ხელი თავზე და დაკლას იგი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, და მოასხურონ მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ აარონიანებმა.

14

შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.

15

ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმლებს.

16

დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.

17

ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.

1

უკუეთუ შესაწირავად ცხორებისა იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინათუ ვერძსა გინათუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბნ იგი წინაშე ღმრთისა.

2

და დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა მის შესაწირავისასა, და დაკლას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისასა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა მას მრგულიად დასაწველთასა გარემოჲს.

3

და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

4

და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკმელთა თანა მოჰკუეთოს.

5

და შეწირონ იგი ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა, შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.

6

უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ უბიწოჲ, მოიბას იგი.

7

უკუეთუ კრავი მოიბას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა

8

დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას შესაწირავისა მისისასა

9

და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ, თეძოჲთურთ მოჰკუეთოს იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

10

11

და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა მსხუერპლად ღმრთისა.

12

ანუ თუ თხათაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.

13

და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

14

და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი მუცელსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

15

და ორნი თირკუმელნი და ცმელნი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს,

16

და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხევვლსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა ყოველივე ცმელი ღმერთსა.

17

შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა, ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა ჰჭამოთ.

123456789101112131415161718192021222324252627