ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 16

1

ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.

2

ბეთელიდან საზღვარი მიდის ღუზისკენ, გაივლის არქის და ყატაროთის საზღვართან.

3

ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის საზღვრამდე და გაზერამდე, და წყდება ზღვასთან.

4

ეს დაიმკვიდრეს იოსების შვილებმა - მენაშემ და ეფრემმა.

5

ჰქონდათ საზღვარი ეფრემიანებს მათ საგვარეულოთა მიხედვით; მათი სამკვიდროს აღმოსავლეთი საზღვარი იყო ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე.

6

მიდის საზღვარი ზღვისკენ მიქმეთათის ჩრდილოეთით და უხვევს საზღვარი თაანათ-შილოს აღმოსავლეთით და ჩაუვლის მას იანოხის აღმოსავლეთით.

7

ეშვება იანოხიდან ყატაროთამდე და ნაყარათამდე, სწვდება იერიხონს და ჩადის იორდანეზე.

8

თაფუახიდან მიდის საზღვარი ზღვისკენ, კანას ხევით და წყდება ზღვასთან. ეს არის ეფრემიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

9

მენაშეანთა სამკვიდროში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემიანებს ქალაქები, ყველა ქალაქი თავისი დაბებითურთ.

10

არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.

1

და იყვნეს საზღვარნი ძეთა იოსებისთანი იორდანითგან, რომელ არს იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით უდაბნოდ და აღვიდეს იერიქოჲთ მთით პირსა უდაბნოჲთ ბეთელად. და განვიდეს ბეთელით ლუზად,

2

და წარვიდეს საზღვართა ზედა არაქიასხ ტაუთისთა.

3

და განვიდეს ზღუად კერძო საზღვართა ზედა იეფალთისთა მისაზღუართამდე ბეთორინისათა. და იყოს გამოსავალი მათი ზღჳთ კერძო.

4

და დაიმკჳდრნეს ძეთა იოსებისთა: ეფრემ და მანასე.

5

და იყვნეს საზღვარნი ტომად-ტომად მათა: აღმოსავალით ასტაროთი და ადარი ვიდრე ზენა ბეთორონდმდე და გაზარაჲ.

6

და განვიდეს საზღვარნი ზღუად კერძო მაქთულდდ, ჩრდილოჲთ, მივიდეს აღმოსავალად თენად სელოთად და წარვიდეს აღმოსავალით იანოქად.

7

და დანაართად ატაროთდ, და დაბნები მათი და განვლოს იერიქოჲ და მიიწიოს იორდანედ.

8

და თაქუესა გარეწარვლნეს საზღუარნი ზღუად კერძო ჴევსა კანაჲსასა. და იყოს გამოსავალი მისი ზღჳთ კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ ტომად-ტომად მათა.

9

და ქალაქები, რომელ განიკუთნეს ძეთა ეფრემისთა შორის სამკჳდრებელისა, ძეთა მანასესთანი ყოველი ქალაქები და დაბნები მათი.

10

და არა მოსპო ეფრემ ქანანელი, რომელ მკჳდრ იყო გაზერს შინა, და შენ იყო ქანანელი შორის ეფრემისა მოაქადღედმდე ვიდრე აღმოსავალადმდე ფარაო მეფისა ეგჳპტისაჲ. და დაიპყრა ქალაქი და მოწუა იგი ცეცხლითა, და ქანანელნი და ფერეზელნი, და მკჳდრნი გაზერისანი და გმირნი, და მისცა იგი ფარაო ზითვად ასულსა თჳსსა.

123456789101112131415161718192021222324