ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 15

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! რითა სჯობს ვაზი რტოებიან ხეს, რომელიც ტყის ხეთა შორის იპოვება?

3

თუ გამოდგება ეს ხე რაიმე ნივთის გასაკეთებლად? ან თუ გამოვა მისგან კაუჭი რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?

4

აჰა, ცეცხლს მისცემ დასაწველად; მის ორთავე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაშიც დაიწვება. განა გამოდგება რამეში?

5

აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა; ცეცხლმა რომ დასწვა და გადაბუგა, რაღაში გამოდგება?

6

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც.

7

მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.

8

გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2

და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა?

3

უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად ყოველი ჭურჭელი მის ზედა?

4

თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს საქმრად?

5

და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას საქმრად მერმე?

6

ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა.

7

და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა.

8

და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748