ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 21

1

მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.

2

ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.

3

მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.

4

ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.

5

ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.

6

გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი.

7

მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან - თორმეტი ქალაქი.

8

მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

9

მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები.

10

აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,

11

მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.

12

ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.

13

აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი - ხებრონი თავისი სანახებითურთ და ლიბნა თავისი სანახებითურთ,

14

იათირი თავისი სანახებითურთ და ეშთემრა თავისი სანახებითურთ,

15

ხოლონი თავისი სანახებითურთ და დაბირი თავისი სანახებითურთ,

16

ყაინი თავისი სანახებითურთ, იუტა თავისი სანახებითურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებითურთ - ცხრა ქალაქი ამ ორი შტოდან.

17

ხოლო ბენიამინის შტოდან - გაბაონი თავისი სანახებითურთ და გებაყი თავისი სანახებითურთ,

18

ყანათოთი თავისი სანახებითურთ და ყალმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

19

აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, ერგოთ სულ ცამეტი ქალაქი მათი სანახებითურთ.

20

კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან.

21

მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ;

22

კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

23

დანის შტოდან: ელთეკე თავისი სანახებითურთ და გიბეთონი თავისი სანახებითურთ,

24

აიალონი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

25

მენაშეს შტოს ნახევრიდან: თაყანაქი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.

26

სულ ათი ქალაქი თავისი სანახებითურთ კაჰათის დანარჩენ შთამომავლთა საგვარეულოებს.

27

გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.

28

ისაქარის შტოდან: კიშიონი თავისი სანახებითურთ და დაბრათი თავისი სანახებითურთ,

29

იარმუთი თავისი სანახებითურთ და ყენ-განიმი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

30

აშერის შტოდან: მიშალი თავისი სანახებითურთ და ყაბდონი თავისი სანახებითურთ,

31

ხელკათი თავისი სანახებითურთ და რეხობი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

32

ნაფთალის შტოდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებითურთ, ხამოთ-დორი თავისი სანახებითურთ და კართანი თავისი სანახებითურთ.

33

სულ ცამეტი ქალაქი თავის სანახებითურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით.

34

მერარიანთა საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს ზებულონის შტოდან იოკნეყამი თავისი სანახებითურთ და კართა თავისი სანახებითურთ.

35

დიმნა თავისი სანახებითურთ და ნაჰალალი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

36

გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,

37

ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი.

38

მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, წალისყრით შეხვდათ სულ თორმეტი ქალაქი.

39

ისრაელიანთა სამკვიდრებელში ლევიანებს ეკუთვნოდათ სულ ორმოცდარვა ქალაქი თავისი სანახებითურთ.

40

მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.

41

მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.

42

მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.

43

არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.

1

და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელიაზარ მღდელისა და ისო ნავესა და ნათესავთმთავართა ტომთა და ნათესავთაგანთა ძეთა ისრაჱლისათა.

2

და მიუგეს მათ სილომს შინა ქალაქსა ქანაანისასა და ჰრქუეს: გამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა ქალაქებ საყოფლად და გარემო მთესველნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.

3

და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა, რაჟამს დაგიმკჳდრებდენ იგინი ბრძანებითა უფლისათა, ქალაქები და გარემო სათესველი მათი.

4

და აღმოუჴდა წილი ტომსა კაათისსა. და იყო ძეთა აჰრონისთა მღდელთა ლევიტელთა ნათესავისაგან იუდასისა და ნათესავისაგან სჳმეონისა და ნათესავისაგან ბენიამენისი, წილით ქალაქები ათცამეტი.

5

და ძეთა კაათისთა ნეშტთა ნათესავისაგან ეფრემისისა და ნათესავისაგან დაანისი და ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა წილით ქალაქები ათი.

6

და ძეთა გესონისთა ნათესავისაგან იზაქარისთა და ნათესავისაგან ასერისთა და ნათესავისაგან ნეფთალემისთა და ზოგისაგან ნათესავისა მანასესთა ბასანს შინა წილით ქალაქები ათცამეტი.

7

და ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა ნათესავისაგან რუბენისთა და ნათესავისაგან გადისთა და ნათესავისაგან ზაბულონისთა წილით ქალაქები ათორმეტი.

8

და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქები მათი და გარემო სათესველი მათი, ვითარცა ამცნო უფალმან წილით.

9

და მისცა ნათესავმან ძეთა იუდაჲსთამან და ნათესავმან ძეთა სჳმეონისთამან და ნათესავისაგან ძეთა ბენიამენისთა ქალაქები დაეჩემნეს:

10

ძეთა აჰრონისთა ტომისაგან კაათისთა, ძეთა ლევისთა, რამეთუ ამათ ხუდა ნაწილი.

11

და მისცეს მათ კარიათაბოკი დედაქალაქი ენაკიმისი (ესე არს ქებრონი), მთა ადასი და საყანურნი გარემოს მისა

12

და აგარაკები ქალაქებისა და დაბნები მისი მისცა ისო ქალებს; ძესა იაფონესსა, სამკჳდრებელად.

13

და ძეთა აჰრონისთა მღდელთასა ქალაქები შესავედრებელთა, რომელმან კაც კლას, ქებრონი და განკუთნებულნი გარემოჲს მისსა,

14

და ბელნაჲ და განკუთნებულნი გარემოჲსს მისსა, და ესთემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

15

და ოლონი და განკუთნებული მისი, და დიბირი და განკუთნებული მისი,

16

და იანი, და განკუთნებული გარემოჲს მისა, და იეხტოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისა, ქალაქები ცხრა ორთა ამათ ნათესავთაჲ.

17

და ნათესავისაგან ბენიამენისა გაბაონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაბჱ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

18

და ანათოთი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და სალმონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

19

ყოველი ქალაქი ძეთა აჰრონისთა მღდელთა ქალაქები ათცამეტ და გარემო სათესველი მათი.

20

და ტომთა ძეთა კაათისთა ლევიტელთა, რომელ დაშთომილ იყვნეს ძეთაგანნი კაათისნი. და იყვნეს საზღვარნი ქალაქთა მათთანი ნათესავისაგან ეფრემისთა.

21

და მისცეს მათ ქალაქი შესავედრებელთა კაცისმკლველისაჲ: სჳქემი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაზერი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

22

და ბაკსემი ღა განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ზენა ბეთმონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

23

და ნათესავისაგან დანისისა ელთეკოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, გებეთონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, იალონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

24

და გეთრემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

25

მანასჱსისა - თანაქი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ბეთაანი და განკუთნებული მისი, ქალაქნი ორნი.

26

ყოველი ქალაქები ათი და განკუთნებული გარემოჲს მისსა ტომთა ძეთა კაათისთა დაშთომილთა.

27

და ძეთა გესონისთა ლევიტელთა ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა ქალაქნი განკუთნებულნი კაცისმკლველთა, გოლანი ბასანიტიდს და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ბეესთენაჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქნი ორნი.

28

და ნათესავისაგან იზაქარისთა კესიონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

29

და იერმოთი და განკუთნებული გარემო მისსა, და წყაროჲ მწიგნობართა და განკუთნებული მისა, ქალაქი ოთხი.

30

და ნათესავისაგან ასერისა მასაალი და განკუთნებული მისა და აბდონ და განკუთნებული მათი,

31

ქელკათ და განკუთნებული მათი, რაუბ და განკუთნებული მისა მიმართ, ქალაქი ოთხი.

32

და ნათესავისაგან ნეფთალემისი ქალაქი განკუთნებული კაცისმკლველისათჳს კედესი გალილეას შინა და განკუთნებული გარემოჲს მისა, და აენმათდორი და განკუთნებული მათდა მიმართ, და ნოთმონი და განკუთნებული გარემო მისა, ქალაქები სამი.

33

ყოველი ქალაქები გესონისი ტომად-ტომად მათა ქალაქები ათცამეტი.

34

და ტომთა ძეთა მერარისთა ლევიტელთა სხუათა ნათესავისაგან ძეთა ზაბულონისთა იეკნამი და გარემო სათესავი მისი, და დემნაჲ.

35

და გარემო სათესავი მისი, და კაროაჲ გარემო სათესავი მისი, და ნაალრონი და გარემო სათესველი მისი, ქალაქები ოთხი.

36

და წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ნათესავისაგან რუბენისი ქალაქი შესავედრებელი კაცისმკლველთაჲ. ბოსორი უდაბნოსა ზედა მისურურისასა და გარემო სათესველნი მისნი,

37

კედსონ და გარემოჲს სათესველი მისი, მასფე და გარემოჲს სათესველი მისი, ქალაქი ოთხი.

38

ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.

39

ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,

40

ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.

41

და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა მიცემად მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მას შინა.

42

და განუსუენა მათ უფალმან გარემო, რამეთუ ეფუცა მამათა მათთა. არა ვინ წინა დაუდგა მათ ყოველთაგანი მტერთა მათთა. ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან ჴელთა მათთა, არა დააკლდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელ თქუა უფალმან ძეთა ზედა ისრაჱლისათა, ყოველი მოჴდა.

43

123456789101112131415161718192021222324