ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 30

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ივალალეთ, ვაი ამ დღეს!

3

რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი!

4

მოვა მახვილი ეგვიპტეზე და სატკივარი ეწევა ქუშს, როცა დაეცემიან დახოცილნი ეგვიპტეში, წაიღებენ მის დოვლათს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.

5

ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით,

6

ასე ამბობს უფალი ღმერთი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნიც და დავარდება მისი ამპარტავნული ძალა; სევენეს ციხე-სიმაგრიდან მოყოლებული მახვილით დაეცემიან, ამბობს უფალი ღმერთი.

7

გაუდაბურდება გაუდაბურებდლ ქვეყანათა შორის და მისი ქალაქები ნაოხარ ქალაქთა შორის იქნებიან.

8

მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა წავუკიდებ ეგვიპტეს და ყოველი მისი შემწე გაცამტვერდება.

9

იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნენი უზრუნველი ქუშის შესაშინებლად და ეწევათ მათ სატკივარი, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოაწია უკვე.

10

ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით,

11

ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის, მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას.

12

ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი.

13

ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას.

14

გავაუდაბურებ ფათროსს. ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს და მსჯავრს დავდებ ნოს.

15

გადმოვანთხევ ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის ციხე-სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს სიმრავლეს.

16

ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ჭირი დაადგება სინს, გასანგრევად გახდება ნო და ნოფს მტერი ეყოლება მარადღე.

17

ონის და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან და ქალწულები ტყვეობაში წავლენ.

18

თეხაფნეხესში დაბნელდება დღე, როცა შევმუსრავ იქ ეგვიპტის უღელს და ბოლო მოეღება მის ამპარტავნულ ძლიერებას; ბნელი დაფარავს მას და მისი ასულები ტყვეობაში წავლენ.

19

მსჯავრს დავდებ ეგვიპტეს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

20

მეთერთმეტე წელს, პირველი თვის შვიდში, იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

21

ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.

22

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ფარაონზე ვარ, ეგვიპტის მეფეზე: გადავუმტვრევ მას მკლავებს - მრთელს და მოტეხილს, და ხელიდან მახვილს გავაგდებინებ.

23

გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.

24

გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.

25

გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ჩამოუვარდება მკლავები ფარაონს. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა ხელში მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და დააღირებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.

26

გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2

ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე,

3

რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ იყოს.

4

და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი და დაეცნენ საფუძველნი მისნი.

5

და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა.

6

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.

7

და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ.

8

და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი,

9

მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა, მოიწია.

10

ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა.

11

და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ.

12

და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ.

13

ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

14

და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის.

15

და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ.

16

და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი.

17

ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ, და დედანი ტყუეობად წარვიდენ.

18

და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ.

19

და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

20

და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა, შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

21

ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი, მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა.

22

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.

23

და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე იგინი სოფლებთა მიმართ.

24

და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყოს იავარი მისი.

25

და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

26

და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748