ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე რჯული, თავი 14

1

უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,

2

რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.

3

უსურმაგი არაფერი შეჭამო,

4

ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა.

5

ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი.

6

ჩლიქგაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი, პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ.

7

ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათ ნუ შეჭამთ: აქლემს, კურდღელს და ბოცვერს; რადგან, თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი.

8

ღორი თუმცა ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.

9

წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ.

10

ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არა აქვს, ნუ შეჭამთ, უსურმაგია იგი თქვენთვის.

11

ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

12

აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, სვავი და ფსოვი,

13

ძერა, შევარდენი და ქორი და მისნაირი,

14

არანაირი სახის ყორანი,

15

სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი,

16

ჭოტი, გედი და ბუკიოტი,

17

ვარხვი, კოდალა და ჩვამა,

18

ყარყატი, ყანჩა და მისნაირი, ოფოფი და ღამურა.

19

ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის, არ უნდა ჭამოთ.

20

ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

21

არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.

22

აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,

23

და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.

24

თუ შორი იქნა გზა და ვერ შესძელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა,

25

გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა.

26

იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად.

27

არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.

28

სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.

29

მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.

1

ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა.

2

რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.

3

ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი,

4

5

ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, ნიამორი,

6

და ყოველი პირუტყჳ, რომელი ჭლაკ-განპებულ იყოს და აღმოიცოხნიდეს, შჭამოთ.

7

და რომელ არა შჭამო, ესე არს, რომლისა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ და არა აღმოიცოხნიდეს, არცა განმარტებულ ესხნენ ფრცხილნი.

8

არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან.

9

რომელი წყალსა შინა არს, ესე შჭამო. ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო.

10

და ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ, და არცა ქეცი ედვან, მისი არა შჭამო, რამეთუ ბილწი არს.

11

ყოველივე მფრინველი, რომელი წმიდა იყოს, მისი შჭამო.

12

და რომელი არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო,

13

ორბი, ფასქუჯი და ყანჩი, ყურჭი,

14

ძერი და ყოველი მსგავსი მისი,

15

სირაქლემი და ბუვი, ყუავი და ყიველი მსგავსი მისი.

16

და ტივი, და ყარყატი, და აკაური,

17

და ოფოფი და ძენძერუკი და დედამთრვალი და ქორი და ყოველი მსგავსი მისი.

18

და ვარხჳ და მღამიობი, და ბუკიოტი და ყოველი მსგავსი მისი.

19

და ყოველივე ქუეწარმავალი მფრინველთა არაწმიდათაჲ, ბილწ არს თქენდა და ნუ შჭამთ.

20

ყოველივე მფრინველი წმიდათაგანი ჭამეთ.

21

ყოველსავე მკუდრისასა ნუ შჭამთ, ყოველსავე მსხემსა და მწირსა, რომელი ქალაქსა შინა შენსა იყოს, ნუ სცემ მას, ნუცა აწამებ და ნუცა სხუასა სცემ, რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა, კრავსა სძითა დედისა თჳსისაჲთა ნუ შეჰგბოლავთ.

22

ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად.

23

და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

24

უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

25

განჰყიდო შენ ნაყოფი იგი ვეცხლად, და მოიღო შენ ვეცხლი იგი ჴელითა შენითა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან.

26

განჰყიდო იგი, რადცა გინდეს და გულმან გრქუას შენ, ზროხად, გინა თუ ცხოვრად, გინა თუ ღვინოდ, გინა თუ რადმე, რაჲ გულმან გრქუას შენ, და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და იხარებდე შენ და სახლეულნი შენნი.

27

და ლევიტელი იგიცა, რომელი იყოს ქალაქსა შენსა, არა განიშორო იგი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა.

28

მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი-იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა.

29

და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334