რიცხვნი, თავი 33
აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი გამოსვლისას.
რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ.
მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა.
გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე-იაყაკანში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ბნე-იაყაკანიდან და ხორ-გილგადში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ხორ-გილგადიდან და იატბათაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია.
გაემგზავრნენ კადეშიდან და ჰორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
ავიდა აარონ მღვდელი ჰორის მთაზე, უფლის ბრძანებისამებრ, და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვის პირველში.
ას ოცდასამი წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ჰორის მთაზე.
გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა, ისრაელიანთა მოსვლა.
გაემგზავრნენ ჰორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ, მოაბის საზღვარზე.
გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ.
გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე დაბანაკდნენ, ნებოს წინ.
გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს ნაპირას, იერიხონის მახლობლად:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა, ქანაანის ქვეყანაში,
აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.
დაიმკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.
დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს: მრავალრიცხოვანს მეტი წილი მიეცით, მცირერიცხოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაიმკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ.
თუ არ აჰყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილნი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად - თქვენს ფერდებს, შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ.
და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ.
და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.
და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს სადგურები სლვისა მათისაჲ.
და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა.
და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ.
და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს სოკქოთს.
და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს ნაწილი უდაბნოჲსაგანი.
და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა, რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა.
და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და დაიბანაკეს განსამწარებელსა.
და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა.
და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა.
და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.
და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს.
და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს.
და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს.
და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა.
და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს გულისთქმისასა.
და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს ასეროთს.
და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას.
და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს.
და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას.
და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას.
და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას.
და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს.
და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ და დაიბანაკეს მაკედოთს.
და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს.
და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.
და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას.
და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას.
და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას.
და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს.
და იტრნეს მასურუთით და დაიბანაკეს ბანაიკამს.
და იძრნეს ბანაიკამით და დაიბანაკეს მთასა გადგადსა.
და იძრნეს მთით გადგადით და დაიბანაკეს იეტაბათას.
და იტრნეს იეტაბათაჲთ, დაიბანაკეს ებრუნას.
და იძრნეს ებრუნაჲთ და დაიბანაკეს გესიონ გაბერს.
და იძრნეს გესიონ გაბერით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა, ესე არს კადე.
და იტრნეს კადეთ და დაიბანაკეს ორსა მთასა მახლობელად ქუეყანასა ედომისასა.
და აღვიდა აჰრონ მღდელი ბრძანებითა უფლისაჲთა და მოკუდა მუნ მეორმეთცესა წელსა გამოსლვასა ძეთა ისრაჱლისათასა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მეხუთესა თთჳსასა.
და აჰრონ იყო ასოცდასამ წლის, რაჟამსა მოკუდებოდა ორს მთასა.
და ესმა ქანაანის მეფესა არადისასა. და იგი დაშენებულ იყო ბღუარით კერძო ქუეყანასა ქანანისასა, რაჟამს შევიდოდეს ძენი ისრაჱლისანი.
და იტრნეს ორით მთით და დაიბანაკეს სელმუნას.
და იძრნეს სელმუნაჲთ და დაიბანაკეს ფინუნს.
და იძრნეს ფინონით და დაიბანაკეს ობოთს.
და იძრნეს ობოთით და დაიბანაკეს წიაღ საზღუართა ზედა მოაბისათა.
და იძრნეს გესით და დაიბანაკეს დებონგათს.
და იტრნეს დებონგადით და დაიბანაკეს გელმონს დაბლათაიმს.
და იძრნეს გელმონ დაბლათაჲმით და დაიბანაკეს მთათა ზედა აბარიმისასა მართლ ნაბავსა.
და იძრნეს მთით აბარიმით და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.
და დაიბანაკეს იორდანესა ზედა საშუვალ ესიმოთსა მაბელ სატტიდმდე, რომელ არს დასავალით მოაბსა.
და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.
და თქვა: ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა ქუეყანად ქანანისად.
და წარსწყმიდნეთ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა მას პირისაგან თქუენისა.
და მოსპოთ ყოველი ბანაკები მათი და ყოველი კერპები დასხმულები იგი მათი წარსწყმიდოთ.
და ყოველი ძეგლები მათი მოსპოთ და წარსწყმიდნეთ ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისანი და დაეშენნეთ მას შინა, რამეთუ თქუენ მიგეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად წილითა ნათესავად-ნათესავთა თქუენთა. უმრავლესთაჲ განამრავლოთ სამკჳდრებელი მათი და უმცირესთაჲ დაამციროთ სამკჳდრებელი მათი, რომელსაცა აღმოჴდეს სახელი მისი მუნ, მისი იყოს, ნათესავად-ნათესავად ტომთა თქუენთა დაიმკჳდრეთ.
უკუეთუ არა წარსწყმიდნეთ მკჳდრნი იგი მის ქუეყანისანი პირისაგან თქუენისა.
და იყუნენ, რომელნი-იგი დაუტევნეთ მათგანნი, ჩნდენ თუალთა თქუენთა და ისარ გუერდთა თქუენთა და გემტერნენ თქუენ ქუეყანასა ზედა, რომელსა მკჳდ იყუნეთ. და იყოს, ვითარ-იგი ჯერ იყოს ყოფად მათა, გიყოთ თქუენ.