ლოცვანი
აპლიკაცია

რიცხვნი, თავი 1

1

ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:

2

აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ.

3

აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით.

4

თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.

5

აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ: რეუბენიდან: ელიცურ შედეურის ძე;

6

სიმონიდან: შელუმიელ ცურიშადის ძე;

7

იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე;

8

ისაქარიდან: ნათანიელ ცუარის ძე;

9

ზებულონიდან: ელიაბ ხელონის ძე;

10

იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე;

11

ბენიამინიდან: აბიდან გიდეონის ძე;

12

დანიდან: ახიეზერ ყამიშადაის ძე;

13

აშერიდან: ფაგეყიელ ყაქრანის ძე;

14

გადიდან: ელიასაფ რეღუელის ძე;

15

ნაფთალიდან: ახირაყ ყენანის ძე;

16

ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.

17

გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი.

18

მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,

19

როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.

20

სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

21

რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოცდაექვსი ათასი ხუთასი.

22

სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

23

სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.

24

გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.

25

გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.

26

იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

27

იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.

28

ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.

29

ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.

30

ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

31

ზებულონის შტოში აღირიცხა ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი.

32

იოსებიანთა, ეფრემიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვი!სამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

33

ეფრემიანთა შტოში აღირიცხა ორმოცი ათას ხუთასი.

34

მენაშეანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

35

მენაშეს შტოში აღირიცხა ოცდათორმეტი ათას ორასი.

36

ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

37

ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.

38

დანიანთა მთელი მოდგმა - საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

39

დანის შტოში აღირიცხა სამოცდაორი ათას შვიდასი.

40

აშერიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

41

აშერის შტოში აღირიცხა ორმოცდაერთი ათას ხუთასი.

42

ნაფთალიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

43

ნაფთალის შტოში აღირიცხა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.

44

ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა, თორმეტმა კაცმა, თითო კაცმა ყოველი მამისსახლიდან.

45

აღმოჩნდნენ ისრაელიანთაგან აღრიცხულნი მათი მამისსახლების მიხედვით ოცი წლიდან მოყოლებული ყველა ისრაელიანი, ლაშქრად გამსვლელი.

46

აღმოჩნდა მთლიანად აღრიცხული ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი.

47

ლევიანები არ აღრიცხულან მათ შორის თავ-თავიანთი მამების შტოთა მიხედვით.

48

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

49

ოღონდ ლევის შტო არ აღრიცხო, არ აღრიცხო ისრაელიანთა შორის.

50

ჩააბარე ლევიანებს მოწმობის სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრითურთ, რაც მას ეკუთვნის. ატარონ სავანე მთელი მისი მოწყობილობით, ყველაფრით, რაც მას ეკუთვნის. მას მოემსახურონ და სავანის ირგვლივ დაიბანაკონ.

51

გამგზავრებისას სავანე ლევიანებმა დაშალონ; დაბანაკებისას სავანე ლევიანებმა აღმართონ. ვინც კი გარეშეთაგან მიეკარება, მოკვდეს.

52

უნდა დაიბანაკონ ისრაელიანებმა - თითოეულმა თავის ბანაკში, თითოეულმა თავისი დროშის ქვეშ, თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.

53

დაიბანაკონ ლევიანებმა მოწმობის სავანის ირგვლივ, რომ არ იყოს რისხვა ისრაელიანთა საზოგადოებაზე. ლევიანები იდგებიან მოწმობის სავანის დასაცავად.

54

ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. ასე გააკეთეს.

1

ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:

2

იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.

3

ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.

4

და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.

5

და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,

6

სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,

7

იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,

8

იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,

9

ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,

10

ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,

11

ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,

12

დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,

13

ასერისი: ფაგეელ, ძე

14

ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,

15

ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.

16

ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.

17

და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.

18

და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,

19

ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.

20

და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,

21

ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

22

ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.

23

აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.

24

ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

25

ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.

26

ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

27

ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.

28

ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

29

ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.

30

ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

31

ნათესავისა მის ეფრემისი - ორმეოც ათას და ხუთას.

32

ძენი მანასესნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი

33

ნათესავისა მის მანასესი - ოცდაათოთხმეტ ათას და სამას.

34

ძენი ბენიამენისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უფროჲსი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი და რიცხჳ იგი მათი

35

ნათესავისა მის ბენიამენისი - ოთხ და ათხუთმეტ ათას და ოთხას.

36

ძენი გადისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

37

38

ძენი დანისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

39

ნათესავისა მის დანისი - სამეოცდაორ ათას და ოთხას.

40

ძენი ასერისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახლთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი და ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი

41

ნათესავისა მის ასერისი - ორმეოც და ათას და ხუთას.

42

ძენი ნეფთალემისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი

43

ნათესავისა მის ნეფთალემისი - ორმეოცდაათცამეტ ათას და ოთხას.

44

ესე აღხილვაჲ, რომელი აღრაცხეს მოსე და აჰრონ და მთავართა ისრაჱლისათა, ათორმეტთა მთავართა კაცი ერთი ტომად-ტომადისა თითოჲსა ნათესავად-ნათაესავად სახლთა მამულთა მათთანი იყუნეს.

45

და იყო ყოველი იგი აღხილვაჲ ძეთა ისრაჱლისათა ძალითურთ მათით ოცით წლითგანი და უფროსით ყოველი, რომელი გამოვიდოდა ბრძოლად ისრაჱლისაგან

46

ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.

47

ხოლო ლევიტელნი იგი და ნათესავნი იგი მათნი არა შეარაცხნეს შოვრის ძეთა ისრაჱლისათა.

48

ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

49

იხილე ნათესავი ლევისი, არა შეარაცხნე იგინი შორის ძეთა ისრაჱლისათა.

50

და შენ დაადგინენ ლევიტელნი კარავსა წამებისასა და ყოველსა ჭურჭერსა მისსა და ყოველსა ზედა, რაჲცა არს მას შინა, მათ აღიღონ კარავი და ყოველი სამსახურებლი მისი. და იგინი ჰმსახურებდენ მას შინა, და გარემო კარავსა დაიბანაკონ და, რაჟამს აღიღებდენ კარავსა, დაჴსნენ იგი ლევიტელთა.

51

და რაჟამს დაიბანაკებდეს კარავი, მათ აღმართონ იგი და სხუა, რომელი მიეახლოს, მოკუედინ.

52

და დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან წესსა ზედა თჳსსა და კაცმან მთავრობასა თჳსსა ზედა ძალითურთ მათით.

53

ხოლო ლევიტელთა დაიბანაკონ წინაშე უფლისა მახლობელად გარემო კარავსა წამებისასა. და არა იყოს ცოდვა შორის ძეთა ისრაჱლისათა და დაიცვან ლევიტელთა მათ ჴუმილვაჲ იგი კარავისა მის წამებისაჲ.

54

და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აჰრონს, ეგრეთ ყვეს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536