ლოცვანი
აპლიკაცია

ოსია წინასწარმეტყველი, თავი 12

1

შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით ისრაელის სახლი; ჯერ კიდევ ღმერთთან არის იუდა და ერთგულია წმიდათა მიმართ.

2

ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.

3

დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.

4

დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.

5

შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.

6

უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.

7

შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.

8

ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.

9

თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.

10

მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში.

11

მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი.

12

თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.

13

გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას.

14

წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.

15

მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს.

1

ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ შევიდოდა,

2

3

და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას.

4

შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა განძლიერდა ღმრთისა თანა.

5

განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ.

6

ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ მისსა.

7

და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის.

8

ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა.

9

და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა.

10

ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა დღეთა დღესასწაულისათა.

11

და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე.

12

არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა ველსა.

13

და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა.

14

და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა.

15

განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან.

1234567891011121314