ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 15

1

წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.

2

სამხრეთის საზღვრად ჰქონდათ - მარილოვანი ზღვის კიდიდან, ყერიდან სამხრეთის მიმართულებით.

3

გადის სამხრეთით ყაკრაბიმის ზეგანისკენ: გაივლის ცინს, სამხრეთის მხრიდან ადის კადეშ-ბარნეასკენ, გაივლის ხეცრონს, ადის ადარასკენ და უხვევს კარ-კაყასთან,

4

გაივლის ყაცმონს და გადის ეგვიპტის ხევზე, ზღვამდე აღწევს საზღვარი. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრამდე.

5

აღმოსავლეთის საზღვარი მარილოვანი ზღვაა, იორდანეს შესართავამდე; ჩრდილოეთის საზღვარი - ზღვის ყურიდან, იორდანეს შესართავიდან.

6

ადის საზღვარი ბეთ-ხოგლასკენ, გაივლის ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყარაბას, ადის საზღვარი რეუბენის ძის, ბოჰანის ქვასთან.

7

ადის საზღვარი დაბირისკენ; ყაქორის ველიდან ჩრდილოეთით უხვევს გილგალისკენ, ადუმიმის მაღლობის გასწვრივ რომ არის, ხევის სამხრეთით; გაივლის საზღვარი ყენ-შემეშის წყლებთან და მთავრდება ყენ-როგელთან.

8

ადის საზღვარი ჰინომიანთა ველზე იებუსის, ანე იერუსალიმის, სამხრეთით, ადის საზღვარი მთის თხემზე, ჰიმონის ველის ზემოთ რომ არის დასავლეთიი, რეფაიმთა ველის კიდეზე, ჩრდილოეთით.

9

მთის თხემიდან უხვევს ნეფთოახის წყაროსთან, მიდის ყეფრონის მთების ქალაქებისკენ და უხვევს საზღვარი ბაყალასკენ, ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.

10

უხვევს საზღვარი ბაყალადან დასავლეთით სეყირის მთამდე, გასდევს იეყარიმის მთის ჩრდილოეთ კალთებს, ანუ ქესალონს, ეშვება ბეთ-შემეშისკენ და გადის თიმნაზე.

11

მისდევს საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, უხვევს საზღვარი მიქრონისკენ, გადის ბაყალას მთაზე და აღწევს იაბნიელს. წყდება საზღვარი ზღვასთან.

12

დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ, საგვარეულოების მიხედვით.

13

ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.

14

აჰყარა იქიდან ქალებმა ყანაკის სამი ნაშიერ: შეშაი, ახიმანი და თალმაი - ყანაკის ნაშობნი.

15

იქიდან დაბირელებისკენ გაემართა; უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა.

16

თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.

17

ღოთენიელმა, ქალების ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.

18

ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,

19

მიუგო: მომეცი კურთხევა: რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი. და მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.

20

ეს არის იუდაელთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

21

აი, რომელი ქალაქები იყო იუდაელთა შტოს კიდეზე, ედომის საზღვართან, სამხრეთით: კაბციელი, ყედერი და იაგური.

22

კინა, დიმონა და ყადყადა,

23

კედეში, ხაცორი და ითნანი;

24

ზიფი, ტელემი და ბაყალოთი;

25

ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი, ანუ ხაცორი;

26

ამამი, შემაყი და მოლადა;

27

ხაცარ-გადა, ხეშმონი და ბეთ-ფალეტი;

28

ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია;

29

ბაყალა, ყიიმი და ყაცემი;

30

ელთოლადი, ქესილი და ხორმა;

31

ციკლაგი, მადმანა და სანსანა;

32

ლებაოთი, შილხიმი, ყაინი, რიმონი. სულ ოცდაცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ.

33

ბარში: ეშთაოლი, ცორყა და აშნა;

34

ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი და ჰაყენამი;

35

იარმუთი, ყადულამი, სოქო და ყაზეკა;

36

შაყარაიმი, ყადითაიმი, ჰაგედერა, გედეროთაიმი - თოთხმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

37

ცენანი, ხადაშა და მიგდალ-გადი;

38

დილყანი, ჰამიცფე და იოკთელი;

39

ლაქიში, ბაცკათი და ყეგლონი;

40

ქაბონი, ლახმასი და ქითლიში;

41

გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა, მაკედა - თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

42

ლიბნა, ყეთერი და ყაშანი;

43

იფთახი, აშნა და ნეციბი;

44

კეყილა, აქზიბი და მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ;

45

ყეკრონი თავისი სოფლებითა და დაბებითურთ.

46

ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდს და მის სოფლებს ესაზღვრება.

47

აშდოდი თავისი დაბებითა და სოფლებითურთ, ღაზა თავისი სოფლებითა და დაბებითურთ ეგვიპტის ხევამდე. საზღვარი დიდი ზღვაა.

48

მთაზე: შამირი, იათირი და სოქო;

49

დანა, კირიათ-სანა, ანუ დაბირი;

50

ყანაბი, ეშთემო და ყანიმი;

51

გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

52

არაბი, დუმა და ეშყანი;

53

იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;

54

ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი დაბებითურთ.

55

მაყონი, ქარმელი, ზიფი და იუტა;

56

იზრეყელი, იოკდეყამი და ზანოახი;

57

ჰაკაინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

58

ხალხული, ბეთ-ცური და გედორი;

59

მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

60

კირიათ-ბაყალი, ანუ კირიათ იეყარიმი და ჰარაბა - ორი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

61

უდაბნოში: ბეთ-ჰაყარაბა, მიდინი და სექაქა;

62

ჰანიბშანი, ყირ-ჰამალახი, ყენ-გადი - ექვსი ქალაქი თავისი დაბებითურთ.

63

იებუსეველები, იერუსალიმის მკვადრნი, ვერ აჰყარეს იუდაელებმა და დღემდე ცხოვრობენ იებუსეველები იერუსალიმში.

1

და იყვნეს საზღვარნი ნათესავისანი ძეთა იუდაჲსთანი ტომად-ტომად მათა საზღვართაგან იუდაჲსთა უდაბნოჲთგან სინით ვიდრე კადედმდე, ბღუარით კერძო.

2

და იყვნეს საზღვარნი მათნი ბღუარით კერძო ვიდრე ზღუად კერძო მარილოვნად, ცხჳრითგან, რომელ მიიწევის ბღუარით კერძო მისსა და განვალს აკრამბი და გარემოვალს სეენასა და აღვალს ბღუარით კადედ ბარნედ.

3

და განვალს სოროდმდე, და აღიწევის ადდარად და გარემოვალს დასავალით კადესა,

4

და მივალს ასემონად კერძო და განვარდების პირსა ზედა ეგჳპტისასა, და იყოს მისი განსავალი ზღუად კერძო, ესე არს საზღუარი მათი ბღუარით.

5

და საზღუარნი მათნი აღმოსავალითნი: ყოველი ზღუაჲ მარილოვანი იორდანედმდე და საზღვარნი ჩრდილოჲთ კერძონი ცხჳრითგან ზღჳსაჲთ და ერთკერძო იორდანითგან.

6

მიიწევიან საზღვარნი ბეთაგლად კერძო და გარეწარვალს ჩრდილოჲთ კერძო ბეთარაბად კერძო. და აღჰმართებს საზღვარი ქვად კერძო ბჳონისა ძისა რუბენისა.

7

და აღვალს საზღვარი მეოთხესა ოდენ ნაწილსა ჴევისა აქორისასა და შთავალს გალგალდ კერძო, რომელ არს მართლ გამოსავალსა ადომისასა, რომელ არს ბღუარით კერძო ჴევსა და განიწევის წყლად კერძო წყაროჲსა ლელიუსად, და იყოს გამოსავალად მისა წყაროჲ ჰრუგელისაჲ.

8

და აღვალს საზღვარი ჴევსა ენომისასა იებულსთად, ესე არს იერუსალჱმი, და განვლენ საზღვარნი თხემით კერძო მთისად, რომელ არს პირით კერძო ჴევსა ენომისა ზღუად მიმართ, რომელ არს ერთკერძო ქუეყანასა ჰრაფაინისასა ჩრდილოჲთ კერძო.

9

და განვალს საზღვარი თავისაგან მთათასა წყაროსა ზედა წყლისა აფთოჲსასა და განვლენ საზღვარნი ეფრონისნი, და განაწიოს საზღვარი ბალად (ესე არს ქალაქი იარიმი).

10

და მი-გარე-ვლოს საზღვარმან ბაალით ზღუად კერძო მთასა სეირასა, და გარეწარვლოს ზურგით კერძო ქალაქი იარიმი ჩრდილოჲთ კერძო (ესე არს ქასალონი) და შთავიდეს მზისქალაქად კერძო და გარეწარვლოს ბღუარით კერძო.

11

და მიაწიოს საზღვარი ზურგით აკარონსა ჩრდილოჲთ კერძო, და მიაწინეს საზღვარნი საქქარონადმდე და თანაწარვლოს მთაჲ ქუეყანისა ბაალისაჲ. და მიაწიოს იაბნეამდე და იყოს გარემოსავალი საზღვართა ზღუად კერძო

12

და საზღუარნი მათნი ზღჳთგან, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის. ესე საზღუარი ძეთა იუდაჲსთანი გარემოჲს ტომად-ტომად მათა.

13

და ქალებს, ძესა იეფონესსა, მისცა ნაწილი შორის ძეთა იუდაჲსთა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და მისცა ისო მას ქალაქი ერბოკი, დედაქალაქი ენანისი (ესე არს ქებრონი).

14

და აღჴოცნა მიერ ქალებ, ემან იეფონჱმან, სამნი იგი ძენი ენანისნი: სური და თოლმა და აქიმან.

15

და აღვიდა მიერ ქალებ მკჳდრთა ზედა დაბირისათა. და სახელი დაბირისაჲ პირველად იყო ქალაქი მწიგნობართაჲ.

16

და თქუა ქალებ: რომელმან დაიპყრას ქალაქი მწიგნობართაჲ და ეუფლოს მას, და მივსცე მას ასქანა, ასული ჩემი, ცოლად.

17

და დაიპყრა იგი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძმამან ქალებისმან უმრწემესმან. და მისცა მას ასქანა, ასული თჳსი, ცოლად.

18

და იყო, შესლვასა მისსა, აზრახა მას და ჰრქუა: უთხოვო მამასა ჩემსა აგარაკი. და ჴმა-ყო კარაულით და ჰრქუა მას ქალებ: რაჲ არს შენდა?

19

და ჰრქუა მას: მეც მე კურთხეული, რამეთუ ქუეყანად ნაგებდ მიმცემ მე. მომეც მე გოლადმაიმი. და მისცა მას ქალებ გოლათი ზენაჲ და გოლათი ქუეყანაჲ.

20

ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ ტომად-ტომად მათა.

21

და იწყო ქალაქები მათი ქალაქი პირველი ნათესავისა ძეთა იუდასთაჲ საზღვართა ზედა ედომისა უდაბნოსა ზედა: კაბსეელი, და ედრაინი და იაგონირი,

22

და კინაჲ, და დიმონაჲ, და ადადაჲ,

23

და კედე და იონან,

24

სიფი, და ხელემი, და ბალოთი,

25

და ქალაქი ესერონი (და [ესე] არს ასური),

26

და ამამი, და სამააჲ, და მოლადაჲ,

27

და სერგადაჲ, და ბეთფალეთი,

28

და ასარსუდაჲ, და ბერსაბე, და ბერსაბე და დაბნები მათი. და ვანები მათი,

29

ბაალი, და ევიმი, და ასემი,

30

და ესთლადი, და ქესილილი, და ერმაი,

31

და სიკილენი, და მედებენაჲ, და სანსანაჲ.

32

და ლაბოთი, და სელემი, და რემონი. ქალაქები ოცდაცხრა და დაბნები მათი:

33

ველსა ზედა ესთაორისასა: და სარააჲ, და ასნაჲ.

34

და ილრამენი, და ზანაჲ, და ადიათაიმი,

35

და იერიმოთი, და ოდოლამი, და ნემრაჲ, და სოქოჲ, და აზექაჲ,

36

და სარგარიმი, და გადერაჲ და აჳანბიმისი, ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.

37

სენნანი, და ადასაჲ, და მაგდალგადი,

38

და ლაანი, და მასფაჲ, და იექთაელი,

39

და ლაქისი, და ბაზკათაჲ, და აგლომი,

40

და ქაბბაჲ, და ლამისი, და ქათლოსი,

41

და გადეროთი, და ბეთდაგონი, და ნომქაჲ და მაკადჱ, ქალაქები ათექუსმეტი და დაბნები მათი.

42

ლუბნაჲ და ათერი,

43

და იეფთაჲ, და ასენნაჲ, და ნესები, და კაილაჲ, და აქზიფი, და მარესაჲ, და ელომი, ქალაქები ცხრა და დაბნები მათი.

44

45

აკკარონი და დაბნები მისი,

46

და აკარონითგან იემნაჲ და ყოველნი, რავდენნიცა არიან მახლობელად ასდოდსა და დაბნებსა მათსა: ასდოდი და დაბნები მისი.

47

და ვანები მისი მიჴევადმდე ეგჳპტისა. და დიდი ზღუაჲ განსაზღურებს.

48

და მთათა საფარისათა, და იეთერი და სოქოი.

49

და აჰრენა ქალაქი მწიგნობართა (ესე არს დაბირი).

50

და ანობი, და ესთემონი, და იამინი.

51

და გოსომი, და ქილუჵნი, და გელონი, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

52

ებერი, და ესანი, და რუმაჲ,

53

და იანუმი, და ბეთთააფუეაჲ, და აფაკაჲ,

54

და ქამმატაჲ, და ქალაქები არბოჲ. (ესე არს ქებრონი) და სიორი, და ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

55

და ჵნი, და ქერმელი, და ზიფი: და ეტტაჲ,

56

და იეზრაელი, და იეკდაამი, და ზანო,

57

ეკიმი, და გაბაჲ, ქალაქები ცხრაჲ და დაბნები მათი.

58

ალული, და ბეთსური, და გედორი,

59

და მაროთი, და ბეთნოთი, და ეზთეკენი, ქალაქები ექუსი და დაბნები მათი. თეკჱ, და ეფრათაჲ, (ესე არს ბეთლემი), და ფაგორი, და ეტამი, და კოლონი, და ტატამი, და სურესი, და კარიმი, და გალლიმი, და ბბეთერი, და მონოქოჲ, ქალაქები ათერთმეტი და დაბნები მათი.

60

კარიათბაალი (ესე არს ქალაქი იარიმისი) და რებაჲ, ქალაქნი ორნი და დაბნები მათი და ვანები მათი.

61

და ბდარბისი, და ბეთარაბოჲ, და მადნი, და სოქოზაჲ.

62

და ნებსანი, და ქალაქნი მათილთანი, და ენგადი, ქალაქები შჳდნი და დაბნები მათი.

63

და იებოსელი დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს. და ვერ შეუძლეს ძეთა იუდასთა ბრძოლად მათა, დაეშენნეს იებოსელნი მიმუნდღედმდე.

123456789101112131415161718192021222324