ლოცვანი
აპლიკაცია

ოსია წინასწარმეტყველი, თავი 3

1

კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე; როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ.

2

ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,

3

ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.

4

რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ,

5

მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.

1

თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი. ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი.

2

მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა.

3

და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა,

4

რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა:

5

ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა.

1234567891011121314