რიცხვნი, თავი 29
მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის.
შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
და მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ვერძზე,
ეფის ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
და ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, რათა მოგეტეოთ.
გარდა ახალმთავრობის აღსავლენისა და მისი ძღვენისა, მუდმივი აღსავლენისა და მისი ძღვენისა და საღვრელისა, წესის მიხედვით, კეთილსურნელება უფლისათვის საცეცხლო მსხვერპლად.
ამ მეშვიდე თვის ათში წმიდა წვეულება გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი თავი, არაფერი საქმე არ აკეთოთ.
შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი ცხვარი - საღები უნდა გყავდეთ.
მათი ძღვენი, გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე, ორი მეათედი ერთ ვერძზე,
ერთი მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისა მიტევებისას, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა თავისი ძღვნითურთ და მათთვის განკუთვნილი საღვრელისა.
მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული.
შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ.
მათი ძღვენი: გამტკიცული ფქვილი - ეფის სამი მეათედი თითო კურატზე ცამეტი კურატიდან, ორი მეათედი თითო ვერძზე ორი ვერძიდან,
მეათედი თითო ცხვარზე თოთხმეტი ცხვრიდან,
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მეორე დღეს: თორმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენის, მისი ძღვენისა და მათი საღვრელისა.
მესამე დღეს: თერთმეტი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ბატკანი,
პურის შესაწირავი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ბატკნებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად;
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მეოთხე დღეს: ათი კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მეხუთე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი, თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მეექვსე დღეს: რვა კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი ერთწლიანი საღი ბატკანი,
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა, მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მეშვიდე დღეს: შვიდი კურატი, ორი ვერძი და თოთხმეტი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
ძღვენი და საღვრელი კურატებისთვის, ვერძებისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა. მისი ძღვენისა და მისი საღვრელისა.
მერვე დღეს უქმობა მქონდეთ: არაფერი საქმე არ გააკეთოთ.
შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი, შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი,
ძღვენი და საღვრელი კურატისთვის, ვერძისთვის და ცხვრებისთვის მათი რიცხვისამებრ, წესის თანახმად.
ერთიც ვაცი ცოდვის გამოსასყიდად, გარდა მუდმივი აღსავლენისა, მისი ძღვენისა. და მისი საღვრელისა.
ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებში, თქვენს მიერ მიცემულ აღთქმათა, სამოწყალო შესაწირავთა, აღსავლენთა, ძღვენთა, საღვრელთა და სამადლობელ მსხვერპლთა გარდა.
და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა.
და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი.
შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა.
ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა.
და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა.
შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა.
და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე.
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ.
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა.
ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა.
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.
შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი,
და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა.
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.
ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი.