იესო ნავეს ძე, თავი 12
1. აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:
სიხონ ამორეველთა მეფე, ხეშბონში მჯდარი, რომელსაც ეჭირა მხარე ყაროყერიდან მოკიდებული არნონის ხევის გაყოლებაზე და ხევის შუაწელი, გალაადის ნახევარი იაბოკის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.
მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს.
აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
მთაში და ბარში, ველზე, მთის კალთებზე, უდაბნოში და ნეგებში - ხეთელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, ფერიზელთა, ხივიელთა, და იებუსელთა ქვეყნებისა:
იერიხონის მეფე - ერთი; მეფე ჰაყაისა ბეთილის გვერდით რომ არის - ერთი;
იერუსალიმის მეფე - ერთი; ხებრონის მეფე - ერთი;
იარმუთის მეფე - ერთი; ლაქიშის მეფე - ერთი;
ყეგლონის მეფე - ერთი; გეზერის მეფე - ერთი;
დაბირის მეფე - ერთი; გედერის მეფე - ერთი;
ხორმას მეფე - ერთი; ღერადის მეფე - ერთი;
ლიბნას მეფე - ერთი; ყადულამის მეფე - ერთი;
მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;
თაფუახის მეფე - ერთი; ნეფერის მეფე - ერთი;
აფეკის მეფე - ერთი; ლაშარონის მეფე - ერთი;
მადონის მეფე - ერთი; ხაცორის მეფე - ერთი;
შიმრონ-მერონის მეფე - ერთი; აქშაფის მეფე - ერთი;
თაყანაქის მეფე - ერთი; მეგიდოს მეფე - ერთი;
კედეშის მეფე - ერთი; იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
დორის მეფე ნაფათ-დორში - ერთი; გოიმის მეფე გილგალში - ერთი;
თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.
და ესე მეფენი მის ქუეყანისანი, რომელ მოსრნა მოსე: და ძეთა ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო, ჴევითგან არნონით ვიდრე მთადმდე აერმონდ და ყოველი არაბიაჲ აღმოსავალით კერძო.
სეონ მეფე ამორეველთა, რომელ დამკჳდრებულ იყო ესებონს შინა, რომელ უფლებდა აროჱრითგან, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა საშუვალ ჴევსა, და ზოგი გალადისაჲ ვიდრე იაბოკდმდე, საზღვარნი ძეთა ამონისთანი.
და არაბიაჲ მისაზღვარადმდე, არაბად ზღუასა მარილოვანსა აღმოსავალით გზასა ისიმოთისასა, თემანსა ქუეშე ასიდოთს ფაგას.
და ოგ, მეფე ბასანისა, დაშთომილ იყო გმირთაგანი, რომელ მკჳდრ იყო ასტაროთს შინა.
მთავარი იყო ერმონით და სელქაჲთგან და ყოველი ბანაკი ვიდრე საზღვრადმდე გესორისა და მაქატი, და ზოგი გალაადისა საზღვარი სეონ მეფისა ესებონისანი.
მოსე, მონამან უფლისამან, და ძეთა ისრაჱლისათა მოსრნეს იგინი. და მისცა იგი მოსე ნაწილად რუბენს, და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესა.
და ესე მეფენი ამორეველნი, რომელნი მოსრნა ისო და ძეთა ისრაჱლისათა წიაღ იორდანესა ზღუასა თანა ბაალგადს, ველსა ზედა ლიბანისასა ვიდრე მთადმდე ალუგისად აღმავალთასა სეირად და მისცა იგი ისო ნათესავთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად ნაწილად მათა.
მთათა შინა და ველთა, და არაბიას შინა და ესედოთს შინა და უდაბნოსა ზედა და ნაგებსა შინა ქეტელი და ამორეველი და ქანანელი... და ფერეზელი და ეველი და იებოსელი.
მეფე იერიქოჲსაჲ მეფჱ გაისა, რომელ არს მახლობელად ბეთელსა.
მეფჱ იჱრუსალემისაჲ, მეფჱ ქებრონისაჲ,
მეფჱ იერიმოთისაჲ, მეფჱ ლაქისაჲ,
მეფჱ ეგლომისაჲ, მეფჱ გაზერისაჲ,
მეფჱ დაბირისაჲ, მეფჱ გარედისაჲ,
მეფჱ ერმაისაჲ, მეფჱ არედისაჲ,
მეფჱ ლებნაისაჲ, მეფჱ ოდოლამისაჲ,
მეფჱ მაკედასაჲ, მეფჱ თაფფოჲსაჲ,
მეფჱ ოფერისაჲ, მეფჱ აფეკისაჲ,
მეფე ასურისაჲ, მეფჱ სამბონისაჲ,
მეფჱ მარონისაჲ, მეფჱ აქსაფისაჲ,
მეფჱ თანაქისაჲ, მეფჱ მაგედონისაჲ,
მეფჱ კედჱსაჲ, მეფჱ იეკონამ,
ქერმევისაჲ, მეფჱ დორ
ნაფეთდორისაჲ, მეფჱ გოიმისაჲ,
მეფჱ თერსაჲსაჲ, ყოველნი ესე მეფენი ოცდათერთმეტ.