იესო ნავეს ძე, თავი 19
მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო.
მათ სამკვიდროში შედიოდა: ბეერ-შება, შებაყი და მოლადა;
ხაცარ-შუყალი, ბალა და ყაცემი;
ელთოლადი, ბეთული და ხორმა;
ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი და ხაცარ-სუსა;
ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - ცამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი დაბებითურთ,
და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალათ-ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო.
მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით; სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი.
მიდის საზღვარი ზღვისკენ და მარღალისკენ და ეკვრის დაბაშეთს, აგრეთვე ხევს, იაკნეყამის გასწვრივ რომ არის.
ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს.
იქიდან კვლავ აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გაუვლის გეთს, ხეფერს და ყითა-კაცინს, და მიდის რიმონისკენ, მეთოარისკენ და ნეყასკენ.
უხვევს საზღვარი ჩრდილოეთით ხანათონისკენ და წყდება იფთახელის ველზე.
კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდეალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
ისაქარს ხვდა მეოთხე წილი, ისაქარიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი,
ხაფარაიმი, შიონი და ანახარათი;
რაბოთი, კიშიონი და აბეცი;
რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
მათი საზღვარი იყო ხელკათი, ხალი, ბეტენი და აქშაფი;
ალამელექი, ყამყატი და მიშალი. ეკვრის ქარმელს დასავლეთის მხრიდან და შიხორ-ლიბნათს.
უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშეკთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ.
ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე.
ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ.
ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
მათი საზღვარია ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხნარიდან ადამი-ნეკების და იაბნიელის გავლით ლაკუმამდე და წყდება იორდანესთან.
უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით.
ციხე-ქალაქებია: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი და ქინარეთი;
ადამა, რამა და ხაცორი,
კედეში, ედრეი და ყენ-ხაცორი,
ირეონი, მიგლად-ედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მეშვიდე წილი.
მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ყორყა, ეშთაოლი და ყირშემეში,
შაყალაბონი, აიალთნი და ითლა,
ელონი, თიმნათა და ყეკრონი,
ელთეკე, გიბთონი და ბაყალა,
იჰუდი, ბარაკიანები და გათ-რიმონი;
იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად.
გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი.
ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.
დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც.
უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ.
ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
და აღმოუჴდა ნაწილი მეორე სჳმეონს და იყო სამკჳდრებელი მათი საშუვალ ნაწილსა ძეთა იუდაჲსთასა.
და იყო მათა სრულიად ბერსაბე, და საბეჱ და მოლადამ,
და ასერსუალი და ბათული, და ბოლოჲ და ასუმი,
და ელთუმადი, და ერმაჲ,
და სეკელა და ბეთამმარქაგოთი, და ასერსურიმი.
და ბეთლაბათი, და აგარაკნი მათნი. და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი, იანი, და ჰრემონი, და იეთერი, და ასანი, ქალაქები ოთხი და დაბნები მათი,
რომელ იყო გარემო ქალაქთა ამათ ვიდრე ბალეთ ბერსამოთმდე. მისავალთა იამეთდ ბღუარით კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა სჳმეონისთა.
რამეთუ იყოს ნაწილი ძეთა იუდაჲსთაჲ უფროჲს მათსა. და დაიმკჳდრეს ძეთა სჳმეონისთა შორის მათსა.
და აღმოუჴდა მესამე ნაწილი ზაბულონისი ტომად-ტომად მათა, და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი სართითმდე.
საზღვარად მათა ზღუაჲ: და მიიწიოს...დმდე ჴევსა, რომელ არს პირისპირ იეკნამსა.
და მიიქცეს სარითით მართლ აღმოსავალით ბეთსამონსა საზღვართა ზედა ქასალოთ თაბორისათა და განვიდეს
დაბრათდ კერძო და აღვიდეს იაფგაიდდ კერძო და მიერ მი-გარე-ვიდეს მართლ აღმოსავალად გათად კერძო ქალაქად კასიმდ და განვიდეს ჰერმოთამმათარინ ანნუათდ.
და მი-გარე-ვლოს საზღვართა ზედა ჩრდილოჲსათა ენათონდ კერძო. და იყოს გამოსავალი მათი გეითიეფთაელდ კერძო,
და კატტათი, და ნაალოლი, და სერმონი, და იადელაჲ, და ბეთლემი.
ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ზაბულონისათა, ტომად-ტომად მათა ქალაქები ესე არს და დაბნები მათი.
და იზაქარს აღმოუჴდა წილი მეოთხე ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა
და იყვნეს საზღვარნი მათნი: იეზრაელი, და ქასელოთი,
და სუნამი და აფერაიმი, და სიანი, და ჰრნათი, და ანარეთი, და რაბბოთი და კესიონი და აემსი,
და ჰრამათი და ენგანნიმი, და რინთ, და ენადაჲ,
და რაბბოთ, და კესიონ და აიემის რაჲენოთ და ენგდის და ენგდდო, და ჰრეთფასჱ.
და მიიწინეს საზღვარნი თაბორდ და სასიმად კერძო ზღჳთ და ბეთსამდ. და იყოს გამოსავალი საზღვართა მათთა იორდანჱ.
ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და ვანები მათი.
და აღმოუჴდა მეხუთე წილი ნათესავსა ძეთა ასერისთასა ტომად-ტომად მათა.
და იყვნეს საზღვარნი მათნი: ქელკათი და ოული, და ბატნაჲ, და აქსაფი, და ლიმელიქი,
და ამადი და მასალი და მიიწიოს კარმელად ზღჳთ კერძო და სიურდ, და ლაბანაოდ, და სამდ.
და მიიქცეს აღმოსავალით კერძო მზისათ ბეთაგონდ და მიიწიოს ზაბულონდ და ქუეყანად იეთფალისად ჩრდილოჲთ კერძო და შევიდეს საზღვართა ასაფთაისათა ბეთაემიკდ და მივიდეს გარეშე საზღუართა ანიელისთა და შევიდეს ქაბოლდ, მარცხლ კერძო.
და აქრანი, და ჰროობი, და ამმონი, და კანაჲ, და სიდონდმდე დიდად.
და გარეაღიქცევის საზღვარი ჰრამად ვიდრე ქალაქადმდე ძნელად ხჳრელთად და აღვალს საზღვარი ოსად კერძო და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ და ნაწილისაგან იაქსიფისა.
და ამოჲსი, და აფეკი, და ჰროობი, ქალაქები ოცდაორი.
ესე სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა უერისთაჲ ტომად-ტომად მათა, ქალაქები მათი და დაბნები მათი.
და ძეთა ნეფთალემისთა ტომად-ტომად მათა აღმოუჴდა წილი მეექუსე.
და იყვნეს საზღვარნი მათნი მეელეფი, და მაელოჲ, და ბესენანი, და არმჱ, და ნაკები, და იაბნელი ლაკუმდე და იყვნეს გამოსავალნი მათნი იორდანედ.
და მოიქცევის საზღუარი ზღუად კერძო აზანოთ თაბორდ, განვალს მიერ იაკოკდ, და მიიწიოს ზაბულონისა ბღუარით კერძო და ასერისა მიიწიოს ზღჳთ კერძო და იორდანე იყოს აღმოსავალით კერძო.
და ქალაქი ზღჳსკიდები ტჳრელთაჲ, ტჳროსი, და ამათი.
და ადამი, და ჰრამაჲ, და ასორი.
და კედესი, და ედრაინი, და წყაროჲ ასორი,
და იარიონი და მაგდალიჱლი, ორამი და ბეთანათი, და თასმოსი, ქალაქები ათცხრამეტი და ვანები მათი.
ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ ტომადტომად მათა.
და დანს აღმოუჴდა წილი მეშჳდე.
და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი: სარააჲ და ესთაული, და ქალაქი სამესი.
და სალაბინი, და იაალომი, და ითლაჲ, და ელონი, და თამნაჲ, და კარონი,
და ელთეკლაჲ და გაბათონი, და აბალოთი, და ისუთი.
და ბანებარა, და ქალაქი მისი, და იალონ,
და ელონ, და აკკარონ, გაბათონ.
და გრემონი, და ზღჳთგან სოქორით საზღვარი მახლობელად იოპესა.
და აღმოუჴდა საზღვარი ძეთა დანისთა მათგან. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და დაბნები მათი. და აჭირეს ძეთა დანისთა ამორეველსა, მაჭირებელსა მათსა, მთასა შინა. და არა უტევებდეს მათ ამორეველნი შთასლვად ველად და იჭირვოდა მათგან საზღვარი ნაწილისა მათისა. და წარვიდეს ძენი დანისნი და ჰბრძოდეს ლესემსა, და დაიპყრეს იგი და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და დაეშენნეს მუნ და უწოდეს სახელი მისი ლესენდან მსგავსად სახელისა მის მთისაჲსა.
ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები ესე და დაბნები მათი.
და დაასრულეს ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად საზღვრად-საზღვრად მათა. და ამორეველი დაშთა დამკჳდრებად აელომს და სალამიდს შინა. და დამძიმდა ჴელი ეფრემისი მათ ზედა. და ექმნეს მათ იგი მოჰარკე და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა და საზღვართა მათთა. და სცეს ძეთა ისრაჱლისათა ნაწილი ისოს ძეთა ნავესთა მათ შორის ბრძანებითა უფლისათა.
და მისცა მას ქალაქი, რომელ ითხოვა, თამნათსარაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა და აღაშენა ქალაქი და დაეშენა მუნ.
ესე არს განყოფაჲ, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო, და ისო ნავესი და მთავართა ტომთა ნათესავთა ისრაჱლისათა წილით სედომს შინა წინაშე უფლისა კართა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა.