ლოცვანი
აპლიკაცია

ოსია წინასწარმეტყველი, თავი 8

1

პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.

2

შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა!

3

მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება

4

მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად.

5

დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური?

6

რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.

7

რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.

8

ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.

9

აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.

10

თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.

11

რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები.

12

დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.

13

მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.

14

დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.

1

წიაღთა მიმართ მათთა ვითარცა ქუეყანაჲ, ვითარცა არწივი სახლსა ზედა უფლისასა მის წილ, რომელ გარდაჰჴდეს აღთქმასა ჩემსა და ძჳნად შჯულისა ჩემისა უთნო იქმნნეს.

2

მე მიღაღადებდენ: ღმერთო, გიცანთ შენ,

3

რამეთუ ისრაჱლი განვაყენე კეთილსა, მტერმა დევნა იგინი.

4

თავითა მათითა მეფობდეს, და არა ჩემ მიერ იმთავრეს, არა მიცნეს მე, ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ქმნნეს თავთა მათთა კერპებად, რაჲთა მოისრნენ.

5

მოსპე ჴბოჲ შენი, სამარია! განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრე რომლისამდე ვერ უძლავსყე განწმედად ისრაჱლისა შორის.

6

და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს მით, მაცთურ იყო ჴბოჲ შენი, სამარია,

7

რამეთუ ქარრყუნილებასა სთესავს და დაქცევაჲ მათი ელის ამათ. მჭელელსა არა აქუს ძალი ყოფად ფქჳლისა. ხოლო უკეთუ ყოსცა, უცხოთა შეჭამნენ იგინი.

8

დაინთქა ისრაჱლი. აწ იქმნა წარმართთა შორის, ვითარცა ჭურჭელი უჴმარი,

9

რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთამი. აღმომორჩდა თჳსაგან ეფრემ-ძღუენი შეიყუარა.

10

ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი, და დაშურენ მცირედ ცხებად მეფისა და მთავართა.

11

რამეთუ განამრავლნა ეფრემ მსხუერპლისსაცავნი, ცოდვა მისი იქმნეს მსხუერპლისსაცავნი შეყვარებულნი.

12

დავაწერო მას სიმრავლე, შჯულვილნი მისნი უცხოდ შერაცხილ იქმნეს,

13

სამშჯავრონი შეყუარებულნი მით, რამეთუ, უკუეთუ დაკლან საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალი არ შეიწყნარებს ამათ. აწ მოიჴსენნეს სიცრუენი მათნი და შურ-იგოს უსჯულოებათა მათთათჳს. იგინი ეგჳპტედ მიიქცეს და ასსურასტანს არაწმიდას ჭამდენ.

14

და დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და აღაშენნეს ტაძარნი, და იუდა განამრავლნა ქალაქნი მოზღუდვილნი. და გამოვავლინო ცეცხლი ქალაქთა მისთა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.

1234567891011121314