ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 14

1

ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.

2

წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.

3

რადგან ორ შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის.

4

ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის.

5

როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა.

6

მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.

7

ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი.

8

ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.

9

ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.

10

აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.

11

ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად.

12

ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

13

აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.

14

ამიტომ არის ქალებ იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვდრო ხებრონი დღევანდლამდე, რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს.

15

უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან.

1

და ესენი არიან, რომელთა დაიმკჳდრეს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანა ქუეყანასა ქანანისასა, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო ნავესმან და მთავართა ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

2

ნაწილად-ნაწილად დაიმკჳდრეს. ვითარცა ამცნო უფალმან ჴელითა ისოჲსითა. ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა წიაღ იორდანითგან.

3

და ლევიტელთა არა სცა ნაწილ მათ შორის.

4

რამეთუ იყვნეს ძენი იოსებისნი მანასე და ეფრემ და არა სცეს ნაწილი ქუეყანისა ლევიტელთა და ქალაქნი საყოფელად და გარემოსი მათი საცხოვართა.

5

ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განიყვეს ქუეყანაჲ.

6

და მოვიდეს ძენი იუდაჲსნი ისოჲსა გალგალს შინა და ჰრქუა მას ქალებ იეფონისმან კენეზელმან: შენ უწყი სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადჱს ბარნჱს შინა.

7

რამეთუ ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს მიმავლინა მე მოსე, მონამან უფლისამან, მოხილვად ქუეყანისა.

8

და მიუგეს მათ სიტყუაჲ გონებით თჳსით ძმათა ჩემთა, რომელ აღმოვიდეს ჩემდა და გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ. ხოლო მე შევეყავ შემდგომად უფლისა, ღმრთისა ჩემისა.

9

და ფუცა მოსე მას დღესა შინა და თქუა: ქუეყანასა რომელსა მიხუედ, შენდად იყოს სამკჳდრებელად და შვილთა შენთა უკუნისამდე. რამეთუ შევეყავ შემდგომად უკუანა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

10

და აწ გამომზარდა მე უფალმან, ვითარცა თქუა ესე, მეორმეოცდამეხუთე წელი არს, ვინათგან თქუა უფალმან ღმერთმან სიტყუაჲ ესე მოსეს მიმართ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა და აწ, აჰა, ესერა, მე დღეს ოთხმეოცდახუთ წლის ვარღა, დღეს მიძლავს.

11

ვითარცა რაჟამს წარმავლინა მოსე, ეგრეთვე მიძლავს აწ განსლვად და შესლვად ბრძოლად.

12

და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა, რამეთუ შენ გესმა სიტყუაჲ ესე მას დღესა შინა. აწ, ესერა, აკიმელნი მუნ არიან ქალაქნი. ძნელნი და დიდნი, უკუეთუ უფალი იყოს ჩემ თანა, მოვსრნე იგინი,

13

ვითარცა მრქუა მე ისო. და მისცა ქებრონი ქალებს, ძესა იეფონჱსა, კენეზიელსა სამკჳდრებელად.

14

ამისთჳს იქმნა ქებრონი იეფონეს კენეზელისა სამჳდრებელად მოდღენდელად დღედმდე. რამეთუ იგი შეუდგა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

15

ხოლო სახელი ქებრონისი იყო პირველად არაბოკ ქალაქი, დედაქალაქი არანაკიმელთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

123456789101112131415161718192021222324