ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 48

1

ესენია შტოთა სახელები ჩრდილოეთის კიდიდან ხეთლონის გზის გასწვრივ, ხამათის და ხაცარ-ყენონის მიმართულებით, დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით ხამათის გასწვრივ - მხარე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეკუთვნის დანს - ერთი შტო.

2

დანის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთამდე აშერია - ერთი შტო.

3

აშერის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ნაფთალია - ერთი შტო.

4

ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მენაშეა - ერთი შტო.

5

მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ეფრემია - ერთი შტო.

6

ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რეუბენია - ერთი შტო.

7

რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იუდაა, - ერთი შტო.

8

იუდას საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე შეწირული ნაკვეთი იქნება, რომელსაც შესწირავთ, სიგანით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგრძით ერთ-ერთი წილის ტოლი, აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე. ეს იქნება საწმიდრი მის შუაგულში.

9

შეწირული ნაკვეთი, რომელსაც შესწირავთ უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი.

10

ამათთვის იქნება წმიდა ნაკვეთი, მღვდლებისთვის: ჩრდილოეთით ოცდახუთი ათასი და დასავლეთით სიგანე ათი ათასი, აღმოსავლეთით სიგანე ათი ათასი, სამხრეთით სიგრძე ოცდახუთი ათასი; იქნება უფლის საწმიდარი მის შუაგულში.

11

ეს ნაკურთხი მღვდლებისთვისაა, ცადოკის შთამომავალთათვის, რომლებიც ასრულებდნენ ჩემს სამსახურს და არ განმდგარან ისრაელიანთა განდგომის დროს, როგორც ლევიანები განდგნენ.

12

მათთვის იქნება ნაწილი შეწირული მიწის ნაკვეთიდან, როგორც წმიდათა წმიდა, ლევიანთა მოსაზღვრედ.

13

ლევიანებს ექნებათ მღვდელთა საზღვრის გასწვრივ სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი; მთელი სიგრძე ოცდახუთი აოასი და სიგანე ათი ათასი.

14

ვერ გაყიდიან მისგან ვერაფერს, ვერც გაცვლიან და ვერც გაასხვისებენ მიწის ნათავარს, რადგან უფლის წმიდაა.

15

დანარჩენი ხუთი ათასი სიგანით და ოცდახუთი ათასი სიგრძით საერო მონაკვეთია ქალაქისთვის დასასახლებლად და სანახებად; ქალაქი მის შუაგულში იქნება.

16

აი, მისი ზომები: ჩრდილოეთით - ოთხიათას ხუთასი, სამხრეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, აღმოსავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი, დასავლეთის მხარეს - ოთხიათას ხუთასი.

17

ქალაქის სანახი ჩრდილოეთით იქნება ორას ორმოცდათი, სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი, დასავლეთით ორას ორმოცდაათი.

18

სიგრძეში მორჩენილი წმიდა ნაკვეთის გასწვრივ - ათი ათასი აღმოსავლეთით, ათი ათასი დასავლეთით; ეს იქნება წმიდა ნაკვეთის გასწვრივ; მისი მოსავალი ქალაქში მომუშავეთა გამოსაკვებად იქნება.

19

ქალაქში კი ისრაელის ყოველი შტოდან იქნებიან მომუშავენი.

20

მთელი შეწირული ნაკვეთი შეადგენს ოცდახუთი ათასს ოცდახუთი ათასზე, ოთხკუთხედს; შესწირეთ ეს წმიდა ნაკვეთი ქალაქის საკუთრებასთან ერთად.

21

დანარჩენი ეკუთვნის მთავარს წმიდა ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარეს; ნაკვეთის გასწვრივ ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე აღმოსავლეთის საზღვრამდე და დასავლეთით ოცდახუთი ათასის გაყოლებაზე დასავლეთის საზღვართან, წილთა შესაბამისად, მთავრისაა. წმიდა ნაკვეთი და ტაძრის საწმიდარი მის შუაგულში იქნება.

22

ლევიანთა საკუთრების და ქალაქის საკუთრების გამოკლებით, რაც კი მთავრის საკუთრების შუაშია მოქცეული, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, ყველაფერი მთავრის უნდა იყოს.

23

დანარჩენ შტოებს: აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ბენიამინს - ერთი შტო.

24

ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე სიმონს - ერთი შტო.

25

სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ისაქარს - ერთი შტო.

26

ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე ზებულონს - ერთი შტო.

27

ზებულონის საზღვართან აღმოსავლეთის მხრიდან დასავლეთის მხარემდე გადს - ერთი შტო.

28

გადის საზღვართან, სამხრეთის მხარეს, სამხრეთისკენ, იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე, დიდ ზღვასთან.

29

ეს არის ქვეყანა, რომელიც წილისყრით უნდა დაუნაწილოთ სამკვიდროებად ისრაელის შტოებს და ესენია მათი ნაკვეთები, ამბობს უფალი ღმერთი.

30

ეს იქნება ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა;

31

ქალაქის კარიბჭეები ისრაელის შტოთა სახელზე იქნება; სამი კარიბჭე ჩრდილოეთით: ერთი რეუბენის კარიბჭე, ერთი იუდას კარიბჭე, ერთი ლევისა.

32

აღმოსავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი იოსების კარიბჭე, ერთი ბენიამინის კარიბჭე, ერთი დანის კარიბჭე.

33

სამხრეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი ზომა; სამი კარიბჭე: ერთი სიმონის კარიბჭე, ერთი ისაქარის კარიბჭე, ერთი ზებულონის კარიბჭე.

34

დასავლეთის მხარეს ოთხიათას ხუთასი; სამი კარიბჭე: ერთი გადის კარიბჭე, ერთი აშერის კარიბჭე, ერთი ნაფთალის კარიბჭე.

35

სულ ირგვლივ თვრამეტი ათასი. ქალაქის სახელი იმ დღიდან იქნება: იქ არის უფალი.

1

და ესე სახელები ტომებისაჲ დასაბამისაგან ჩრდილოჲთკერძისა ადგილით კერძო შთასლვისა განმხეთქელისა შესავალსა თანა ემათ; ეზოსა ავნანისსა საზღუარი დამასკისაჲ ჩრდილოდ კერძო. ნაწილისა კერძ ეზოსა ემათისსა, და იყვნენ მათდა აღმოსავალთაჲთკერძონი ვიდრე ზღუადმდე დანისსა - ერთი.

2

და საზღვართაგან დანისთა აღმოსავალთაჲთ კერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ასირისსა - ერთი.

3

და საზღვართაგან ასირისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ნეფთალიმისა, - ერთი.

4

და საზღვართაგან ნეფთალემისთა - აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე მანასისსა - ერთი.

5

და საზღვართაგან მანასისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ეფრემისსა - ერთი.

6

და საზღვართაგან ეფრემისთა აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუამდე რუბინისსა - ერთი.

7

და საზღვართაგან რუბინისთა აღმოსავალთაჲთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იუდაჲსა - ერთი.

8

და საზღვართაგან იუდაჲსთა აღმოსავალთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იყოს დასაბამი განჩინებისაჲ ხუთ და ოც ათასეულნი სივრცით და სიგრძით, ვითარცა ერთი ნაწილთაგანი აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე, და იყოს წმიდაჲ შორის მათსა.

9

დასაბამი, რომელსა განუჩინებენ უფალსა, სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეულ.

10

და ესე იყავნ დასაბამ წმიდათა მღდელთათჳს ჩრდილოდ მიმართ ხუთ და ოც ათასეულ და ზღუად მიმართ სივრცე ათი ათასეული და აღმოსავალთაჲთ მიმართ ათი ათასეული და ჩრდილოდ მიმართ სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და უფლისაჲ წმიდაჲ იყოს შორის მათსა.

11

მღდელთათჳს განწმედილთა, ძეთა სადდუკისთა, რომელნი სცვენ საცავთა სახლისათა, რომელნი არ შესცთეს ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათასა ვითარსახედ სცთეს ლევიტელნი,

12

და იყავნ მათდა დასაბამი მიცემული დასაბამთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათა, საზღვართაგან ლევიტელთაჲსა.

13

ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.

14

არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.

15

ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.

16

და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.

17

და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.

18

და ნამეტნავი სიგრძისა, მახლობელი დასაბამისა წმიდათაჲსა, ათი ათასეული აღმოსავალთაჲთ კერძო, და ათი ათასეული ზღუად მიმართ, და იყვნენ წინაშე დასაბამისა წმიდისაჲსა, და იყვნენ ნაშრომნი მათნი პურებად მოქმედთათჳს ქალაქისათა.

19

ხოლო მოქმედნი ქალაქისანი იქმოდეთ მათ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა.

20

ყოველი დასაბამი ხუთ და ოც ათასეულ ხუთსა ზედა და ოცსა ათასეულსა ოთხ კედელსა განუჩინეთ იგი დასაბამად წმიდისა-დაპყრობისაგან ქალაქისა.

21

ხოლო ნამეტნავი - წინამძღუარსა ამისგან და იმისგან, დასაბამი წმიდათაჲ დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ ხუთ და ოც ათას სიგრძით, საზღვართაგან აღმოსავალადმიმართთა და ზღუადმიმართთა პირსა ზედა ხუთ და ოც ათასეულთასა ვიდრე საზღვართამდე ზღუადმიმართთა, მახლობელთა ნაწილებსა წინამძღვრისასა, და იყოს დასაბამი წმიდისა და სიწმიდე სახლისა შორის მათსა.

22

და დაპყრობისაგან ლევიტელთასა და დაპყრობისაგან ქალაქისა საშუალ წინამძღვრისა იყოს, საშუალ საზღვართა იუდაჲსთა და საშუალ საზღვართა ბენიამენისთა წინამძღუარსა ეყოს.

23

და ნეშტი ტომთაჲ აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე ბენიამენს - ერთი.

24

და საზღვართაგან ბენიამენისთა აღმოსავალთათკერძოთაგან ვიდრე ზღვადმიმართამდე სჳმეონს - ერთი.

25

და საზღვართაგან სჳმეონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე იზაქარს - ერთი.

26

და საზღვართაგან იზაქარისთა აღმოსავალადმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე ზაბულონს - ერთი.

27

და საზღვართაგან ზაბულონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე გადს - ერთი.

28

და საზღვართაგან გადისთა ვიდრე სამხრადმიმართთამდე იყვნენ საზღვარნი მისნი თემანითგან და წყლით მარიმოთისა - კადე, სამკვიდრებელად ვიდრე ზღუადმდე დიდად.

29

ესე ქუეყანაჲ, რომელი განუჩინოთ ნაწილად ტომთა ისრაილისათა, და ესე ნაწილნი მათნი, - იტყჳს ადონაი უფალი.

30

- და ესე განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოთ კერძონი - ხუთას და ოთხგზის ათასნი საზომით.

31

და ბჭეები ქალაქისა სახელ-სდვეს ტომთა ისრაჱლისათა: ბჭენი სამნი ჩრდილოჲთ კერძო, ბჭე რუბენისი - ერთი, ბჭე იუდაჲსი - ერთი, და ბჭე ლევისი - ერთი.

32

და აღმოსავალთაჲთკერძონი, ოთხ გზის ათასი და ხუთასი საზომი, და ბჭენი სამნი: ბჭენი იოსეფისი ერთი, და ბჭე ბენიამენისი - ერთი და ბჭე დანისი - ერთი.

33

და სამხრადმიმართნი ოთხ ათას დახუთას საზომით, და ბჭენი სამ: ბჭე სჳმეონისი - ერთი, ბჭე იზაქარისი - ერთი, და ბჭე ზაბულონისი - ერთი.

34

და ზღუადმიმართნი ოთხგზის ათას და ხუთას საზომით. და ბჭენი სამ: ბჭე გადს - ერთი და ბჭე ასირისი - ერთი და ბჭე ნეფთალემისი - ერთი.

35

მომრგულივ ათვრამეტ ათასეულებ. და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგან დღისა იქმნას, უფალი მუნ იყოს - სახელი მისი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748