ლოცვანი
აპლიკაცია

რომაელთა მიმართ, თავი 16

1

წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,

2

რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც.

3

მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ,

4

რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც.

5

მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ.

6

მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის.

7

მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.

8

მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ.

9

მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი.

10

მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული.

11

მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში.

12

მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში.

13

მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი.

14

მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც.

15

მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა.

16

მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.

17

შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.

18

რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

19

თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.

20

ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.

21

მოკითნვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები.

22

მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ.

23

მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი.

24

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

25

ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი,

26

ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, -

27

ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მეოხებით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1

შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა,

2

რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა.

3

კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ,

4

რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი.

5

კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.

6

კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.

7

კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ.

8

კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ.

9

კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანა-შემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა.

10

კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტუვულესგანთა მათ.

11

კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ.

12

კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ.

13

კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა.

14

კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის და მათ თანათა მათ ძმათა.

15

კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა.

16

მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.

17

გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან.

18

რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.

19

რამეთუ თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ არს; მიხარის უკუე თქუენთჳს, და მნებავს თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო - ბოროტისათჳს.

20

ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.

21

გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი.

22

გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ.

23

გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ.

24

მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.

25

26

27

12345678910111213141516