ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 10

1

როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,

2

მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.

3

შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:

4

შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს.

5

შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.

6

შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.

7

გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.

8

უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.

9

მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.

10

ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.

11

ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.

12

მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!

13

დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.

14

არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.

15

დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.

16

გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ.

17

მოუტანეს ამბავი იესოს: ნაპოვნია ხუთი მეფე, მაკედას გამოქვაბულში იმალებიანო.

18

თქვა იესომ: მიაგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ.

19

თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა.

20

როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,

21

მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ.

22

თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.

23

ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.

24

როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.

25

უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.

26

მერე დახოცა ისინი იესომ და ხუთ ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე.

27

მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე.

28

იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.

29

გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.

30

ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.

31

გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.

32

ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში, მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა, როგორც ლიბნას.

33

მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.

34

გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა.

35

აიღო ყეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.

36

აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.

37

აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.

38

დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.

39

ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.

40

მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.

41

მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე.

42

ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის.

43

დაბრუნდა იესო მთელს ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს.

1

და ვითარ ესმა ადონიბეზეკს, მეფესა იერუსალჱმისასა, ვითარმედ: ისო დაიპყრო გაჲ და მოსრნა იგინი, ვითარცა ყო იერიქოჲ და მეფე მისი, ეგრე უყო გაის მეფესა მისსა. და რამეთუ მიადგეს მკჳდრნი გაბაონისნი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

2

და შეიშინეს მათგან ფრიად, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ქალაქი დიდი იყო გაბაონი, ვითარცა ერთი დედაქალაქთაგანი, და ყოველნი კაცნი მისნი ძლიერნი.

3

და მიუვლინა, ადონიბეზეკ, მეფემან ისრაჱლისამან, ელამს, მეფესა ქებრონისასა, და აფიდომს, მეფესა ლაქისასა, და დაბირს, მეფესა ადოლანისასა

4

და ჰრქუა: აღდეგით და აღმოვედით ჩემდა და შემეწიენით მე და ვჰბრძოდით გაბაონსა, რამეთუ მიადგეს იგინი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

5

და აღვიდეს ხუთნი ესე მეფენი იებოსელთანი: მეფე იერუსალჱმისა, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერემოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ, იგინი და ყოველი ერი მათი, და გარე მოადგეს გაბაონსა და ჰბრძოდეს მათ.

6

და მიავლინეს მკჳდრთა გაბაონისათა ისოჲსა ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს: ნუ დაალტობ ჴელთა შენთა მონათა შენთათჳს. აღმოვედით ჩუენდა მსთუად და განგუარინენ ჩუენ და შეგუეწიე ჩუენ, შეკრებულ არიან ჩუენ ზედა ყოველნი მეფენი ამორეველთანი და მკჳდრნი მთისანი.

7

და აღვიდა ისო გალგალით, იგი და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა ყოველი ძლიერი ძალითა.

8

და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიან იგინი, არა დაგიდგეს მათგანი არა ვინ წინაშე თქუენსა.

9

და რამეთუ მიიწია მათა ისო მეყსეულად, ღამე ყოელ მიიწია გალგალით

10

და შესულიბნა იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს შინა და დევნა-უყვეს მათ გზასა აღსავალსა ბეთორონისასა და მუსრვიდეს მათ მიაზეკადმდე და მაკედადმდე.

11

და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.

12

მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.

13

და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.

14

და არა იყო ესე მლევანი დღე პირველი, არცა დასასრული, ვითარმცა ისმინა ღმერთმან კაცისაჲ, რამეთუ უფალი ჰბრძოდა ისრაჱლისა თანა.

15

და მოიქცა ისო და ყოველი იგი ისრაჱლი და დაიბანაკეს გალგალსა.

16

და ივლტოდეს ხუთნი ესე მეფენი. და დაემალნეს ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

17

და უთხრეს ისოს და ჰრქუეს: იპოვნეს ხუთნი იგი მეფენი დამალულნი ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

18

და ჰრქუა ისო: მიაგორვეთ ქვები პირსა ზედა ქუაბისასა და დაადგინენით მას ზედა კაცნი მცველად მათ.

19

ხოლო თქუენ ნუ დასცხრებით უკუანა მტერთა თქუენთათა და ეწიენით ბუნაურსა მათსა. და ნუ აუფლებთ შესლვად ქალაქად მათა. რამეთუ მოგუცნა იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

20

და იყო, რაჟამს დააცადა ისო და ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ მათი ფრიად სრულიად და განრინებულნი განერნეს ქალაქებსა.

21

და მოიქცა ყოველი ერი ისოჲსა მაკედად ცოცხალნი. და არავინ აღიკუმინა ძეთა ისრაჱლისათამან ენითა თჳსითა.

22

და ჰრქუა ისო: აღიღეთ ქუაბსა მას და გამოიყუანენით ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით.

23

და გამოიყვანნეს ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით: მეფე იერუსალიმისაჲ, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერიმოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ, და მეფე ოდალომისაჲ.

24

და რამეთუ გამოიყვანნეს იგინი ისოჲსსა, მოუწოდა ისო ყოველსა ისრაჱლსა და წინამძღუართა ბრძოლისათა, რომელნი თანაუვიდოდეს მას და ჰრქუა მათ: მიდით და დაადგემდით ფერჴთა თქუენთა ქუედთა ზედა მათთა. და მივიდეს და დაადგნეს ფერჴნი მათნი ქედთა ზედა მათთა.

25

და ჰრქუა მათ ისო: ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდებით! მჴნე იყვენით და განძლიერდით! რამეთუ ესრე უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა ჰბრძავთ თქუენ მათ.

26

და მოწყჳდნა იგინი ისო და ვითარცა მოჰკიდნა იგინი ხუთთა ძელთა. და იყვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა მიმწუხრადმდე.

27

და იყო, დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიხუნეს ძელთაგან. და შთასთხინა იგინი ქუაბსა მას, რომელსაცა შეივლტოდეს მუნ და მიაგორეს ქვები დიდ-დიდი მოდღენდელად დღედმდე.

28

და მაკედაჲ დაიპყრეს მას დღესა შინა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აჴოცნეს იგინი და ყოველი მშუმინვიერი, რომელ იყო მას შინა, არავინ განრინებულნი და ოტებულნი. და უყვეს მეფესა მაკედასასა, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

29

და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა მაკედაჲთ ლომნად და ჰბრძოდა იგი ლომნასა.

30

და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს ლემნაჲ და მეფჱ მისი. და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი მას შინა. და არა დაშთა მისგანი არცა ერთ განრინებული და ოტებული და ეგრე უყვეს მეფესა მას, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

31

და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლებნაჲთ ლაქისა და მოადგეს მას.

32

და მისცა უფალმან ლაქისი ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს იგი დღესა მეორესა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ყვეს ლებნასა მაშინ.

33

აღმოვიდა ელამ, მეფე გაბერისაჲ, შეწევნად ლაქისა. და მოკლა იგი ისო პირითა მახჳლისაჲთა და ერი მისი, და არა დაშთა მათგანი განრინებული და ოტებული.

34

და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლაქისით ოდოლამდ. და გარე მოადგეს მას და ჰბრძოდეს მათ. და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა.

35

და დაიპყრეს იგი მას დღესა შინა და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა. და ყოველი მშუმინვიერი მას შინა მოსრეს, ვითარცა უყვეს ლაქისსა.

36

და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ქეგრონდ და გარე მოადგეს მას.

37

და დაიპყრეს და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი, რავდენი იყო მას შინა, არა იყო მას შინა განრინებულ, ვითარცა უყვეს ოდოლამსა, აჴოცეს იგი და რაჲცა იყო მას შინა.

38

და მოაქცია ისო და ყოველმან ისრაჱლმან დაბირდ და გარე მოადგეს მას.

39

და დაიპყრეს იგი და მეფე მისი და დაბნები მისი და მოსრეს იგი პირთა მახჳლისათა. და აღჴოცეს იგი და ყოველი მშუმინვიერი მის თანა, და არა დაუტევეს რაჲთურთით განრინებული, ვითარცა უყვეს ქებრონსა, ეგრე უყვეს დაბირსა და მეფესა მისსა, ვითარცა უყვეს ლებნასა და მეფესა მისსა.

40

და მოსრა ისო ყოველი ქუეყანაჲ მთისაჲ და ნაგები და ველი და აჰლოთი და მეფენი მისნი და არა დაუტევეს მუნ განრინებული და ყოველი მშუმინვიერი მისგან აჴოცეს, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლისა მას.

41

და მოსრნა იგინი ისო კადჱს ბარნეთგან ვიდრე გაზედმდე, ყოველი ქუეყანაჲ გოსომისაჲ მიგაბაონდმდე.

42

და ყოველნი მეფენი ესე და ქუეყანაჲ მათი დაიპყრა ისო ერთბამად. რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა შეეწეოდა ისრაჱლსა.

43

და მოაქცია ისო და ყიველმან ისრაჱლმან მის თანა გალგალდ.

123456789101112131415161718192021222324